ისრაელის შვეულმფრენმა ქალაქ ღაზის გარეუბანში

ისრაელის შვეულმფრენმა ქალაქ ღაზის გარეუბანში სარაკეტო ცეცხლი დაუშინა მსუბუქ ავტომანქანას.
ისრაელის შვეულმფრენმა ქალაქ ღაზის გარეუბანში სარაკეტო ცეცხლი დაუშინა მსუბუქ ავტომანქანას.
იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაიჭრა ოცამდე პალესტინელი. მიღებული ცნობების თანახმად, დაღუპული პალესტინელი "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების შეიარაღებული ფრთის მაღალი რანგის აქტივისტი იყო. ბოლო ორი კვირის მანძილზე ეს ამ სახის მეექვსე ოპერაციაა ღაზის სექტორში. შაბათს ისრაელის შვეულმფრენებიდან გახსნილი ცეცხლით "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების ორი აქტივისტი მოკლეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პალესტინელ ექსტრემისტებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა - მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა" პასუხისმგებლობა იკისრეს აგვისტოში, იერუსალიმში განხორციელებული ტერაქტისთვის, რომელმაც 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს არიელ შარონი ხვდება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორს ხავიერ სოლანას.