გასულ კვირას თბილისში გაიხსნა გამოფენა დიდი ამერიკელი
ფოტოგრაფისა, რობერტ კაპასი, რომელმაც 1947 წელს ჯონ სტეიბეკთან ერთად საქართველოში იმოგზაურა და ხუთასამდე ფოტო გადაიღო თბილისში, გორში, ბათუმში. რობერტ კაპამ ფოტოზე აღბეჭდა სტალინური ეპოქის საქართველო, ნობელის პრემიის ლაურეტატმა, ჯონ სტეინბეკმა კი საქართველოში მოგზაურობა აღწერა თავის "რუსულ დღიურში", ნაწარმოებში, რომელიც რუსულ ენაზე პირველად მხოლოდ 1990 წელს გამოიცა. "საბჭოთა ხალხის მეგობრად" შერაცხული სტეინბეკის "რუსული დღიურის" შესახებ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც არაფერია ნათქვამი. მართალია, მოგვიანებით ქართულ პრესაში გამოქვეყნდა სტეინბეკის "რუსული დღიურის" საქართველოსადმი მიძღვნილი თავი, რომელიც თამაზ ნატროშვილმა თარგმნა, ფართო საზოგადოება ამერიკელი მწერლის - "მრისხანების მტევნების" ავტორის ამ ნაწარმოებით სწორედ რობერტ კაპას გამოფენის შემდეგ უფრო დაინტერესდა.
მოგითხრობთ სტეინბეკის "რუსული დღიურის" შესახებ.
ჯონ სტეინბეკის რომანი "რისხვის მტევნები" საბჭოთა კავშირში ლამის "სოციალისტური რეალიზმის" ნიმუშად მონათლეს. თუმცა მანამდე კრემლის იდეოლოგებმა არა მარტო მისი ნაწარმოებები შეისწავლეს, არამედ მისი ქცევაც, მისი წერილები პრესაში და, რაც მთავარია, საბჭოთა რეჟიმისადმი მისი დამოკიდებულება. აღმოჩნდა, რომ სტეინბეკს სტალინური ხანის საბჭოეთის მიმართ ცუდი არაფერი დასცდენია. უფრო მეტიც, 1937 წლის დასაწყისში მწერალი მოსკოვში ჩავიდა და სტალინური რეპრესიები საერთოდ "არ შეიმჩნია". ყველაფერი ეს სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ამერიკელი მწერალი "ბურჟუაზიული ქვეყნის პროგრესულ მოღვაწედ" ეღიარებინათ. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვში სტეინბეკის მიმართ დამოკიდებულება ოდნავ შეიცვალა. უკვე იმას წერდნენ, რომ სტეინბეკი ანარქისტია, რომელიც ერთნაირად ებრძვის კაპიტალიზმსაც და სოციალიზმსაც... ერთი და იგივე მიზეზით - მეტისმეტი "ორგანიზებულობის" გამო. ამიტომაც 1947 წელს, როცა ამერიკელმა მწერალმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობა მოინდომა კიდევ უფრო აღიარებულ "ანარქისტთან" - რობერტ კაპასთან ერთად, მოსკოვმა სტეინბეკის დახასიათება სთხოვა საბჭოთა კავშირის ვიცე-კონსულს ლოს-ანჟელოსში, ვინმე ტუმანცევს. ამბობენ, რომ იმხანად ჰოლივუდში, უშიშროებას თავისი "მეგობრები" ჰყავდა. სანდო წყაროს უნდა დაეზუსტებინა, რომ სტეინბეკის ვიზიტი საბჭოთა კავშირში არ შექმნიდა ეგრეთ წოდებული "იდეოლოგიური დივერსიის" საშიშროებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უშიშროების არქივში ტუმანცევის წერილი აღმოაჩინეს. აი, რას წერდა ვიცე-კონსული:
[სტეინბეკის დახასიათება] "მარქსიზმი სტეინბეკისთვის მხოლოდ მოდაა... იგი ახლოს არ ეკარება პროგრესულ ორგანიზაციებს. იგი იმ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ცოტა ხნის წინ "ლიბერალებს" უწოდებდნენ საკუთარ თავს, ახლა კი "არ ესმით" საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა".
