ბოლო ხანს აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს სულ უფრო ხშირად უხდება კრიტიკული შენიშვნების მოსმენა როგორც პრესის, ისე პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.
კრიტიკა, რომელიც ძირითადად ერაყის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკას უკავშირდება, განსაკუთრებით მძაფრ ხასიათს მაშინ იძენს, როცა ვრცელდება ცნობები ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ. ახლა პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, გამოეხმაუროს მისი პოლიტიკით უკმაყოფილოთა განცხადებებს და ხუთშაბათს საკმაოდ მკვახე სიტყვა წარმოთქვა.
ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება "გლობალური დემოკრატიული რევოლუციის" დაწყების მაუწყებელი იქნება. ვაშინგტონის მიერ ერაყში გაწეული ძალისხმევა და ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული დაუნდობელი ბრძოლა პრეზიდენტმა ტირანიაზე დემოკრატიის გამარჯვებისთვის მიმდინარე უფრო ფართო მასშტაბის ბრძოლის ნაწილად დაასახელა.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყში დემოკრატიის მარცხი მოაღონიერებდა მთელს მსოფლიოში მოქმედ ტერორისტებს. იგი გაზრდიდა საფრთხეს ამერიკელი ხალხისთვის და იმედს გადაუწურავდა რეგიონის მილიონობით მცხოვრებს. ერაყის დემოკრატია გაიმარჯვებს და ეს წარმატება დამასკიდან თეირანამდე ყველას გააგებინებს, რომ თავისუფლება ნებისმიერი ქვეყნის მომავალი შეიძლება იყოს."
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამჟამად მიმდინარე პროცესები ბუშმა თავისი ერთ-ერთი წინამორბედის, რონალდ რეიგანის ეპოქასა და საბჭოთა პერიოდს შეადარა და აღნიშნა, რომ ამერიკისთვის, ისივე, როგორც მაშინ, ახლაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რა შედეგს გამოიღებს მისი ძალისხმევა.
მიმომხილველებს არ გამოპარვიათ ის გარემოება, რომ თავისი სიტყვა ჯორჯ ბუშმა იმ კანონზე ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქვა, რომელიც ერაყისა და ავღანეთის აღდგენისთვის 87 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
კატოს კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ ბაშამი კი ბუშის სიტყვაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისს ხედავს.
[პატრიკ ბაშამის ხმა] "პრეზიდენტი ბუშის სურვილია, 2004 წლის არჩევნებისთვის წარდგეს დადებითი მესიჯით, რომელიც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას აუწყებს: "მე მკაფიო წარმოდგენა მაქვს მომავალზე. შესაძლოა, მას თქვენ მთლიანად არ იზიარებდეთ, მაგრამ მე ვიცი, საით მიმყავს ეს ქვეყანა, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო პოლიტიკა. ისიც, ვიცი, როგორი მსოფლიო მინდა ვიხილო მომავალში. და თუ მხარში ამომიდგებით, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე წინ წავიწევთ."
თავისი ეს მოსაზრება პატრიკ ბაშამმა ჩვენი რადიოს ვაშინგტონელ კორესპონდენტს ჯეფრი დონოვანს გაუზიარა. რაც შეეხება ჯორჯ ბუშის ხუთშაბათის გამოსვლას, მას არ უარუყვია, რომ ახლო აღმოსავლეთში დღეს შექმნილი ვითარება ნაწილობრივ დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი წაყრუების ბრალიც არის. "სანამ ახლო აღმოსავლეთში დემოკრატია ვერ ჰყვავის, იგი მუდამ დარჩება ადგილად, სადაც გამეფებულია სტაგნაცია, ბოღმა და ძალადობაო", განაცხადა ჯორჯ ბუშმა.