არა იმდენად პრესის ვერსიები, რამდენადაც სახელისუფლო ბლოკის ლიდერების განცხადებები მიანიშნებს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში
სახელმწიფო მინისტრი შეიძლება შეიცვალოს. ასეთ მკვეთრ ნაბიჯს საფუძველი აქვს, მაგრამ საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოეპოვება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო მინისტრი ერთ-ერთი რიგითი მინისტრია, რომელიც პრეზიდენტის დავალებებს ასრულებს. თუმცა, როგორც წესი, სახელმწიფო მინისტრს პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს აკისრებდნენ, შემდეგ კი, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ. ზუსტად იგივე სქემა შეიძლება ამოქმედდეს ავთანდილ ჯორბენაძის მიმართ.
სახელისუფლო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ზეზვა ღუღუნიშვილმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ვინც სოციალური ვალდებულებები იტვირთა და დაპირება არ შეასრულა, პოსტიდან უნდა წავიდეს. ცხადია, იგი სახელმწიფო მინისტრს გულისხმობდა. დედაქალაქის მერმა ვანო ზოდელავამ აგრეთვე საჯაროდ განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტს და საკუთარ თავს პრობლემებს უქმნის, ავთანდილ ჯორბენაძე უნდა გადადგეს.
ბუნებრივია, სახელისუფლო ბლოკი ადვილად შეელევა ამჟამინდელ სახელმწიფო მინისტრს, რადგან თავად პოსტი ძველი გუნდის გავლენის სფეროში რჩება, ხოლო პიროვნების ჩანაცვლება, ერთი შეხედვით, განტევების ვაცის პოვნის ტოლფასია.
პრეზიდენტის გარემოცვას ყოველთვის თავისი მიზნები აქვს, მაგრამ ასეთი ცვლილება ედუარდ შევარდნაძის ნების გარეშე ვერ განხორციელდება. რა სურს პრეზიდენტს? როგორ წარმოუდგენია მას საკუთარი როლი და ფუნქცია საპარლამენტო არჩევნებში და შემდგომ პერიოდში? რაკი ამ კითხვებზე პასუხი უცნობია, არც იმის თქმა შეიძლება, შეინარჩუნებს თუ ვერა ავთანდილ ჯორბენაძე თავის ამჟამინდელ მდგომარეობას. თუმცა გაცილებით საინტერესოა “პირუკუ” ლოგიკა.
ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მინისტრის სავარძელი მოირყა, პირდაპირ მიუთითებს სახელისუფლო ბლოკში არსებულ დაპირისპირებაზე. არჩევნებამდე დარჩენილ სამ თვეში ვერც ერთი ახალი სახელმწიფო მინისტრი რიგით მოქალაქეს შვებას ვერ მოუტანს. სამაგიეროდ, ასეთი ცვლილება უკიდურესად დასცემს სახელისუფლო ბლოკის ავტორიტეტს, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურებს პრეზიდენტის გარემოცვის სიხარბეს. მაშ, ვის უნდა აძლევდეს ხელს მკვეთრი ცვლილებები მთავრობაში არჩევნების წინ? ცხადია, ოპოზიციას და ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც ამ ცვლილებით საკუთარი პოზიციის გამყარებას ცდილობს.
საზოგადოებას ძალიან დიდხანს და დაჟინებით უმტკიცებდნენ, რომ ავთანდილ ჯორბენაძე კარგი სახელმწიფო მინისტრია, რომ იგი გაცილებით აქტიურია, ვიდრე მისი წინამორბედები, რომ მას შეუძლია წესრიგის დამყარება, შეუძლია კონსტრუქციული ურთიერთობა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებთან. პარლამენტში მის ირგვლივ უმრავლესობაც კი შემოიკრიბა. და ახლა, როდესაც “ჯორბენაძის მითმა” შედეგი უნდა მოიმკოს, მისივე თანაგუნდელები სახელმწიფო მინისტრს გადადგომას ურჩევენ. ბიუჯეტი არც ადრე სრულდებოდა, არც ახლა სრულდება და ვერც მომავალში შესრულდება, ვიდრე ქვეყანა კორუფციული პირამიდების მოდელით იმართება. ის ადამიანები კი, რომლებიც ჯორბენაძის სავარძლის დაუფლებას გეგმავენ, სწორედ ამ პირამიდის ბურჯები არიან. მათ შესახებ ახალი მითების შესაქმნელად არც საფუძველი არსებობს და დროც აღარ რჩება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში უმრავლესობას ფლობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალ სახელმწიფო მინისტრს მხოლოდ საკუთარი წიაღიდან დაამტკიცებს. ასე რომ, პრესის ვერსია, თითქოს, შესაძლებელია, ამ პოსტის ახალი კანდიდატი ლადო ჭანტურია აღმოჩნდეს, უსაფუძვლოდ გამოიყურება, პოლიტიკური ლოგიკის თვალსაზრისით. თუ პრეზიდენტს რეალურად სურდა ძალთა გადანაწილება და განახლება, ამ სურვილს გაცილებით ადრე განახორციელებდა. ახლა კი რეალური ცვლილებები შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ შიდა გადაადგილებები. ასეთი გადაადგილებები კი მეტად არახელსაყრელი იქნება ხელისუფლებისთვის, რადგან საჯაროდ დაადასტურებს ძალაუფლებისთვის დაუნდობელ ბრძოლას სახელისუფლო ბლოკის წიაღში. შესაბამისად, თუ არჩევნების წინ ავთანდილ ჯორბენაძე ბლოკის სხვა ლიდერით შეიცვლება, ეს ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც პრეზიდენტის მიერ თავისი ყოფილი გუნდის გაწირვა წარუმატებლობისთვის.