მთავარი ტენდენცია, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე შეინიშნება, არჩევნების საბოლოო შედეგისთვის გამართული ბრძოლაა. ვის დარჩება ახალ პარლამენტში უმრავლესობა?
ვინ გააკონტროლებს 118 პულტს? ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც ხელისუფლება უკვე გადაწყვეტილად აცხადებს.
სახელისუფლო ბლოკის ლიდერები ორგვარად აფასებენ არჩევნების შედეგს. ერთი მხრივ, საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ვაჟა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ ოთხჯერ მეტი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ხელისუფლებამ. მეორე მხრივ, ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ საინფორმაციო პროგრამა "ღამის მზერის" ეთერში საზოგადოება დაარწმუნა, რომ ხელისუფლებამ უკვე მოაგროვა საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 118 ხმა. რა შეიძლება იყოს ამგვარი განცხადების საფუძველი და ეწინააღმდეგება თუ არა სარიშვილ-ჭანტურიას გათვლა ვაჟა ლორთქიფანიძის არითმეტიკას?
ეჭვს არ იწვევს ორი ფაქტი: არჩევნებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატები სახელისუფლო ბლოკს არ აძლევს 118 ხმის მოგროვების შესაძლებლობას; პარლამენტში უკვე მომლოდინე აფხაზეთის დეპუტაციის მხარდაჭერაც არ არის საკმარისი უმრავლესობის შესაქმნელად. მეორე მხრივ, გამორიცხულია, რომ იმ უმრავლესობაში, რომელზეც ირინა სარიშვილი-ჭანტურია საუბრობდა, აღორძინების კავშირის ხმები იგულისხმებოდეს. იმ რეალობის მიუხედავად, რომ ხუთშაბათს აღორძინების კავშირის და სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენლები საკუთარი ხმების დასაცავად გაერთიანდნენ, მყარ უმრავლესობას აჭარის ლიდერი შევარდნაძის მომხრე ფრაქციებთან არასოდეს შეკრავს. ასლან აბაშიძის დეპუტაცია, წინა პარლამენტის მსგავსად, ხან ხელისუფლებას დაუჭერს მხარს და ხან ოპოზიციას, იმის მიხედვით, თუ რომლის პოზიცია იქნება ხელსაყრელი აჭარის ლიდერისთვის.
გამოდის, უმრავლესობის რიგებში წინასწარ იგულისხმება რომელიღაც ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ნაწილი - სხვა რესურსი 118 ხმის შესაკრებად, უბრალოდ, არ არსებობს.
ლოგიკური ჯაჭვის შესაკრავად მხოლოდ ერთი რგოლია საჭირო. რომელია ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც არჩევნების შემდგომ პერიოდში არაფერი აქვს გასაყოფი ხელისუფლებასთან? რომელია ოპოზიციური ლიდერი, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და მხოლოდ საკუთარ ხალხზეა ნაწყენი? ცხადია, ეს ლიდერი შალვა ნათელაშვილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ორჯერ გამეორდა სცენარი, როდესაც ლეიბორისტებმა მიიღეს პროტესტული ელექტორატის ხმები, ხოლო შემდეგ გაურიგდნენ ხელისუფლებას. შესაბამისად, ეჭვიც აღარ რჩება, ვისი ხმებით აპირებს სამთავრობო ბლოკი უმრავლესობის შექმნას. საკვირველი მხოლოდ ის არის, რომ ამ ბლოკის ლიდერები წინასწარ აცხადებენ იმას, რაც, პოლიტიკის კანონებით, საიდუმლო უნდა იყოს. კიდევ მეტად საინტერესოა, რომ შალვა ნათელაშვილს ამგვარი განცხადების შემდეგაც არ უჩნდება პროტესტი სახელისუფლო ბლოკის მიმართ.