შეერთებული შტატები მარსის ზედაპირის შესწავლის მიზნით, ამ პლანეტაზე მალე ორი რობოტის გაგზავნას აპირებს. რობოტები რობოტებად, მაგრამ რა დაემართა "წითელ პლანეტაზე" ადამიანის გაშვების გეგმას - იდეას, რომელიც ამ ოციოდე წლის წინათ სავსებით რეალურად განიხილებოდა? რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ენდრიუ ტალიმ ამ შეკითხვით მიმართა კოსმოსის კვლევის რამდენიმე ექსპერტს.
რეჟისორ სტენლი კუბრიკის 1968 წელს გადაღებული კინოფილმის - "2001: კოსმოსური ოდისეა" - მოქმედება თამაშდება ახალი ათასწლეულის დამდეგს, როცა დედამიწის ბინადარნი სისტემატურად მოგზაურობენ მთვარეზე. ერთ ეპიზოდში ფილმის პერსონაჟი, მეცნიერი ჰეივუდ ფლოიდი, ერთ-ერთი კოსმოსური სადგურიდან ვიდეოტელეფონით ურეკავს დედამიწაზე დარჩენილ ცოლ-შვილს.
[აუდიონაწყვეტი კინოფილმიდან "2001: კოსმოსური ოდისეა"]
ამ დიალოგის არსი შემდეგი გახლავთ: პატარა გოგონა მამას ეკითხება, ხვალ ჩემს წვეულებაზე ხომ მოხვალო? შეწუხებული მშობელი შვილს ბოდიშს უხდის და უხსნის, ვერაფრით ვერ მოვალ, შვილო, გზაში ვარ, მაგრამ ლამაზ საჩუქარს აუცილებლად გამოგიგზავნიო. თავისი ფილმის მოქმედება კუბრიკმა 33 წლით წინ გადასწია და პერსონაჟები 2001 წელში, ანუ შეიძლება ითქვას, ჩვენს დროში"ჩაასახლა". მაგრამ კოსმოსის კვლევის სფეროში დღეს შექმნილი ვითარება სულაც არ ჰგავს ფანტასტიკური ჟანრის კლასიკად ქცეულ ამ ფილმში დახატულ სურათს. კოსმოსის კვლევის ის დარგი, რომელშიც ასტრონავტები თუ კოსმონავტები მონაწილეობენ, დღეს სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის. ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა შარშან, თებერვალში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, როცა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი "კოლამბია" დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას აფეთქდა და მასში მყოფი შვიდივე ასტრონავტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
არადა, სამი ათეული წლის წინათ, როცა ამერიკელებმა ზედიზედ რამდენიმე ეკიპაჟი მიავლინეს მთვარეზე, საქმეს სულ სხვაგვარი პირი უჩანდა. ფანტასტიკური ჟანრის მოყვარულებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სპეციალისტთა შორისაც კი ბევრს ეგონა, რომ შორს აღარ იყო დრო, როცა ადამიანი სხვა პლანეტებზეც შედგამდა ფეხს. მაშ, რამ გამოიწვია ამბიციური პროგრამების გაუქმება, ზედმიწევნით დამუშავებულ გეგმებზე უარის თქმა? პასუხი ერთია: ფულმა. უფრო სწორად, უფულობამ. თუმცა რჩება კითხვა - რა იწვევს უფულობას: გადასახადების ამერიკელ გადამხდელთა შორის გავრცელებული აზრი, რომ მათი დოლარები სხვა საქმეს უფრო წაადგება თუ ის, რომ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები მოკლებული არიან მომავლის ჭვრეტის იმგვარ უნარს, როგორითაც დაჯილდოებული იყვნენ იგივე სტენლი კუბრიკი ან მწერალი არტურ კლარკი, რომელიც სხვა პლანეტების ათვისებას კაცობრიობის ევოლუციის მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევდა? ტერეზა ჰიჩენსი უწინარესად პოლიტიკურ ლიდერებს ადანაშაულებს. მისი მოსაზრება უთუოდ ანგარიშგასაწევია, რადგან ქალბატონი ჰიჩენსი თავდაცვის ინფორმაციის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ - პოლიტიკის კვლევის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა, რომლის ვიწრო სპეციალიზაცია ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების საკითხებია.
რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ტერეზა ჰიჩენსი ამბობს, რომ ვაშინგტონს არ სურს დიდძალი კაპიტალის ჩადება კოსმოსურ კვლევაში, თუ დარწმუნებული არ იქნა, რომ დახარჯულ ფულს ადრე თუ გვიან უკანვე ამოიღებს. ამით ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ჰიჩენსის თქმით, ბიზნესისა და კაპიტალის სამყაროს ემსგავსება.
როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი ამბობს, ის ფული, რომელიც წესით კოსმოსური კვლევის ეროვნულ სააგენტოს, NASA-ს უნდა ხმარდებოდეს, სამხედრო სფეროში იხარჯება. არადა, იმავე ჰიჩენსის აზრით, კოსმოსური კვლევის უგულებელყოფა არაშორსმჭვრეტელობაა და სხვა არაფერი. როგორ გინდა, იცოდე, რა ხეირს მოგიტანს ესა თუ ის საქმე, თუ ამ საქმეს ხელი საერთოდ არ მოკიდეო, ზურგს უმაგრებს თავის მოსაზრებას ჰიჩენსი. იგი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ადამიანს მოუწევს, საკუთარი თავის გადასარჩენად რესურსები სხვა პლანეტებზე ეძებოს.
[ტერეზა ჰიჩენსის ხმა] "ამ მიმართულებით კვლევა-ძიება ნამდვილად ღირს, რადგან დედამიწის მოსახლეობის განუხრელ ზრდასთან ერთად იზრდება ზეწოლა გარემოზე, მცირდება რესურსები, იფიტება მარაგი. ამიტომ, კაცობრიობისთვის უმჯობესი იქნება, ამ პრობლემების გადაჭრაზე იფიქროს." თუმცა, იმავე ტერეზა ჰიჩენსის აზრით, საქმე მარტო ეს როდია. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, სწრაფვა შეუცნობლის შეცნობისკენ, ბუნების კანონების უკეთ გაგებისა და ჩვენი პლანეტის საიდუმლოებათა ამოხსნისკენ. თავდაცვის ინფორმაციის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მრავალჯერადი ხმარების კოსმოსური ხომალდის შექმნით მეცნიერებმა კოსმოსში გაფრენას თითქოს ხიბლი გამოაცალეს, დაუკარგეს ის განუმეორებლობა, რომელიც მას უწინ ახლდა. კოსმოსში ფრენა ლამის რუტინად იქცა, მას ყველა მიეჩვია და, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესიც განელდა.
ჰიჩენსის მოსაზრებათა უმრავლესობას იზიარებს ჩვენი მეორე რესპონდენტი - ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის კოსმოსური სტრატეგიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ ლოგსდონი. მისი თქმით, მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს ამერიკელ ხალხს, სტენლი კუბრიკისა თუ არტურ კლარკის დარად, სასურველად და შესაძლებლად მიაჩნდეს ადამიანის არსებობის საზღვრების გაფართოება დედამიწის ფარგლებს მიღმა. ლოგსდონი დასძენს, რომ სამოციან წლებში, პრეზიდენტ კენედის აქტიური მხარდაჭერით შემუშავებული კოსმოსური პროგრამა მარტოოდენ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.
ამასთანავე, ამერიკელი მეცნიერი აღიარებს, რომ ახალ გალაქტიკათა ძიება წარმოუდგენლად დიდ თანხებს მოითხოვს. თუ, ვთქვათ, მე-15 საუკუნეში ესპანეთის მეფე ფერდინანდი და დედოფალი იზაბელა ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის დაფინანსებას არ მოერიდნენ, ეს უთუოდ იმ გარემოებითაც უნდა აიხსნას, რომ ისინი ამ მოგზაურობისგან მატერიალურ ხეირსაც ელოდნენ: იქნებოდა ეს სუნელები თუ სხვა სიმდიდრე. არც მისიონერული ასპექტის დავიწყდება იქნებოდა სწორი: მორწმუნე კათოლიკეებს ხომ შორეულ ქვეყნებში ქრისტიანობის გავრცელება სურდათ.
დღეს, იმ მოვლენებიდან ხუთასი წლის შემდეგ, ასეთი ძლიერი მოტივები აღარ არსებობს:
[ლოგსდონის ხმა] "არსებობს კი სიმდიდრის ხელშეუხებელი წყაროები, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით? ამის დამადასტურებელი უტყუარი არგუმენტი აქამდე არავის მოუყვანია. გვჭირდება კი ჩვენი პლანეტის დატოვება იმისთვის, რათა გადავრჩეთ? შესაძლოა, მაგრამ არა უახლოეს მომავალში. არ არსებობს უტყუარი ნიშნები საიმისოდ, რომ ეს გაისად ან ორ წელიწადში მოხდეს. აღარც რელიგიას ვავრცელებთ. იქნებ, დემოკრატიულ კაპიტალიზმს ვავრცელებდეთ, მაგრამ სად? ერთი სიტყვით, აღარ არსებობს ძლიერი, დამაჯერებელი მოტივაცია, გარდა ადამიანის ცნობისმოყვარეობისა."
იმავე ჯონ ლოგსდონის თქმით, ადამიანის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ღირსეული ამოცანა იქნებოდა, ასე ძვირი რომ იყოს.