დედამიწის მოსახლეობა განუზომლად იზრდება. ჩვენი პლანეტის ბინადარნი სულ უფრო მობილური ხდებიან, მაგრამ, ამასთანავე, იზრდება მათი საშუალო ასაკი. და, რაც მთავარია,
როგორც ერთმა დემოგრაფმა მწარედ იხუმრა, დედამიწა სულ უფრო მეტად ემსგავსება კონსერვის კოლოფს, რომელშიც ადამიანები თევზებივით არიან ჩაჭედილი. გაეროს მოსახლეობის განყოფილების თანახმად, მეტად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ურბანიზაციის პროცესი, ანუ სოფლის მოსახლეობის კლების ხარჯზე იზრდება ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი დონ ჰილი ამ საკითხებზე ესაუბრა გაეროს მოსახლეობის განყოფილების ხელმძღვანელს ჯოზეფ ჩეიმის, რომლის პასუხების საფუძველზეც ეს მასალა მოვამზადეთ.
დემოგრაფების გამოანგარიშებით, 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის მანძილზე კაცობრიობა ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდება: ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვი პირველად გადააჭარბებს სოფლის ბინადართა რაოდენობას. გაეროს მოსახლეობის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, მოვლენათა ასეთი განვითარება მოულოდნელი არ არის და კაცობრიობა ამისკენ საუკუნეების მანძილზე მიდიოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ჯოზეფ ჩეიმი აღნიშნავს, ეს ცვლილება ჩვენი პლანეტის ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას მოახდენს. ათასწლეულების მანძილზე ადამიანი ნადირობიდან, შემგროვებლობიდან და მომთაბარე ცხოვრებიდან თანდათანობით გადადიოდა მიწათმოქმედებაზე, ერთ ადგილას სახლდებოდა და პატარ-პატარა თემებად გაერთიანებული, სხვადასხვა ხელობას ეუფლებოდა. დასახლებული პუნქტები თანდათან იზრდებოდა, იქმნებოდა მომცრო ქალაქები, მერე - უფრო მოზრდილები და ადამიანიც, შეიძლება ითქვას, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა: სოფლიდან ქალაქში გადაბარგდებოდა, პატარა ქალაქიდან - დიდში, მერე კიდევ უფრო დიდში და ა.შ.
ქალაქები განსაკუთრებით სწრაფად ვითარდებოდა იმ ადგილებში, სადაც ერთმანეთს ჰკვეთდა ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებათა მარშრუტები. ქალაქების განვითარებას ინდუსტრიალიზაცია მოჰყვა.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღევანდელ მსოფლიოში აღარ არსებობენ მომთაბარეები ან მონადირეები თუ შემგროვებლები. ცხადია, მოსახლეობა დღესაც იყოფა სოფლელებად და ქალაქელებად. მაგრამ ის მოვლენა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის განყოფილების ექსპერტები სულ რამდენიმე წელიწადში (სავარაუდოდ, 2007 წლისთვის) ელიან, ჯოზეფ ჩეიმის აზრით, კაცობრიობის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპად უნდა ჩაითვალოს.
ჩეიმი ამბობს, რომ დედამიწაზე მიმდინარე მართლაც რევოლუციური დემოგრაფიული ცვლილებების მნიშვნელობა განუზომლად დიდია. ურბანული პოპულაციის განუხრელი ზრდა, გაეროს ექსპერტის თქმით, ადამიანის ცხოვრების წესში მომხდარი "სეისმური" ცვლილებების მიზეზიც არის და შედეგიც.
დასავლეთი ევროპის განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა კლებულობს და თან, ასე ვთქვათ, "ბერდება". მაგრამ ეს ტენდენცია, როგორც გაეროს მოსახლეობის განყოფილების მონაცემები ცხადყოფს, კიდევ უფრო მძაფრად შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის ფედერაციაში. დედამიწის სხვა რეგიონებში კი მოსახლეობა ზრდას განაგრძობს. ჯოზეფ ჩეიმის მოუსმინეთ:
[ჯოზეფ ჩეიმის ხმა] "ერთი რამ სრულიად აშკარაა: მატება გრძელდება. მსოფლიოს მოსახლეობა ყოველწლიურად საშუალოდ 77 მილიონით იზრდება. არ მინდა, ვინმეს ეგონოს, თითქოს დედამიწის მოსახლეობას მატება შეეწყვიტოს. მატება კიდევ რამდენიმე ათწლეულს გასტანს, შესაძლოა, მთელი 21-ე საუკუნის მანძილზეც."
ჯოზეფ ჩეიმი დასძენს, რომ დედამიწის მოსახლეობის ზრდა თითქმის მთლიანად განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე ხდება. განვითარებულ ქვეყნებში კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საწინააღმდეგო ტენდენცია შეინიშნება. მაღალგანვითარებული მრეწველობის ქვეყნებიდან შეერთებული შტატები ერთადერთია, სადაც შობადობა ყოველ ქალზე ორ ბავშვს აღემატება, რაც აუცილებელი პირობაა მოსახლეობის უცვლელ დონეზე შენარჩუნებისთვის.
გაეროს მოსახლეობის განყოფილების დირექტორი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მატებასაც აქვს საზღვარი. ექსპერტთა ვარაუდით, ჩვენი პლანეტის მცხოვრებთა რიცხვის ყოველწლიური ზრდა უმაღლეს მწვერვალს 21-ე საუკუნის მიწურულისთვის მიაღწევს.
[ჯოზეფ ჩეიმის ხმა] "მაგრამ უფრო შორეულ პერსპექტივაში, ასე, 75-100 წელიწადში, ჩვენი ვარაუდითა და გამოთვლებით, მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელდება და სადღაც 2100 წლისთვის პლანეტის მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით ათი მილიარდი იქნება."
ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში, იმავე ჯოზეფ ჩეიმის დახმარებით, ვისაუბრებთ ცვლილებებზე, რომლებსაც დემოგრაფიული ძვრები ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში იწვევს.