თეირანში დაიწყო გაეროს ატომური ენერგიის

თეირანში დაიწყო გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ორი წარმომადგენლის მოლაპარაკება ირანელ ოფიციალურ პირებთან.
თეირანში დაიწყო გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ორი წარმომადგენლის მოლაპარაკება ირანელ ოფიციალურ პირებთან.
გაეროს ამ სააგენტომ ირანს მისცა 31 ოქტომბრამდე ვადა იმის დასასაბუთებლად, რომ არ ცდილობს ატომური იარაღის შექმნას. გასულ თვეში სააგენტომ განაცხადა, რომ განიარაღების ექსპერტების საერთაშორისო დელეგაციამ ირანის ორ ბირთვულ ობიექტზე აღმოაჩინა იარაღის შესაქმნელად გამოსადეგი ურანის კვალი. მაგრამ ირანი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამით გამიზნულია ელექტროენერგიის გამომუშავება და არა იარაღის შექმნა.