ოპოზიციამ დემონსტრაცია მოაწყო დღეს ბაქოში მოთხოვნით,

რომ აზერბაიჯანში, პრეზიდენტის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართოს. აქციაში, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიულმა პარტიამ მოაწყო, სხვადასხვა მონაცემებით, ექსასიდან 1,500-დე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ასევე, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცენ მათი პარტიის ლიდერს რასულ გულიევს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადრე პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უთხრა უარი გულიევს. კომისიამ ასევე არ მიიღო ოპოზიციურ პარტიათა კიდევ სამი ლიდერის, აგრეთვე 6 დამოუკიდებელი კანდიდატის საბუთები. პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული კანდიდატი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 15 ოქტომბრისათვის დანიშნულ არჩევნებში გახდა აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, რომელიც თურქეთში იმყოფება სამკურნალოდ.