2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოლოდინი ილუზორული არ არის.
ილუზიების საშუალებას მათ არც საარჩევნო კამპანიის დაკვირვება აძლევთ. ევროპის საბჭოცა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაც რეალისტურად უყურებენ ყველა იმ დარღვევას, რომელიც კი წინ უძღვის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. რას მოელის ევროპა საქართველოსგან და როგორ ხედავს ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ.
ეუთოს არჩევნებზე მეთვალყურეობის მისია საქართველოში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრისგან 3 ნოემბრამდე იკავებს. თუმცა, ეუთოს მოლოდინებზე საუბარი მის წინასაარჩევნო ანგარიშზე დაყრდნობითაც შეიძლება, რომელიც საგანგებო შემფასებელმა მისიამ მოამზადა და რომელშიც გარდა სხვადასხვა სახის რეკომენდაციებისა მოცემულია საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შეფასებაც. კერძოდ დოკუმენტში ნათქვამია: "საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკურ პარტიათა განვითარების დაბალი დონით ხასიათდება. პოლიტიკური პარტიები ემყარება პიროვნებებს და არა პლატფორმას, ან იდეას. იმავეს თქმა შეიძლება კამპანიის შესახებაც, როცა ამომრჩეველი მხარს უჭერს არა პლატფორმას, არამედ პიროვნებას". ეუთოს შემფასებელთა მისიას უყურადღებოდ არ დარჩენიათ ისიც, რომ საქართველოში არსებობს "უნდობლობა როგორც პარტიებს, ისე ხალხსა და სახელმწიფო უწყებებს შორის". ზაფხულში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია: "მისიის წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში დიდი რაოდენობით არსებული პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების არსებობის გამო, რაც შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული არჩევნებზე, თანაც ისე, რომ ამგვარ დარღვევათა ზეგავლენის შეფასება არჩევნების შედეგებზე შეუძლებელი იქნება". რაც შეეხება მომავალი არჩევნების მნიშვნელობას, ეუთოს შემფასებელთა მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ არჩევნების შედეგებზე დამოკიდებულია ის, თუ როგორი პარლამენტი ეყოლება ქვეყანას 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამდენად, ეუთოს არ დარჩენია უყურადღებოდ ის, რომ 2 ნოემბრის არჩევნებზე მომავალ პარლამენტში გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლა გაცილებით მწვავე ხასიათს მიიღებს, ვიდრე წინა არჩევნების დროს იყო, როცა ნათელი იყო, თუ ვის უნდა ემართა ქვეყანა. ნიშანდობლივია ეუთოს შემფასებელთა ერთი ხაზგასმაც, კერძოდ: "დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ადგილი არ ჰქონია. მომავალ ორ არჩევნებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის შესაფასებლად".
აქვე შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბრიდან ეუთომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა მარკირების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებას უკვე გადაეცა მარკირებისთვის საჭირო მოწყობილობა. ეგ არის, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა ეუთოს თხოვნა მარკირების საყოველთაოდ გამოყენების შესახებ. ეუთოდან წერილის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა და არ დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას, კერძოდ კი მარკირების ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებას ითვალისწინებდა. მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, მარკირება გამოიყენება მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ერთზე მეტი საარჩევნო უბანია შექმნილი.
საპარლამენტო არჩევნებზე მეთვალყურეობის კოორდინაციისთვის თბილისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის - როგორც მას მოკლედ უწოდებენ - "ოდირის" ბაზაზე მუშაობს მეთვალყურეთა მისია. 2 ნოემბერს ეუთო 400 მოკლევადიან მეთვალყურეს გაანაწილებს საქართველოში. ისინი ყურადღებას მიაქცევენ საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცესსა და ბიულეტენების დათვლის ყველა ეტაპს. მოკლევადიან მეთვალყურეთა შორის იქნებიან ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეების და სავარაუდოდ ევროპარლამენტის წევრები.
არჩევნების მეორე დღეს, 3 ნოემბერს არჩევნებზე მეთვალყურეობის მისია გამოაქვეყნებს წინასწარ განცხადებას მეთვალყურეობის შედეგების შესახებ. საბოლოო ანგარიში კი მხოლოდ არჩევნებიდან ერთ თვეში გამოქვეყნდება.
როგორც მოგახსენეთ, 2 ნოემბრამდე საქართველოში ჩამოვა ევროსაბჭოს მეთვალყურეთა 30-კაციანი ჯგუფი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთკაციანი დელეგაცია, რომლის მიზანიც საარჩევნო კამპანიის შეფასება იყო, ოქტომბრის პირველ ნახევარში იმყოფებოდა თბილისში. ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანების, ანუ 1999 წლის იანვრის შემდეგ საქართველოში ჩატარებული არჩევნები, სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებსა და იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ გაწევრიანებისას აიღო.
რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო კამპანიას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს დადებითად მიაჩნიათ ის, რომ აღარ არსებობს ამომრჩეველთა დამატებითი სიები. მაგრამ გამოთქვამენ სერიოზულ შეშფოთებას არსებული ცენტრალიზებული სიების სიზუსტის თაობაზე: "როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ არის სიაში, ბევრიც ერთზე მეტად არის შეტანილი, ანდა შეტანილია არა იმ საარჩევნო უბნის სიაში, რომელსაც ის ეკუთვნის. ეს ყველაფერი დიდ არეულობას გამოიწვევს არჩევნების დღეს", - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს ერთი პრიორიტეტის შესახებაც, რომელიც გადასახადის გადამხდელთა წინაშე ხელისუფლების ვალდებულებას, ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის სრულყოფილ და დროულ დაფინანსებას შეეხება. "ცოტა რამ შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელებისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თავიანთი ქვეყნის ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობაა", - დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები ამის განცხადებისას ილუზიაში არ ყოფილან, არამედ საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი ევროპული ფასეულობის - მოქალაქის მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ შეახსენეს.