რუსეთი არ იცვლება - ამ ქვეყნის მომიჯნავე ქვეყნებს მასთან მეზობლობა მუდმივი საშიშროების ქვეშ აყენებს. რუსეთის მოქალაქეები ადასტურებენ, რომ მათ ამა თუ იმ მეზობელ ქვეყანასთან
მეგობრულ ურთიერთობას მეზობელთან კონფრონტაციაზე წასვლა და მასთან ტერიტორიული დავა ურჩევნიათ. რუსეთის მოქალაქეები ამართლებენ იმ მშენებლობას, რომელიც რუსეთის სახმელეთო ტერიტორიას უკრაინის კუთვნილ კუნძულ ტუზლასთან აერთებს და რაც რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული დაპირისპირების საბაბი გახდა.
ამ დაპირისპირებამ რუსეთსა და უკრაინაში ორ ქვეყანას შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების თემა წამოსწია წინ. როგორ უყურებენ დავას საქართველოში - ქვეყანაში, რომელსაც რუსეთთან სასაზღვრო უთანხმოებები ამდენი ხანია აწუხებს?
რას ანიჭებენ უპირატესობას რუსეთის მოქალაქეები - უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობას თუ, ამ ქვეყანასთან კონფრონტაციაზე წასვლით, კუნძულ ტუზლას რუსეთის ხელში გადასვლას? რა თქმა უნდა, ტუზლას. ამას რადიო "ეხო მოსკვის" გამოკითხვაც მოწმობს. უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობას გამოკითხულთა 18 პროცენტი უჭერს მხარს, 82 პროცენტს კი ტუზლას რუსეთის ხელში გადასვლის იდეა ხიბლავს.
ქერჩის ყურეში რუსეთის მიერ დამბის მშენებლობამ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ სამეურნეო მიზნებით ახსნა, უკრაინელების სერიოზული შეშფოთება გმოიწვია. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის კუნძულ ტუზლას გარშემო მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის, კუნძულზე უკრაინის სასაზღვრო ძალების დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლა მოჰყვა. უკრაინა არ დაუშვებს ქერჩის ყურეში რუსეთის მიერ მშენებარე დამბის კუნძულ ტუზლასთან შეერთებას - ასეთია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია.
დავა სერიოზულია. სხვადასხვა განმარტებით, მისი მიზანი რუსეთის მიერ ტუზლას დაკავება კი არა, აზოვის ზღვის აკვატორიის გაყოფაზე უკრაინის დაყოლიებაა. ასეა თუ ისე, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ რუსეთის მოქალაქეები კითხულობენ: "რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემთხვევაში აიცდენს თუ ვერა ომში წასვლას პირი, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს?" ანდა, " ომის შემთხვევაში, რუსეთი გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს?" უკრაინისა და რუსეთის მეზობელ საქართველოში კი პოლიტოლოგები გაურბიან შეაფასონ დაძაბულობა, რომელიც მათგან ახლოს ვითარდება. აქ ნაკლებად აფიქრებთ სერიოზული პრობლემა, თუკი ის უშუალოდ საქართველოს არ უკავშირდება. უკრაინასა და რუსეთს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების შეფასება რამდენიმე პოლიტოლოგსა და პოლიტიკოსს ვთხოვე, მაგრამ პასუხი მხოლოდ ტრადიციონალისტ აკაკი ასათიანისგან მივიღე.
[აკაკი ასათიანის ხმა] "ვფიქრობ, უკრაინასაც აწყობს ასეთი ხმაური, რადგან ბოლო ხანს ეჭვმიტანილია რუსეთთან დაახლოების მცდელობაში და იყენებს ამას იმისთვის, რათა დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ რუსეთის ყურმოჭრილი ყმა არ არის, რომ ის დასავლეთისკენ ივლის. " (სტილი დაცულია)
"რუსეთის შემთხვევაში გათვლები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა კეთდებოდეს. პუტინს რეიტინგის ამაღლება სჭირდება და უკრაინასთან სასაზღვრო დავას, რასაც არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება ამ ქვეყანასთან სამხედრო კონფრონტაცია, რეიტინგისთვის იყენებს. ტუზლასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა პოლიტიკურ თამაშს ჰგავს, რომელიც ორივე მხარეს უნდა აწყობდესო, " - ამბობს აკაკი ასათიანი და დასძენს: "პუტინის ხელისუფლებამ რეიტინგის ასამაღლებელი ახალი თავხედური სვლები შეიძლება საქართველოსკენაც განახორციელოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შემდეგ."
[აკაკი ასათიანის ხმა] " ჩვენი ხელისუფლება ისეთ დონეზე ეარშიყება მას, რომ ჩაბარებულია. არის კიდევ მათდამი კეთილგანწყობილი რამდენიმე ძალა. რუსები იმედოვნებენ, რომ ასეთი ძალები გაიმარჯვებენ და შეიცვლება ქვეყნის კურსი. ამის სიმპტომები კი არის. ჩემი აზრით, რუსები დაელოდებიან არჩევნების შედეგებს და მერე შეიძლება შეგვიქმნან გარკვეული პრობლემები. "
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ რუსეთისა და უკრაინის სასაზღვრო დავას. ის საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო იმ მხრივ უნდა იყოს, რომ რუსეთს უკრაინასთან ჯერჯერობით არ გასდის ის, რაც საქართველოსთან მიმართებაში გასდიოდა და გასდის. უკრაინის ხელისუფლების სითამამეს, უპასუხოს რუსეთის ნებისმიერ გამოწვევას, რუსეთის ხელისუფლებამ მოაყოლა გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს მშენებლობა ქერჩის ყურეში. საქართველოსთან მიმართებით ასეთი რამეები არ ხდება. საქართველოს და რუსეთს შორის ჯერ კიდევ სადავოა სასაზღვრო ქართული სოფელი ფიჭვები. რამდენიმე წლის წინ რუსმა შეიარაღებულებმა ამ სოფლის დაკავებაც კი გაბედეს. რუსეთი უცერემონიოდ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ჩვენი ხელსიუფლება კი არ აღიარებს, რომ ამ ტერიტორიებს საქართველოს რუსეთი ედავება.