მიმდინარე კვირის დამდეგს აშშ-ის ეუთოს კომისიაში გაიმართა მოსმენა, რომელზეც ვაშინგტონის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ორმა თანამშრომელმა
კრიტიკულად შეაფასა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც.
ვიდრე მოსმენაზე გამოთქმულ მოსაზრებებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებელია, განვმარტოთ, რა არის აშშ-ის ეუთოს კომისია. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ფედერალური უწყება, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვასა და განმტკიცებას.
სამშაბათს ამ კომისიაში გამართული მოსმენის თემა გახლდათ ვაშინგტონის პოლიტიკა ეუთოს წევრი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებშიც დემოკრატიის განვითარების დონე შეშფოთებას იწვევს.
კომისიის წინაშე წარდგნენ ელიზაბეთ ჯონსი და ლორნ კრეინერი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწეები, რომლებმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციები მიმოიხილეს. აქვე უნდა ითქვას, რომ უარყოფითი შეფასებები გაცილებით სჭარბობდა დადებითს.
ლორნ კრეინერმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ბალკანეთისა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, რომელთა უმრავლესობა ევროპის კავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად ემზადება, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში უკან გადადგმული ნაბიჯი წინ გადადაგმულზე გაცილებით მეტი იყო.
[ლორნ კრეინერის ხმა] "როცა იმ ქვეყნებს ვაკვირდებით, რომლებმაც ბოლო 10-15 წლის მანძილზე არნახულ წინსვლას მიაღწიეს, სხვა ქვეყნებში პროგრესის არარსებობა გაწბილების გრძნობას აღგვიძრავს. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხედავენ, რა წარმატებებს აღწევენ საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად შექმნილი სხვა ქვეყნები; ისინი, ვინც ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება, ვინც დემოკრატიის სიკეთეს იმკის."
ლორნ კრეინერმა დაწვრილებით ისაუბრა შუა აზიის რეგიონზე, რომლის მიმართაც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ვაშინგტონი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს და ეს ინტერესი დიდძალ ფინანსურ დახმარებაშიც გამოიხატება.
[ლორნ კრეინერის ხმა] "გამუდმებით ვუმეორებდი შუააზიელებს, რომ დრო მათს მხარეზე არ არის, რომ მათ უნდა უჩვენონ შეერთებული შტატებს, უნდა უჩვენონ კონგრესს, რომ სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი რეფორმების გატარება. თუ, ცხადია, სურთ, გააღრმავონ ჩვენთან ურთიერთობა და კვლავაც მიიღონ ჩვენი დახმარება."
თავის გამოსვლაში ლორნ კრეინერს არც სამხრეთი კავკასიის რეგიონი დაუტოვებია უყურადღებოდ. კერძოდ, მან კრიტიკულად შეაფასა სომხეთში მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და რეგიონის იმ ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოს), სადაც უახლოეს მომავალში არჩევნები უნდა გაიმართოს, მოუწოდა, სომხეთის შეცდომა არ გაიმეორონ.
ცალკე საუბრის თემა იყო ჩეჩნეთი. კრეინერმა აღნიშნა, რომ ამ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უაღრესად რთული იქნება დემოკრატიული არჩევნების მოწყობა, თუმცა დასძინა, რომ კანონიერად ჩატარებულმა კენჭისყრამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას.
ამ არგუმენტმა აშკარად ვერ დააკმაყოფილა კონგრესმენი ქრისტოფერ სმითი, რომელმაც მომხსენებლებს რამდენიმე მწვავე შეკითხვით მიმართა. მაგალითად, ის დაინტერესდა, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩეჩნეთის საკითხის წამოჭრას თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე თვეში კემპ დევიდში უნდა გაიმართოს.
ამ შეკითხვაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ელიზაბეთ ჯონსმა კონგრესმენს უპასუხა, რომ ჩეჩნეთი აუცილებლად იქნება იმ საკითხთა შორის, რომელზე საუბარსაც ბუში პუტინთან აპირებს. თუმცა, როგორც ჯონსმა იქვე დასძინა, ჯერჯერობით არავინ უწყის, მართლაც განიხილავენ თუ არა პრეზიდენტები ჩეჩნეთის პრობლემას.