2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები წინამორბედი არჩევნებისგან კონკურენციის შინაარსით განსხვავდება. მოქალაქემ, პირველ რიგში, არჩევანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გააკეთოს - როგორც ყოვლთვის.
მაგრამ თუ ოპოზიციას აირჩევს, ამ შემთხვევაში შეუძლია თავისი საარჩევნო ხმა 5-6 დაახლოებით თანაბარ პარტიას შორის ერთ-ერთს გადასცეს. ეს ვითარება ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, თავისი რჩეული თავისსავე პოლიტიკურ გემოვნებას ზედმიწევნით მიუსადაგოს. თუმცა თანაბარი ძალის პარტიების და ლიდერების სიმრავლე ძნელად თუ მიესადაგება ამჟამინდელ კონსტიტუციურ წესრიგს.
1995 წელს მიღებული კონსტიტუცია დღემდე ქართული სახელმწიფოს ფორმალურ საფუძვლად რჩება. პოლიტიკური ჯგუფების პერმანენტული მოთხოვნა, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტის მხარდაჭერას ვერა და ვერ ეღირსა. ედუარდ შევარდნაძემ მხოლოდ ერთხელ განაცხადა, რომ არსებულმა სისტემამ საკუთარი რესურსი ამოწურა. თუმცა ამ განცხადებას სისტემის ცვლილება არ მოჰყოლია.
პოლიტიკური ძალები მოითხოვენ მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას; მოითხოვენ, რომ კაბინეტი არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ ან პარტიებმა დააკომპლექტონ. ამჟამინდელ მოდელსა და პოლიტიკური ძალებისთვის სასურველ მოდელს შორის არსებითი განსხვავებაა არა მხოლოდ კონსტიტუციური წესრიგის, არამედ - წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც. დღევანდელი კონსტიტუცია სახელმწიფოს მართვაში განსაკუთრებულ უფლებებს პრეზიდენტს ანიჭებს. მთავრობის თითოეულ წევრს პრეზიდენტი თავისი შეხედულების მიხედვით ირჩევს და წარუდგენს პარლამენტს. შესაძლებელია, მთელი მთავრობა ისე დაკომპლექტდეს, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტიიდან მასში ერთი ადამიანიც კი ვერ მოხვდეს. უკვე დანიშნული მინისტრებიც პასუხისმგებელნი პირადად პრეზიდენტის წინაშე არიან. პარლამენტის ან საზოგადოების მხრიდან კონტროლი მათზე არ ვრცელდება. ცხადია, კონსტიტუციაში ჩადებულია მექანიზმი, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას მეტ-ნაკლებად ზღუდავს. ეს მექანიზმი საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელიც მთავრობას ამტკიცებს. პარლამენტის დასტურის გარეშე პრეზიდენტს მინისტრის დანიშვნა არ შეუძლია.
ვინც ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას თუნდაც ზერელედ ადევნებს თვალყურს, ხედავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს თავისთვის სასურველ მთავრობას ყოველთვის ამტკიცებინებს. 1995 წლიდან 2000 წლის ზაფხულამდე მთავრობის დამტკიცების პრობლემა საერთოდ არ არსებობდა, რადგან შევარდნაძეს პარლამენტში მყარი უმრავლესობა ჰყავდა. 2001 წლის შემოდგომისთვის, როდესაც მთავრობა გადადგა და ხელახლა დამტკიცდა, პარლამენტი იმდენად დანაწევრდა და აჭრელდა, რომ პოლტიკურმა ძალებმა პრეზიდენტს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ასეა თუ ისე, ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ახერხებს, პოლიტიკური ვითარების მაქსიმალური გათვალისწინებით, მაგრამ პოლიტიკური ძალების მინიმალური ჩარევით მართოს სახელმწიფო. არსებობს რვაწლიანი გამოცდილება, როგორ შიძლება, მთელმა ძალაუფლებამ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის, ხელში მოიყაროს თავი. ეს ვითარება, რომელიც კონსტიტუციას ფორმალურად არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მის სულისკვეთებას უგულებელყოფს, ნიკოლოზ რურუას წიგნში "თავისუფლების კანონი" შეფასებულია, როგორც ფარისევლური დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ.
ტრადიციად ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება 2005 წლის გაზაფხულზე, როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტი შეიცვლება. ქართულ პოლიტიკას აღარ ჰყავს ფიგურა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აღმატებული იქნება ყველა დანარჩენზე. ახალგაზრდა თაობის ლიდერები, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, მეტ-ნაკლებად ავსებენ და აბალანსებენ ერთმანეთს. საზოგადოებაც მათ მხარს მეტ-ნაკლებად თანაბრად უჭერს. ამიტომ ის ლიდერი, რომელსაც 2005 წელს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს, ნამდვილად ვერ შეძლებს პოლიტიკური სპექტრის იგნორირებას და მთელი ძალაუფლების თავმოყრას საკუთარი ხელში. ასეთ მცდელობას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება და პროცესი დრამატულად განვითარდება. ედუარდ შევარდნაძის გამოცდილება და ავტორიტეტიც კი აღარ არის საკმარისი სტაბილურობის შესანარჩუნებლად ძალთა არსებულ განლაგებაში. მით უმეტეს, წარმოუდგენელია, რომ ეს რომელიმე სხვა ლიდერმა შეძლოს მომავალში.
ვითარების სირთულეს ახალი თაობის პოლიტიკოსები აცნობიერებენ და აღიარებენ კიდეც. ამიტომ თითოეული მათგანი კონსტიტუციის არსებითად განახლების მომხრეა. ის, რაც არ სურს ედუარდ შევარდნაძეს - ძალაუფლების გადანაწილება - სრულიად სავალდებულო ხასიათს შეიძენს შევარდნაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. პრეზიდენტი თავადაც მიიჩნევს, რომ მომავალმა პარლამენტმა სერიოზულად უნდა გადახედოს კონსტიტუციას. იმისათვის, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი სტაბილურად განვითარდეს, - რაც ყოველგვარი განვითარების საფუძველია, - ახალგაზრდა თაობის ლიდერებს ძალაუფლების და პასუხისმგებლობის გადანაწილება მოუწევთ, რის საშუალებასაც ამჟამინდელი კონსტიტუცია არ იძლევა. კონსტიტუციის შეცვლის გარეშე, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკიდან წასვლამ, შესაძლოა, დამანგრეველ პროცესებს დაუდოს სათავე.