ყოველი ახალი ცნობა ერაყში ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ შეერთებულ შტატებში აძლიერებს წინააღმდეგობას ვაშინგტონის პოლიტიკისადმი,
რომელიც ამერიკელთათვის ესოდენ შორეულსა და უცხო ქვეყანაში "წესრიგის დამყარებას" ითვალისწინებს. რიგით მოქალაქეთა ეს მზარდი უკმაყოფილება არ შეიძლება, არ აშფოთებდეს თეთრი სახლის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. ამ უკმაყოფილების გაქარწყლება სცადა კვირას ჯორჯ ბუშმა, რომელმაც თანამემამულეებს ტელევიზიით მიმართა. ქვემოთ ამ 15-წუთიანი ტელემიმართვის ზოგიერთ ასპექტზე შევჩერდებით.
ერაყში მიმდინარე კამპანიას ჯორჯ ბუშმა ტერორიზმთან წარმოებული ომის "ცენტრალური ფრონტი" უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკა ერაყსა და ავღანეთს არ დატოვებს, სანამ ამ ქვეყნებს სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე არ დააყენებს.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყში, ავღანეთში თუ სხვაგან, დემოკრატიისა და შემწყნარებლობის ტრიუმფი საერთაშორისო ტერორიზმისთვის მტკივნეული დარტყმა იქნებოდა."
ჯორჯ ბუში აპირებს, კონგრესს, ერაყისთვის საგანგებო დახმარების სახით, 87 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვოს. ამ თანხის მცირე ნაწილი, პრეზიდენტის თქმით, ავღანეთსაც მოხმარდება. ბუშმა განმარტა, რომ ეს თანხა საჭიროა იმისთვის, რათა ამ ორ ქვეყანაში სტაბილური ვითარება დამყარდეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აშშ-ის უსაფრთხოების განმტკიცებასაც. გარდა ამისა, ეს ფული მოხმარდება ომის შედეგად მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენას, სკოლების, გზებისა თუ საავადმყოფოების მშენებლობას.
ბუშს არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს ვაშინგტონი ერაყიდან თავისი ჯარის გაყვანას (ამერიკელი სამხედროების რიცხვი, პრეზიდენტისვე თქმით, ამჟამად 130 ათასს აღწევს), მაგრამ მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს და, მისი მიღების შემთხვევაში, მწვანე შუქი აუნთოს ერაყში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალის განთავსებას აშშ-ის მეთაურობით.
ბუშის ტელემიმართვა ერაყის საკითხისადმი მიძღვნილი პირველი გამოსვლა იყო 1 მაისის შემდეგ, როცა მან სამხედრო კამპანია დამთავრებულად გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული ერაყში 147 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მათგან ბევრი - როგორც ბუშმა აღნიშნა - სადამ ჰუსეინის მომხრეთა თავდასხმებს შეეწირა.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ამ თავდასხმების მიღმა ბრმა შურისძიებაზე მეტი იმალება. ტერორისტებს სტრატეგიული მიზანი ამოძრავებთ: მათ სურთ, ერაყი მანამ დაგვატოვებინონ, სანამ გასაკეთებელ საქმეს დავამთავრებდეთ. მათ სურთ, ცივილიზებული სამყაროს ნება შეარყიონ."
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: რაც უფრო იზრდება ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი, მით უფრო მცირდება ჯორჯ ბუშის პოპულარობა. ტელეკომპანია სი-ენ-ენისა და ჟურნალ "ტაიმის" ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, ბუშის პოლიტიკის მხარდამჭერთა რიცხვი აშშ-ში 52 პროცენტამდე დაეცა. არადა, სულ რამდენიმე თვის წინათ ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს აღწევდა.
და მაინც, თავის ტელემიმართვაში პრეზიდენტმა სცადა, თანამემამულეები დაერწმუნებინა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა გადამჭრელი, უმკაცრესი ზომების გატარებაა და არა დაყვავება ან პატიება.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ დავინახეთ, რომ ტერორისტული თავდასხმები ძალის გამოყენებას კი არ მოჰყვება, არამედ მათი განხორციელებისკენ ტერორისტებს ოპონენტის სისუსტის შეგრძნება უბიძგებს. და თავდასხმების თავიდან აცილების საუკეთესო გზა მტრის იქ განადგურებაა, სადაც ის ცხოვრობს და გეგმებს აწყობს. დღეს ჩვენ მტერს ვებრძვით ერაყსა და ავღანეთში, რათა იგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში აღარ ვიხილოთ."
თავისი ამ მოსაზრებისთვის ზურგის გასამაგრებლად ჯორჯ ბუშმა გაიხსენა 80-იანი წლების ლიბანი და 90-იანი წლების სომალი, როცა ამერიკამ - პრეზიდენტის თქმით - სისუსტე გამოიჩინა და სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტით ტერორისტები კიდევ უფრო წაახალისა.