მაგრამ "საგარეო პოლიტიკის არცოდნა" სტეინბეკს დიდ ცოდვად არ ჩაუთვალეს. "ცივი ომის" ეპოქა მხოლოდ იწყებოდა. აუცილებელი იყო საბჭოთა მშრომელების დარწმუნება იმაში, რომ ბურჟუაზიული ქვეყნების პროგრესულ მოღვაწეებს გულწრფელად აინტერესებს როგორ ცხოვრობს საბჭოთა ხალხი. მითუმეტეს, რომ 45 წლის სტეინბეკმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობა ახსნა სურვილით - აღებეჭდა "რუსი ხალხის ყოფა-ცხოვრება"... ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მან ფაქტობრივად ფიცი დადო - პოლიტიკას და მითუმეტეს, "საგარეო პოლიტიკას" საერთოდ არ შეეხებოდა. საბჭოთა იდეოლოგებმა ისიც იცოდნენ, რომ სტეინბეკი მოგზაურობას ყოველთვის განიხილავდა როგორც "ცვლილებას საკუთარ თავში", რობერტ კაპას მსგავსად უაღრესად კეთილგანწყობილი იყო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მოგზაურობის დროს ხვდებოდა, ამიტომ დიდი ამერიკელი მწერლის ეს კეთილგანწყობა მხოლოდ სარგებელს თუ მოუტანდა საბჭოთა კავშირს. მოსკოვში, სტალინგრადში, უკრაინასა და საქართველოში მოგზაურობისას სტეინბეკსა და კაპას "ზედამხედველი" გამოუძებნეს - ივან ხმარსკი. როგორც სტეინბეკისა და კაპას შემოქმედების ქართველი მკვლევარი, ქეთევან ტომარაძე აღნიშნავს:
[ქეთევან ტომარაძის ხმა] "სტეინბეკი და კაპა ხშირად განაწყენებულნი იყვნენ ხმაცკიზე, არ ესმოდათ, რომ ის იყო ჩინოვნიკი, რომელიც მითითებას ასრულებდა".
მაგრამ ისეთი თავისუფალი ადამიანისთვის, როგორიც სტეინბეკი იყო, "პირობის" შესრულება ძალიან ძნელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "რუსულ დღიურში" ამერიკელი მწერალი თითქმის არაფერს წერს პოლიტიკაზე და არ ახსენებს სტალინურ რეპრესიებს, ამერიკელი მწერალი მაინც ქმნის რეალისტურ სურათს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოეთისა, მათ შორის საბჭოთა საქართველოს რეალისტურ სურათს. იგი ბედავს და საბჭოთა მწერლებს ეკამათება. ქეთევან ტომარაძის თქმით:
[ქეთევან ტომარაძის ხმა] "სტეინბეკი საბჭოთა მწერლებთან კამათის დროს აღნიშნავს, რომ, რასაკვირველია, მწერალი "სულის ინჟინერი" ვერ იქნება, ვერც ერთი ინჟინერი მწერალი ვერ იქნება, მაგრამ მწერალი არის საზოგადოების დარაჯი. იგი აფრთხილებს საზოგადოებას, იგი აღწერს იმ პროცესებს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარეობს - მას არ ეპარება არაფერი... და ზოგჯერ დასცინის კიდეც - სტეინბეკისთვის მთავარია აღწეროს ცხოვრება და ზოგჯერ გამოხატოს ის დეფორმაცია, რაც იგრძნობა საზოგადოებაში".
თუმცა მხოლოდ ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ სტეინბეკის "რუსული დღიურის" დაბეჭდვა საბჭოთა კავშირში მხოლოდ იმპერიის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე, 1990 წელს მოხერხდა. საეჭვოა, მოსკოვში მოწონებოდათ "რუსული დღიურების" ის თავი, რომელიც საქართველოს ეძღვნება, მოსწონებოდათ ამერიკელი მწერლის დამოკიდებულება საქართველოსადმი:
[ჯონ სტეინბეკი]: "ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით - რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში - გამუდმებით გვესმოდა მაგიურ სიტყვა "საქართველო"... კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, ისინი მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს - თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო".
