დღევანდელ საქართველოს მავანი დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, მავანი კი ქვეყანაში გამეფებულ ანარქიაზე საუბრობს. ორივე შეფასება შორს არის რეალობისგან,
რადგან საქართველო მოძრაობს გზაზე, რომელიც ძევს დემოკრატიასა და ანარქიას შორის.
მინდა გესაუბროთ დემოკრატიასა და ანარქიას შორის არსებულ მესამე გზაზე.
დემოკრატია სამ ბურჯზე დგას: თავისუფლება, თანასწორობა და წესრიგი. საქართველოში მხოლოდ თავისუფლება არსებობს, რომელიც, თანასწორობისა და წესრიგის გარეშე, ბევრს ანარქიას აგონებს. ადამიანები ხმამაღლა გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს, საუბრობენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, უსამართლობაზე, უწესრიგობაზე. მაგრამ ამით არც თანასწორობა მყარდება და არც წესრიგი. პირიქით, მთელი ჭუჭყი ზედაპირზე ამოდის და მისი მომცილებელი არავინაა. ამიტომაც ჩნდება შიში, რომ ქვეყანა ნელ-ნელა ანარქიის ქაოსურ მარწუხებში ექცევა.
სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში მწყობრი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც მკაცრად იცავს თავის შინაგან კანონებს და იქვემდებარებს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას.
საქართველოს სახელისუფლო და საზოგადოებრივი სივრცე დაყოფილია მეტ-ნაკლები სიდიდის სეგმენტებად და ყველა სეგმენტს თავისი ლოკალური კანონი აწესრიგებს. ხშირად ეს დაუწერელი კანონებია. მაგრამ ისეთ სერიოზულ სეგმენტში, როგორიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, სეგმენტის მომწესრიგებელი კანონები ოფიციალურ სახეს ატარებს და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისგან ხშირად განსხვავდება.
თავისი წესებით ცხოვრობს რეგიონებიც. კახეთში კანონმდებელი მედეა მეზვრიშვილია, ქვემო ქართლში - ლევან მამალაძე, იმერეთში კი - თემურ შაშიაშვილი. თანამდებობა გადამწყვეტი არ არის, მთავარია პრეზიდენტთან სიახლოვის ხარისხი და პიროვნული ინიციატივა.
პარლამენტი კარგა ხანს ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური გემოვნებით იყო მოწყობილი. ახლა იქ წესრიგის ნიშნები ნაკლებად შეიმჩნევა. სახელმწიფო კანცელარია დიდხანს ნუგზარ საჯაიას კანონებით ცხოვრობდა, ახლა კი ინერციით სულდგმულობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგალითად, თამაშის წესებს როინ მეტრეველი აყალიბებს, მწერალთა კავშირში - თამაზ წივწივაძე. ბიზნესის თითოეულ სფეროსაც თავისი პატრონი და კანონმდებელი ჰყავს. ერთი სეგმენტის წევრს სხვა სეგმენტში თავისი ძალაუფლება, მდგომარეობა და გავლენა არ გადაჰყვება. ეს ყველაზე უკეთ ასლან აბაშიძემ იცის. თუ, ვთქვათ, ლევან მამალაძეს კახეთში ინტერესები გაუჩნდება, ეს ინტერესები მედეა მეზვრიშვილს უნდა გააცნოს და შეუთანხმოს. პირუკუც იგივე კანონი მოქმედებს და ბიზნესმენებზეც ვრცელდება.
მთელი ამ სეგმენტირებული, დაჩეხილი ქვეყნის მთავარი კანონმდებელი ედუარდ შევარდნაძეა. აფხაზეთის და ოსეთის რეალობა კი ყველაზე მწვავე ფორმაა იმ პოლიტიკური წყობისა, რომელიც საქართველოში არსებობს. როდის მოიხსნება შიდა საზღვრები და როდის გამთლიანდება ქვეყანა? ეს ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე კომპლექსური და მძიმე პრობლემაა.