ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ კიევში

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ კიევში სტუმრობისას თავის ქვეყანაში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ერთობლივი ბაზრის ამოქმედების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ კიევში სტუმრობისას თავის ქვეყანაში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ერთობლივი ბაზრის ამოქმედების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
როგორც მან უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან საუბარში აღნიშნა, ერთობლივი ბაზარი ხელს შეუწყობს რეგიონში კეთილდღეობის მატებას. ოთხი ქვეყნის პრეზიდენტებმა გასულ თვეში მიაღწიეს ერთსულოვნებას ერთობლივი ბაზრის შექმნაზე. ეს ითვალისწინებს ნაწარმის, კაპიტალისა და მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, საერთო ტარიფებსა და საბაჟო სამსახურს.