თბილისში სომხეთის მთავარი თეატრის გასტროლები დასრულდა. სუნდუკიანის სახელობის თეატრი წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოში, იმარჯვებს თეატრალურ ფესტივალებზე,
მაგრამ საქართველოში ერევნის თეატრალურ დასს 30 წელია არ უთამაშია. სომეხ არტისტებს თეატრის ქართველი მოყვარულები კიდევ დიდხანს ვერ იხილავდნენ, ალბათ, რომ არა პრეზიდენტ ქოჩარიანის ვიზიტი თბილისში.
სომხებმა თბილისში არ უჩვენეს თავიანთი სახელგანთქმული სპექტაკლი, ლევონ შანტის "ძველი ღმერთები". ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ მარჯანიშვილის თეატრის სცენა მეტისმეტად მცირეა ამ გრანდიოზული წარმოდგენისათვის. თუმცა ეს არგუმენტი, ცოტა არ იყოს, ეჭვს იწვევს - მარჯანიშვილელთა სცენა თეატრალურ სტანდარტებს შეესაბამება. არ არის გამორიცხული, რომ "ძველი ღმერთები", რომელიც პირველად, სხვათა შორის, თბილისში დაიდგა 1913 წელს, რომელიც წლების მანძილზე იყო აკრძალული სომხეთში, სუნდუკიანის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვაგე შახვერდიანმა იმიტომ არ ჩამოიტანა, რომ დაშნაკების პარტიის წევრის ლევონ შანტის პიესის მიხედვით დადგმულ წარმოდგენას შეიძლებოდა გაეღიზიანებინა ქართველები, განსაკუთრებით სამღვდელოება, რომელმაც, მოგეხსენებათ, უკმაყოფილება გამოთქვა თბილისში სტას ნამინის სპექტაკლის, "იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავის", დადგმის გამო, მერე კი "ჩაიბარა" თემურ ჩხეიძის "პილატე"... "ძველ ღმერთებში" კი ბევრი რამეა ისეთი, რაც მიუღებელია ქართული ეკლესიისთვის.
ასეა თუ ისე, ერევნის თეატრის გასტროლები თბილისში მაინც ჩატარდა. მართალია, სუნდუკიანის თეატრის გასტროლები დედაქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად არ გამოცხადდა, თბილისში ჩამოტანილი წარმოდგენების - ჩეხოვის "ალუბლის ბაღის", ტენესი უილიამსის "ტრამვაი - სურვილის" და, განსაკუთრებით, ლორკას "ბერნარდა ალბას სახლის" მხატვრული დონე ძალიან მაღალი იყო. სწორედ "ბერნარდამ" გახსნა ერევნის მთავარი თეატრის გასტროლები. ამ სპექტაკლით, რომელიც მრავალი საერთაშორისო ფესტივალის პრიზითაა აღნიშნული, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ რამდენი რამ აქვს საერთო ქართულ და სომხურ კულტურებს. თივის წნულით შემოსაზღვრული "კამერა ობსკურა", რომლის შიგნით თამაშდება ლორკას პიესის მოქმედება, აქაც ისეთივე კლაუსტროფობურ განცდას ქმნის, როგორც შეზღუდული სივრცე თემურ ჩხეიძის სახელგანთქმულ "ბერნარდაში" - შეზღუდული სივრცის გარღვევის სურვილი ქართველ და სომეხ "თეატრალებს" ისევ ერთნაირად აწუხებთ. მით უფრო უცნაურია, რომ ერევნის სუნდუკიანის სახელობის თეატრის სპექტაკლები თბილისში რუსულად ითარგმნებოდა. სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ვიზიტის წინ საგანგებოდ მოწყობილ გასტროლებზე მეზობელი ხალხების საერთო ენა ისევ რუსული აღმოჩნდა.