დავით პაიჭაძე, თბილისი
ორშაბათს, 20 ოქტომბერს, ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო" არჩევნების მხარდამჭერი პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციები
საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეთა მისვლის სასარგებლოდ უპრეცედენტო აქტივობას იჩენენ. სოროსის ფონდის გარდა, ამ კამპანიაში ჩართულები არიან: ევრაზიის ფონდი, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო, კონრად ადენაუერის ფონდი, ბრიტანეთის საბჭო. რა ნაბიჯებს მოიცავს არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა?
[კახა ლომაიას ხმა] "ჩვენი პროგრამა მიზნად ისახავს, მიმართოს ამომრჩეველთა ყველა სეგმენტს: დაწყებული ე.წ. პირველი წლის ამომრჩევლებით და ყველაზე სტაჟიანი ამომრჩევლით დამთავრებული."
განაცხადა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა ლომაიამ. პროგრამის ერთადერთი ამოცანაა, მიიყვანოს ამომრჩეველი არჩევნებზე და ამომრჩეველმა არ მისცეს უფლება სხვას, მის მაგივრად გააკეთოს არჩევანი. ხოლო მიზანთა მიზანი, კახა ლომაიას თქმით, ესაა:
[კახა ლომაიას ხმა] "საქართველოში არჩევნების გზით, კონსტიტუციური გზით მოხდეს ფუნდამენტური ცვლილებები. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ვიარსებოთ როგორც დამოუკიდებელმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ, ეს ცვლილებები უნდა გატარდეს. სხვა მხრივ პერსპექტივა ამ ქვეყანას, სამწუხაროდ, არ აქვს."
რა დააფინანსა სოროსის ფონდმა ამ მიზანთან მიახლოებისათვის? შეგახსენებთ, რომ ზოგი პროექტი მხოლოდ ამ ფონდმა დააფინანსა, ზოგიც სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაფინანსდა. სოროსის ფონდის წვლილი არჩევნების მხარდამჭერ პროგრამაში ჯერჯერობით 230 ათასი დოლარით განისაზღვრა. შეიძლება გახსოვდეთ, პროგრამის ერთ მიმართულებას, 14 დამოუკიდებელი რეგიონალური ტელე- და რადიოკომპანიის დაფინანსებას საარჩევნო ინფორმაციის გავრცელებისა და დებატების მოწყობის მიზნით, ჩვენს გადაცემებში ადრე შევეხეთ. დაფინანსდა აგრეთვე საზოგადოებრივი დებატების გამართვა რეგიონებში. მათი მიზანია, შეახვედროს ერთმანეთს პოლიტიკოსები და ამომრჩეველი. პროგრამის კოორდინატორმა გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა:
[პაპუაშვილის ხმა] "ამ დებატების მიზანი, ერთი მხრივ, ის გახლავთ, რომ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა პროგრამითა თუ პლატფორმით მიდიან არჩევნებზე და, მეორე მხრივ, ეს აინტერესებს ამომრჩეველს, მეტ სტიმულს აძლევს მას, მივიდეს არჩევნებზე."
არჩევნების მხარდამჭერი პროგრამა მოიცავს ერთ ასეთ მიმართულებასაც: როკმუსიკოსები და მწერლები არჩევნებისათვის. ისინი მართავენ კონცერტებსა და შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. მწერლები არიგებენ წიგნებს და მოქალაქეებს განუმარტავენ, რამდენად მნიშვნელოვანია აქტიურობა არჩევნებზე. ჟურნალისტის კითხვას, რეგიონებში ოპოზიციური პარტიების იდეოლოგიას ხომ არ ახმოვანებთო, მწერალი დათო ტურაშვილი უპასუხებს:
[ტურაშვილის ხმა] "ჯვარი მწერია. ჯერ ერთი, ოპოზიციურ პარტიებს იდეოლოგია არა აქვთ და, მეორეც, რომც ჰქონდეთ, მე რატომ უნდა გავახმოვანო"?
ამასთან, ტურაშვილი არ მალავს, რომ ხელისუფლებას რეგიონებშიც უაღრესად კრიტიკულად ეკიდებიან.
არჩევნების მხარდამჭერი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მრავალი ხერხით: არჩევნებზე მოქალაქეთა მისაზიდად ავრცელებენ პლაკატებს, ბუკლეტებს, მაისურებს, კალმებს და ვიდეოკასეტებს. კასეტებზე ჩაწერილია სწორედ პროგრამაში ჩართულ შემსრულებელთა კომპოზიციები მოკლე მოწოდებებთან ერთად, რომელთაც სიუჟეტის ბოლოს შემოგთავაზებთ:
"ჩვენ გვჯერა ახალი დღის - ჯგუფი ვაკის პარკი. წახვალ - მოიგებ, არ წახვალ - წააგებ. ჯგუფი გრინ მამა. შენი ხმა შენი მომავალია - ჯგუფი SOFT EJECT. შენვე გადაწყვიტე შენი მომავალი - ჯგუფი ჯაზ ორ ქეთი. არჩევნები არის შანსი - მწვანე ოთახი. გაინძერით და გადარჩებით - ჯგუფი სანდა. ხშირად უაზრო ლოდინი ახალს არაფერს გვპირდება; ერთი ადგილის განძრევა დღეს ჰაერივით გვჭირდება - ზუმბა".