საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მეთოდი საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგად ნაცადი მეთოდია. ის 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც რომ გამოიყენება,
ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეჭვის დასადასტურებლად და მის მიღმა არსებული რეალობის შესასწავლად კვლევა "ილია ჭავჭავაძის სახელობის ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის "
ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა, "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" დაფინანსებით. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ოთხშაბათს "არჩევნების მედიაცენტრში" შედგა. მას "ილია ჭავჭავაძის სახელობის ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კათედრის გამგე გიგი თევზაძე უძღვებოდა. როგორ და რის ხარჯზე ჩნდება თანხები ენერგეტიკის სექტორსა და სხვადასხვა ფონდებში - ასეთია კვლევის ერთი მიმართულება.
ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვის ანალიზი გასული 9 თვის პერიოდისთვის, ცენტრალური ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების შედარება წინა წლების საბიუჯეტო მაჩვენებლებთან, ადგილობრივი ბიუჯეტების მიმდინარე ხარჯების შედარება წინა წლების საბიუჯეტო მაჩვენებლებთან - აი, ამ მეთოდების გამოყენებით ხორციელდება კვლევა, რომლის სადღეისო შედეგებიც მოწმობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებს საკუთარ ბერკეტებს და უარს არ ამბობს საბიუჯეტო თანხებით ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ილია ჭავჭავაძის სახელობის ენებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იკვლევს, როგორ და რა მასშტაბებით ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, იქნება ეს ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი თუ ტექნიკური რესურსი. კვლევის შედეგად, სრული სურათი არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოიკვეთება, რადგან არჩევნების მომდევნო ეტაპმა ბევრ დეტალს უნდა ახადოს ფარდა. მანამდე არჩევნების მედიაცენტრში კვლევის ერთი ნაწილის პრეზენტაცია შედგა. გიგი თევზაძემ მედიაცენტრში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ის მონაცემები, რომლებიც, მისი მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაზე მეტყველებს, ხელისუფლების მხარდამჭერი ძალისა და კანდიდატების სასარგებლოდ.
[გიგი თევზაძის ხმა] "ძალიან მკვეთრი ზრდები ხდება არჩევნების წინა თვეებში. მანამდე კი არაფერი არ ხდებოდა. წინა წელთან შედარებით, ხდება ენერგეტიკის დაფინანსების მკვეთრი ზრდა. საგზაო ფონდს ეჭრება თანხები და ეს ფულები ქრება. "
უფრო დეტალურად ვითარება ასეთია: 2002 წელს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება 10-15 მილიონს არ აჭარბებდა, წელს კი აღნიშნული სექტორის დაფინანსება 35 მილიონს ასცდა. შარშანდელ და წლევანდელ დაფინანსებას შორის განსხვავებახ ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემები არ შეუმსუბუქებია. ჩნდება კითხვა: რისთვის გაიზარდა არჩევნების წინ ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება და რეალურად რას მოხმარდა ეს დაფინანსება? კვლევის მწარმოებლები ეჭვობენ, რომ ენერგეტიკის სექტორში გადარიცხული 35 მილიონის ნაწილი ხელისუფლების საარჩევნო ყულაბაში უნდა მოხვედრილიყო. მათი აზრით, აშკარად ხმების მოსყიდვის მიმართულებისა უნდა იყოს ბოლოდროინდელი კულტურული და სპორტული პროგრამების დაფინანსება, რაც პრეზიდენტის ფონდიდან მოხდა; ვეტერანთა ორგანიზაციებისთვის 110 ათასი ლარის გამოყოფაც, რაც, თავის მხრივ, კარგი საქმეა, გიგი თევზაძის აზრით, აშკარად კანონის დარღვევაა, რადგან მაინცდამაინც არჩევნების წინ ხდება. გიგი თევზაძე ხელისუფლების ძალზე საეჭვო მანევრად განიხილავს საგარეო ვალების მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხების სარეზერვო და პრეზიდენტის ფონდებში მოქცევას. კვლევა, რომლის შედეგებზეც მან ისაუბრა, ყურადღებას ამახვილებს საპენსიო დავალიანებების ბოლოდროინდელ ზრდაზეც. კვლევის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ეს ზრდა საგანგებოდ მოხდა, იმ მიზნით, რომ უშუალოდ არჩევნების წინ დავალიანების დაფარვით ხელისუფლებამ პენსიონერების გულების მონადირება შეძლოს.
გიგი თევზაძე ფიქრობს, რომ ადმინისტრაციულ რესურსებს ხელისუფლება იმ სავარაუდო პროცენტული მაჩვენებლის გარანტირებისთვის იყენებს, რის მიღებასაც 2 ნოემბერს ელის. საკამათო არ არის ის, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვას ოპოზიციური ძალებიც მიმართავენ. მათ ქმედებასა და ხელისუფლების ქმედებას შორის განსხვავებას გიგი თევზაძე ასე აღწერს:
[გიგი თევზაძის ხმა] " როდესაც აშკარად ბიუჯეტის ფული გამოიყენება, ეს არის მოსყიდვა, რასაც ემატება ის, რომ გამოიყენება ის ფული, რომელიც არ უნდა გამოიყენებოდეს. როცა მოსყიდვას ოპოზიცია ახდენს, ეს ხომ ოპოზიციის ფულით ხდება და არა ბიუჯეტის ფულით. "
მაინც, რა ფულით ახერხებს ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვას, ამას ცალკე სერიოზული გამოკვლევა სჭირდება. გიგი თევზაძის თქმით, ამ მხრივ, გარკვეული სურათი ადგილობრივი ბიუჯეტების შესწავლამ შეიძლება შექმნას.