შეერთებულ შტატებში სტუმრობას რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, თავის ამერიკელ კოლეგასთან არაოფიციალური მოლაპარაკებებით ამთავრებს.
კემპ-დევიდის ორდღიანი შეხვედრისადმი ინტერესი საქართველოშიც დიდია - მით უმეტეს, რომ იქ ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ ბევრს იმედი ჩაუსახა, რომ ვლადიმირ პუტინი და ჯორჯ ბუში აფხაზეთის პრობლემასაც განიხილავენ. მართლაც ასე იქნება თუ არა, მალე შევიტყობთ. მანამდე კი იმ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთაც მოლაპარაკების დღის წესრიგში მთავარი ადგილი უკავია.
ძირითადი თემები გახლავთ ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და ერაყისა და ირანის მიმართ პოზიციებში არსებულ უთანხმოებათა დაძლევა.
ექსპერტთა დაკვირვებით, ბოლო ხანს აშკარად შეინიშნება მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციათა დაახლოების ტენდენცია ყველა ჩამოთვლილ საკითხში. ახლა შეერთებული შტატები ცდილობს, რუსეთის მხარდაჭერა მოიპოვოს გაეროს რეზოლუციის იმ პროექტის მიღების საქმეში, რომელიც ვაშინგტონმა შეიმუშავა. ამ დოკუმენტის მოწონების შემთხვევაში ერაყში მოქმედების სანქცია მიეცემა გაეროს ეგიდით მოქმედ მრავალეროვან სამშვიდობო ძალას, ხოლო ქვეყნის აღდგენის ფინანსურ ტვირთს საერთაშორისო თანამეგობრობა გაინაწილებს.
ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, დაუჭერს თუ არა მხარს მოსკოვი ვაშინგტონის პროექტს. სპეციალისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ რეზოლუციის მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსეთი შეეცდება, მაქსიმალური შეღავათები მოიპოვოს თავისი ფირმებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ნავთობკომპანიებისთვის, რომლებსაც ერაყის ომამდელ ხელისუფლებასთან მსხვილი კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული.
უთანხმოების მეორე პოტენციური წყაროა ირანი. ამ საკითხმა დამატებითი სიმწვავე შეიძინა ხუთშაბათს, როცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ამ უწყების ექსპერტებმა ირანში გამდიდრებული ურანის კიდევ ერთ კვალს მიაგნეს. ხუთშაბათსვე, ჯორჯ ბუშმა ჟურნალისტებს უთხრა, პუტინთან შეხვედრისას ირანის საკითხს აუცილებლად წამოვჭრიო. ბუშის თქმით, თუ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამას ახორციელებს, იგი საყოველთაო დაგმობის ღირსია.
ცნობილია, რომ მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობს თეირანთან ბუშერის ატომური რეაქტორის მშენებლობის საქმეში. მაგრამ ბოლო ხანს ირანის მისამართით კრემლიდან სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდება, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო ექსპერტებთან და ხელი მოაწეროს დამატებით ოქმს თავის ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექციების შესახებ. ასე რომ, მოსკოვის პოზიცია, როგორც ბევრი ფიქრობს, ამ საკითხშიც უახლოვდება ვაშინგტონისას.
აი, რას ამბობს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელი კიმბერლი მარტენი:
[კიმბერლი მარტენის ხმა] "როგორც იცით, ბოლო ვადად ირანს 31 ოქტომბერი დაუნიშნეს. და თუ იმ დროისთვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკმაყოფილო იქნა, გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის მიმართ, შესაძლოა, სანქციები შემოიღოს. მაშინ რუსეთმა მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს: ან მხარი დაუჭიროს სანქციებს, ან მათი მიღების წინააღმდეგ გაილაშქროს. ხოლო მოვლენათა ამჟამინდელი განვითარება საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ თუ სააგენტოს ანგარიშში ირანის ზრახვები მკაცრად იქნა დაგმობილი, ირანის მიმართ სანქციების შემოღების გადაწყვეტილებას რუსეთი ვეტოს არ დაადებს."
საერთოდ, რუსეთის პრეზიდენტი პრაგმატიკოს პოლიტიკოსად არის ცნობილი. მას კარგად აქვს შეგნებული მნიშვნელობა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც უპასუხებს არა მარტო მოსკოვის საგარეოპოლიტიკურ მისწრაფებებს, არამედ მის ეკონომიკურ ინტერესებსაც.
[ანდრეი პიონტკოვსკის ხმა] "თუ უფრო ფართო სტრატეგიულ პერსპექტივას განვიხილავთ, დავინახავთ, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტერესი ობიექტურად არსებობს. რადგან 21-ე საუკუნის კონფლიქტების უმრავლესობა, ასე თუ ისე, სამხრეთი საზღვრების გასწვრივ გათამაშდება. ეს არის ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია... და, მოდით, ნურც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას დავივიწყებთ. ვგულისხმობ ჩინეთის მზარდ ძლიერებას, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, უდავოდ აახლოებს ერთმანეთთან რუსეთსა და შეერთებულ შტატებს. პუტინს კარგად ესმის ამ საერთო სტრატეგიული ინტერესების არსებობა და, საბოლოოდ, ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხში არსებულ უთანხმოებებთან შედარებით, უპირატესობა სწორედ ამ გარემოებას მიენიჭება."
მოსკოველი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის ამ სიტყვებით დავასრულოთ საუბარი კემპ-დევიდის სამიტის გარშემო.