2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პრეტენზიას დაახლოებით 50 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება აცხადებს. მათი წინასაარჩევნო პროგრამების დიდი უმეტესობა წვეთი
წყალივით ჰგავს ერთმანეთს - პარტიები ამომრჩეველს უმტკიცებენ, რომ სწორედ მათ იციან, როგორ გადაჭრან ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. პრობლემათა სიჭრელეში კი არც თუ უკანასკნელ ადგილზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დგას - თუმცა ჯერჯერობით რჩება ეჭვი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გზებსა და ხერხებზე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად არ დაწყებულა, თუმცა წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლებით უკვე გაჯერებულია სატელევიზიო ეთერი, რომელიც ჯერჯერობით ზერელედაც კი არ შეახსენებს ამომრჩეველს აფხაზეთს, - სხვა სიტყვებით ისეც შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიები აფხაზეთის თემით ჯერ არ სპეკულირებენ. თუმცა, დამოუკიდებლად, რასაკვირველია, ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ აფხაზეთისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა მათი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი ორიენტირია. საქმე, რა თქმა უნდა, როგორც აქამდეც ყოფილა, შეიძლება ორიენტირების გარკვევაზე შორს არც კი წავიდეს, მაგრამ პარტიათა უმრავლესობა იმედოვნებს, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებაში მომავალი 4-5 წელი გარდამტეხი იქნება. რამდენად რადიკალურია მიდგომები და რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება ამ დროისათვის?
როგორც "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი სახე - ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, აფხაზეთის თემა ზოგად დეკლარაციებს უნდა გასცდეს და ოპტიმალურ პროცესებში აისახოს.
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "აქ არის ლაპარაკი ერთიან კონტექსტში ეკონომიკური რეფორმების გატარება, ეკონომიკური მიმზიდველობის თემის გაჩენა იგივე აფხაზებისთვის დანარჩენი საქართველოს მიმართ, საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისათვის და, რა თქნმა უნდა, მთელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ისე წარმოება, რომ ეს ყველაფერი ფოკუსირებული იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში."
"ახალი მემარჯვენეების" ეგრეთ წოდებული კომპლექსური მიდგომები გამორიცხავს ტრაფარეტულ შეკითხვას, ომით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, თუ მშვიდობიანად. ასე არ ფიქრობენ ლეიბორისტები და, შესაბამისად, აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ტრადიციულ სქემას გვთავაზობენ.
[გელა დანელიას ხმა] "ჩვენი პორგრამით, პორგრამა ითვალისწინებს პორბლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახალხო დიპლომატიის გამოყენებას, უფრო სწორად, ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ არ გამოვრიცხავთ ასევე ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას."
როგორც ლეიბორისტული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გელა დანელია ამბობს, თუ რუსეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იგნორირებას, მაშინ ლეიბორისტები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვის მოთხოვნით გამოვლენ.
აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისთვის რუსეთის განეიტრალების მომხრეა "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირიც". როგორც ჩვენთან საუბარში ტრადიციონალისტმა ალეკო შალამბერიძემ აღნიშნა, ქართულ-აფხაზური ურთიერთმოლაპარაკებების გზით რეალური შედეგების მიღწევა შესაძლებელია. როგორ უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში რუსეთის ეგრეთ წოდებული მედიატორული ფუნქციის შეკვეცა?
[ალეკო შალამბერიძის ხმა] "აღიარების გზით კი არ უნდა ვიაროთ, რომ რუსეთი არის რაღაც ოკუპანტი და ის არის მონაწილე ამ პორცესში რუსეთ-საქართველოს ომისა, არამედ უნდა იყოს ნათელი საუბარი - ამ პრობლემის მოგვარებაში ის არ არის ნეიტრალური და უნდა მოხდეს მისი განეიტრალება. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, ჩამოსულები იყვნენ, რუსეთის დუმის დიდი დელეგაცია იყო. საუბარი შეიძლება მათთან."
ტრადიციონალისტთა გეგმის ამ პრინციპებთან სოლიდარულია ბლოკი "ბურჯანაძე -დემოკრატები". რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", იგი აფხაზური საკითხის პროგრამის პრეზენტაციას უახლოეს ხანში გეგმავს.