30 ივნისს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ძველი საარჩევნო კოდექსის შესაძლო შენარჩუნების შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების
მწვავე რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტის საჯარო კრიტიკის გარდა, ოპოზიციურმა პარტიებმა, სასურველი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების მიზნით, კონსულტაციები დაიწყეს. ამ ეტაპზე რის შესახებ შეძლეს შეთანხმება ოპოზიციონერებმა და რას აპირებენ მომავალში?
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 30 ივნისს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოაცხადა და იქვე დასძინა, რომ კომპრომისი ორმხრივი მოვლენაა.
[შევარდნაძის ხმა] „ნურავინ გვაშინებს იმით, რომ თუ ხელისუფლება კაპიტულაციაზე არ დათანხმდება, ანუ ცალმხრივად არ დათმობს თავის შეხედულებებს, მაშინ საარჩევნო კოდექსი არ შეიცვლება და პარლამენტი მასში დამატებების შეტანას ვერ შეძლებს. თუ ეს, მართლაც, ასე მოხდა, ძალზედ სამწუხარო იქნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება შესწორებებით მივიღოთ საარჩევნო კოდექსი. მაგრამ ვერავითარ ტრაგედიასაც ამაში ვერ ვხედავ. ასეთ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება პარლამენტის მიერვე მიღებული მოქმედი კანონმდებლობით.“
მოქმედი საარჩევნო კოდექსი, სახელისუფლებო ბლოკისა და აღორძინების კავშირის გარდა, თითქმის არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ მოსწონს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის არც ხელისუფლებასთან კომპრომისია მისაღები. ოპოზიცია ხელისუფლებისგან სწორედ მხოლოდ კაპიტულაციას მოელის. ამაზე მეტყველებს 1 ივლისს რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პოლიტიკური ორგანიზაცია „ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური ქუჩაში გამოსვლითა და საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ პარლამენტმა საარჩევნო კანონის ოპოზიციური ვარიანტის მიღება ვერ შეძლო.
[ზვიად ძიძიგურის ხმა] „თუკი ისევ არ იქნება საარჩევნო ადმინისტრაციაზე საუბარი და არ იქნება პარიტეტის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტებული, თუკი არ მოხდება ამომრჩეველთა მარკირება, სიების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, თუ როდის მოვახდენთ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის პიკეტირებას.“
ზვიად ძიძიგურის ყოფილი თანამებრძოლი, ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას ოპოზიციის მიმართ სიჯიუტის გამო მარცხი საკუთარ თავზე გამოსცადა, შევარდნაძეს კომპრომისებისაკენ მოუწოდებს, რისთვისაც მას 48 საათიანი ვადა მისცა. ანუ ამ ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტის საგანგებო სესია, პრეზიდენტის თანხმობის მიუხედავად, მაინც ჩატარდება. ეს ოპოზიციური პარტიებისა და უმრავლესობის წევრი დეპუტატების ფარული კონსულტაციებისას გადაწყდა. აკაკი ასათიანის თქმით, საგანგებო სესიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან ერთად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
[აკაკი ასათიანის ხმა] „48 საათიანი ულტიმატუმი, მე ვფიქრობ, მშვენიერი ულტიმატუმია. 48 საათი ჰყოფნის კაცს იმისთვის, რომ ნათლად წარმოიდგინოს საკუთარი მომავალი. ნუ, ახლა, რამდენად აქვს საკუთარი მომავლის წარმოდგენის უნარი, გამოჩნდება ამ 48 საათში. თუ არ გამოჩნდება ამ 48 საათში, მომავალი 48 საათი დასჭირდება იმას, რომ ჩვენ გავითამაშოთ ეს წარმოდგენა - დაახლოებით დავუხატოთ, რა სურათი იქნება ქვეყანაში.“
რამდენად შეძლებენ არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალები ზევით გამოთქმული მუქარების ხორცშესხმას, მათ შორის მიღწეული შეთანხმებების სიმტკიცეზე იქნება დამოკიდებული.