1988 წლის 21 ივნისს გაზეთ "თბილისში" გამოქვეყნდა ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის - გია ნოდიას სტატია: "სამართლებრივი სახელმწიფო და მისი ალტერნატივა".
სტატია, რომელიც უაღრესად აქტუალური იყო 15 წლის წინ, აქტუალურია დღესაც - განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ელიტა მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
დაფუძნდა თუ არა სამართლებრივი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გია ნოდიას სტატიაზე დაყრდნობით შევეცდები.
ორიოდე დღის წინ იმის შესახებ ვისაუბრეთ, თუ რას შეარჩევენ მომავალ არჩევნებში დაპირისპირების მთავარ თემად სახელისუფლო და ოპოზიციური ბანაკები. 1999 წელს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დასავლურ კურსს; ახლა, როგორც ჩანს, არჩევანი შიდა პოლიტიკის მთავარ საკითხზე უნდა გაკეთდეს. ოპოზიცია ამომრჩეველს პრინციპულ ცვლილებებს ჰპირდება, ხელისუფლება კი არსებული, სტაბილური ცხოვრების შენარჩუნებას სთავაზობს.
ამ ვითარებაში აუცილებელია იმის გააზრება, თუ რის შეცვლას ან შენარჩუნებას გვირჩევენ პოლიტიკოსები. უკვე შევცვალეთ ის, რაც უსათუოდ შესაცვლელი იყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ? დავაფუძნეთ ახალი, სამართლებრივი სახელმწიფო და ახლა შეგვიძლია დავისვენოთ? თუ შემოგვრჩა ისევ ძველი სისტემა, ახლის ალტერნატივა, რომელსაც გია ნოდია "მორალურ სახელმწიფოს" უწოდებს?
1988 წელს საბჭოთა კავშირის მოხსენიება მორალურ სახელმწიფოდ უცნაურად ჟღერს. მაგრამ "მორალური" ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავისი ორგანოების უფლებამოსილებას ზნეობრივ ავტორიტეტზე აფუძნებს და არა კანონის ძალაზე. მმართველობითი სისტემისა და ხალხის დამოკიდებულება მორალურ სახელმწიფოში ჰგავს მამისა და შვილების ურთიერთობას ტრადიციულ ოჯახში. შესაბამისად, "მამის" კულტი მორალური სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია.
არსი ის არის, რომ მორალურ სახელმწიფოში კანონი მხოლოდ ინსტრუმენტია მმართველობითი სისტემის ხელში, სამართლებრივ სახელმწიფოში კი, პირიქით, კანონი უზენაესია. ტრადიციულ ოჯახში კანონებს მამა აწესებს და მათი შესრულებაც მამის ავტორიტეტს ეყრდნობა. მამას აქვს უფლება, გააუქმოს კანონი, უგულებელყოს იგი, დაუშვას გამონაკლისები და, საერთოდ, როგორც სურს, ისე მოიხმაროს. მამის მთავარი ფუნქცია შვილების აღზრდა და ოჯახში წესრიგის შენარჩუნებაა, კანონი კი დამხმარე საშუალებაა. აღზრდისას აუცილებელია შვილების დასჯაც და წახალისებაც, ხოლო პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში - დამატებითი აღმზრდელობითი ღონისძიებების გატარება. სწორედ ასე იმართებოდა საბჭოთა კავშირი.
არის თუ არა საქართველოს სახელმწიფო სამართლებრივი? რას ეფუძნება მმართველობითი სისტემა? კანონის უზენაესობას თუ "მამის" ავტორიტეტს? ცხადია, "მამის" ავტორიტეტს, რომლის სიტყვა სახელისუფლო სივრცეში მეტად "ჭრის", ვიდრე ნებისმიერი კანონი. მაგრამ, საბჭოთა სისტემისგან განსხვავებით, დღევანდელი საქართველო "მამის" უაღრესად სუსტ ავტორიტეტზე დაფუძნებული სახელმწიფოა და ქვიშაზე აშენებულ სახლს ჰგავს.
არის თუ არა საჭირო საფუძვლის შეცვლა? ამ შეკითხვაზე სახელისუფლო ბლოკის პასუხი, ალბათ, უარყოფითი იქნება, ოპოზიციის პასუხი, ალბათ, - დადებითი. არის თუ არა საჭირო, "მამის" ავტორიტეტული ფიგურა ჯერ კიდევ შემორჩენილი შარავანდედისგანაც განიძარცვოს და კანონების მიმართ დამოკიდებულება ქვეყანაში არსებითად განახლდეს? ამ შეკითხვაზე პოლიტიკოსების პასუხი უინტერესოა, ხალხის პასუხი კი - საინტერესო და გადამწყვეტი.
თუ ქვეყნის მოსახლეობა ჯერ კიდევ მყუდროდ და დაცულად გრძნობს თავს "შვილის" როლში, მაშინ არჩევნები ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდება. ხოლო თუ საზოგადოებამ მიაღწია ზრდასრულ ასაკს და საკუთარ ქცევაზე პასუხს თავად აგებს, მაშინ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს. სხვა ახსნა არჩევნების შედეგებს, ალბათ, ვერ ექნება.