სტეინბეკი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ ათი დღე დაჰყო, იმასაც ხსნის, თუ რატომ აღიქვამენ რუსები "სამოთხედ" კავკასიის ამ ქვეყანას:
[ჯონ სტეინბეკი]: "ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ... ქართველი მამაკაცები დიდი წარმატების სარგებლობენ რუს ქალებში... თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს".
მაგრამ სტეინბეკი ქართველი ხალხის მხოლოდ გარეგნული დახასიათებით არ კმაყოფილდება. თბილისში, გორსა და ბათუმში გატარებული რამდენიმე დღე მისთვის სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ქართველი ხალხის საერთო ნიშან-თვისებები გამოყოს.
[ჯონ სტეინბეკი]: "თბილისში უამრავი ეკლესიაა. თბილისი იყო და არის ქალაქი, სადაც რჯულშემწყნარებლობა იგრძნობა: აქ წააწყდებით ძველ სინაგოგებს და მუსლიმანურ მეჩეთს. ეს შენობები აქ არასდროს დაუნგრევიათ".
ქართველებს არასდროს დაუნგრევიათ ტაძრები. თუმცა, ჯონ სტეინბეკის დღიურში იგრძნობა ლიბერალი მწერლის შეშფოთება წარმართულ-კომუნისტური რიტუალების მომძლავრების გამო. "რუსული დღიურის" საქართველოსადმი მიძღვნილ თავში იგი დაწვრილებით აღწერს თავის ვიზიტს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში:
[ჯონ სტეინბეკი]: "კაცობრიობის ისტორიაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ასე ეთაყვანებოდნენ სიცოცხლეში... ის, რასაც ამბობს სტალინი, ხალხისთვის ჭეშმარიტებაა, თუნდაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგებოდეს... თუ სტალინს სიცოცხლეშივე ხელთ უპყრია ამგვარი ძალაუფლება, რად იქცევა იგი სიკვდილის შემდეგ?"
სტეინბეკი გაკვირვებულია, რომ ფეხბურთი საქართველოში ინგლისელებზე უფრო უყვართ, "ბორჯომზე" წერს, ასეთი წყალი ჩემს ცხოვრებაში არ დამილევიაო, თბილისის შესახებ აღნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი საბჭოთა კავშირში ყველაზე სუფთაა, ყველაზე მოვლილი… ჩვენს კითხვაზე, როგორი იქნებოდა სტეინბეკისა და კაპას რეაქცია დღევანდელი საქართველო რომ ენახათ, რობერტ კაპას ბიოგრაფი, რიჩარდ ველანი ასე პასუხობს:
[რიჩარდ ველანის ხმა]: "რობერტ კაპა და ჯონ სტეინბეკი დღეს რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ჩემი აზრით, ისინი ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ ენახათ საბჭოთა ცხოვრებისგან განთავისუფლებული თბილისი. რასაკვირველია, საქართველოში, ისევე როგორც მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ბევრი სირთულე არსებობს, მაგრამ ეს გარდამავალი პერიოდია და თბილისი იმის მაგალითია, რომ თქვენს ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა. რაც მე თბილისში ვნახე და ძალიან მომეწონა, ისაა, რომ თბილისი სწრაფად ვითარდება და ყველგან, სადაც გაიხედავ, სიცოცხლე დუღს... ჩემი აზრით, დღევანდელი თბილისი კაპასთვის და სტეინბეკისთვის უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, ვიდრე საბჭოთა ხანაში, ვინაიდან მათ სწორედ ასეთი სწრაფი და სიცოცხლით სავსე ცხოვრება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე სუფთა, მაგრამ თავისუფლებას მოკლებული საბჭოთა ქალაქები".
1967 წელს ჯონ სტეინბეკი კიდევ ერთხელ ჩამოვა საქართველოში. მოგზაურობის შთაბეჭდილებებს იგი აღარ გამოაქვეყნებს. თუმცა მეგობრებს ეტყვის, რომ თბილისი არ შეცვლილა. ისეთივე სუფთაა და სიცოცხლით სავსე.