რამდენიმე კვირის წინ ანატოლი ჩუბაისმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გულწრფელად აღიარა: საქართველოში არჩევნების წინ რომ არ შემოვსულიყავით, ვეღარასოდეს შემოვიდოდითო. ეს ფრაზა ადასტურებს,
რომ რუსეთის ინტერესების კონტექსტში 2 ნოემბრის არჩევნები გადამწყვეტია. ხოლო ჯეიმს ბეიკერის, სენატორ ჯონ მაკკეინისა და ამერიკის ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტები ცხადყოფს, რომ ამერიკის ინტერესების კონტექსტშიც 2 ნოემბრის არჩევნები მეტად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, საქართველო იმ ჯვარზე გაკრული აღმოჩნდეს, რომელსაც ვახტანგ რჩეულიშვილი ქვეყნის გადარჩენის გზად სახავს.
გესაუბრებით ჯვრის კონცეფციაზე და საქართველოს ორიენტაციულ პრობლემებზე.
უკვე რამდენიმე წელიწადია ვახტანგ რჩეულიშვილი საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციად "ჯვრის კონცეფციის" განხორციელებას მიიჩნევს. ეს ნიშნავს, რომ ქართულმა სახელმწიფომ ერთმანეთთან უნდა დააკავშორის როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ასევე - ჩრდილოეთი და სამხრეთი. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, საქართველო ერთდროულად და თანაბრად უნდა იყოს ორიენტირებული როგორც დასავლეთზე, ასევე - რუსეთზე.
შესაძლოა, ჩვენთვის, სატრანზიტო ქვეყნის მოსახლეობისთვის, "ჯვრის კონცეფცია" მართლაც სასარგებლოა, მაგრამ მისი მთავარი ნაკლი ის არის, რომ განხორციელებას არ ექვემდებარება. სამხრეთ კავკასიაში დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს გამორიცხავს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება იდგა და დგას არჩევანის წინაშე: ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორად უნდა აირჩიოს ან ამერიკის შეერთებული შტატები, ან რუსეთი. ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მკაფიოდ გამოჩნდა როგორც რუსეთის, ისე ამერიკის ძალისხმევა საქართველოს პოლიტიკის ვექტორის მისაზიდად.
ედუარდ შევარდნაძე თავაზიანად ხვდება ამერიკულ დელეგაციებს და დაპირებებს არ იშურებს მათთვის, ენერგეტიკული ბერკეტები კი უფრო რუსეთისთვის ემეტება. შესაძლოა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან რამდენიმე წლის წინ ყველაფერი პირიქით იყო: ბერკეტები - ამერიკელებს, დაპირებები - რუსებს.
საქართველოს მოსახლეობამ ვერა და ვერ გაარკვია, იცვლება თუ არა ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის ივნისამდე ზოგადი განწყობა დასავლეთის სასარგებლოდ შეიცვალა. როდესაც ნოემბერში რესპონდენტებს შესთავაზეს ამოერჩიათ საქართველოს ორიენტაციის ვექტორი რუსეთსა და ამერიკას შორის, 56%-მა უპირატესობა რუსეთს მიანიჭა, ამერიკის მომხრეები კი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ივნისში, პირიქით, 53%-მა საგარეო პოლიტიკის სასურველ ვექტორად ამერიკა დაასახელა, 47%-მა კი - რუსეთი. 61-დან 63%-მდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ყველა სამხედრო ბაზა უნდა დაიხუროს. თუმცა, მეორე მხრივ, სამხედრო ბაზების საკითხი ქართული სახელმწიფოს პრობლემების ჩამონათვალში მეოცე ადგილზე აღმოჩნდა და აქტუალობით აჯობა ერთადერთ პრობლემას - გარემოს დაბინძურებას. ამავდროულად, ნოემბრიდან ივნისამდე ცამეტი პროცენტით შემცირდა რუსეთის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის მოლოდინი და სხვა საფრთხეებს შორის ამ საკითხმაც ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.
მოსახლეობა, ისევე, როგორც ხელისუფლება, ჯვრის კონცეფციის ორ ფრთას შორის მერყეობს: ამერიკა იზიდავს, მაგრამ რუსეთზეც უარს არ ამბობს. არც ერთ საკითხში ხალხი იმდენად არ იმეორებს ხელისუფლების აბსურდულ ხედვებს, რამდენადაც საგარეო კურსის საკითხში. მაგალითად, რუსეთზე ორიენტაციას ირჩევენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, ხოლო ამერიკაზე ორიენტაციას - თოფაძისა და ნათელაშვილის მომხრეები. თუმცა, ამერიკის სამხედრო დახმარებას დადებითად აფასებენ სააკაშვილის მომხრეები, უარყოფითად - ბურჯანაძის მომხრეები. მოკლედ, საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით ზუსტად ერთნაირი ბურუსია როგორც ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, ისე მოსახლეობის ცნობიერებაში.
გაფანტავს თუ ვერა ამ ბურუსს ორი ნოემბრის არჩევნები, ერთი საკითხია. მეორე საკითხი კი ისაა, რა გამოჩნდება ბურუსის გაფანტვის შემთხვევაში: ვის დარჩება ბერკეტები, ვის შერჩება მხოლოდ დაპირებები და იქნება თუ არა ჯამი სასარგებლო ქვეყნისთვის.