საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განსაკუთრებული მონაკვეთია. ამ დროს ოპოზიცია ცდილობს, მოიპოვოს ხელისუფლება; ხელისუფლება კი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა. საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი საზოგადოებისთვის უფრო მეტად დაძაბული და რთული აღმოჩნდა, ვიდრე პოლიტიკური ძალებისთვის. ეს პირდაპირ უკავშირდება მომავალ არჩევნებს.
რატომ აისახა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაზე ასე მტკივნეულად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირისპირება? რამდენიმე თვის წინაც კი ვერავინ იფიქრებდა, რომ მაინცდამაინც შემოდგომაზე საზოგადოებას ამდენი პრობლემა ერთბაშად შეექმნებოდა: ვერ მიიღებდა პენსიას, ხელფასს, ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს; ყველაფერთან ერთად, პური გაძვირდებოდა და უხარისხო გახდებოდა... ხელისუფლება საბოტაჟზე საუბრობს და ოპოზიციური პარტიებისკენ უთითებს. ოპოზიცია კი შექმნილ ვითარებას იმით ხსნის, რომ ხელისუფლებამ მთლიანად დაკარგა მართვის უნარი. ამ პირობებში პრესა ისევ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ალაპარაკდა.
ვის აძლევს ხელს დესტაბილიზაცია არჩევნების წინ? მსჯელობას თუ მივყვებით, ხელისუფლებას თავისი მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლია ან არჩევნების მოგებით, ან არჩევნების ჩაშლით. ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსასვლელად მხოლოდ არჩევნების მოგება სჭირდება.
ხელისუფლების ზოგიერთი მცდელობა მიუთითებს, რომ იგი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობს და არა ჩაშლაზე. პირველ რიგში, ეს ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გამართულ ბრძოლაში ოპოზიციაზე მოპოვებულ გამარჯვებას, თუნდაც ბეიკერის გეგმის ჩაშლის ხარჯზე. თუკი ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას არ აპირებს, აუხსნელი რჩება ბეიკერის გეგმის უგულებელყოფის მოტივი პრეზიდენტის მხრიდან. მეორე მხრივ, ის პროცესები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას პროტესტის აქტიური გამოხატვისკენ უბიძგებს, მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროა. ასე რომ, თუ ბოლოხანს განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართული ხასიათი აქვს, გამოდის, ხელისუფლება ხალხის აგრესიას თანმიმდევრულად ზრდის. ეს კი დესტაბილიზაციის გზაა.
თავის მხრივ, ოპოზიციის საქმიანობაც საარჩევნო მზადებაზე მიუთითებს. ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური და რეიტინგული ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი - მთელი ზაფხულის განმავლობაში ენერგიულ საარჩევნო კამპანიას ატარებს. ბურჯანაძის და ნათელაშვილის მხარდამჭერებსაც ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების მოგების სერიოზული შანსი აქვთ და ძნელი მოსაძებნია დესტაბილიზაციის მოტივი ახლა, როდესაც არჩევნების დღე ლამის კარზეა მომდგარი. მეორე მხრივ, ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად ხელისუფლებასთან დაპირისპირება რჩება. ხალხის მხარდაჭერა ერთადერთი იარაღია, რასაც, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ოპოზიციური ლიდერები ამჟამინდელ ხელისუფლებას დაუპირისპირებენ. ესეც დესტაბილიზაციის გზაა. ოღონდ, ლოგიკის თანახმად, ხალხის ქუჩაში გამოყვანამდე, ოპოზიცია ჯერ მაინც არჩევნების კანონიერად მოგებას შეეცდება. მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ გააგრესიულებული საზოგადოება ოპოზიციამ ვეღარ მართოს და პროცესებმა დაუგეგმავი ხასიათი მიიღოს - ისევ და ისევ დესტაბილიზაციის კუთხით.
ასე რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც არჩევნებისთვის ემზადება. მეორე მხრივ, შესაძლოა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამუშავებდეს სათადარიგო სცენარს, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩაშლას ან მისი შედეგების არცნობას. მეორე სცენარის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის მოსახლეობა და მის წიაღში დაგროვილი აგრესიაა. ამ აგრესიას ხელისუფლება და ოპოზცია ერთად აღვივებს. შესაბამისად, პროტესტი ნაწილობრივ ხელისუფლებისკენ არის მიმართული, ნაწილობრივ კი - მთელი პოლიტიკური სპექტრისკენ. ამიტომ, ვინ როგორ უკავშირებს თავის სამომავლო გეგმებს დესტაბილიზიციას, ძნელი ამოსაცნობია.
მსჯელობა ერთია, ფაქტები კი - მეორე. რა შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, არჩევნების დღეს ან შემდეგ დღეებში - მსჯელობის სფეროა. ფაქტი კი ისაა, რომ საზოგადოებას დიდი ხანია ისეთ მძიმე პირობებში არ უცხოვრია, როგორშიც დღეს ცხოვრობს. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. თუ საბოტაჟზე საუბარი გულწრფელ ხასიათს ატარებს და ხელისუფლების პირველ პირებს სჯერათ, რომ ოპოზიციური პარტიები ხელოვნურად უქმნიან დაბრკოლებებს მოსახლეობას, მაშინ ძალოვანი უწყებები და სპეცსამსახურები დღედაღამ საბოტაჟის მომწყობთა გამოვლენაზე უნდა მუშაობდნენ და ეს თემა სატელევიზიო საუბრებით არ უნდა იწურებოდეს; რადგან ყველაფერი, რაც საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებს ეხება, ხელისუფლების პასუხიმგებლობაა.
შესაბამისად, ხელისუფლებას მართლაც ან აღარ უნდა, ან აღარ შეუძლია სახელმწიფოს მართვა. ამ ორი შესაძლებლობიდან პირველი დესტაბილიზაციას გულისხმობს, მეორე კი - არჩევნების წაგებას. სხვაგვარი მსჯელობა, ლოგიკას, ალბათ, ძნელად ექვემდებარება.