პოლიტიკოსებმაც და ექსპერტებმაც დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველეს, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური სპექტრი ორ ბანაკად გაიყოფა. ასე მოხდა 1999 წელსაც,
როდესაც ერთმანეთს მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი დაუპირისპირდა. სად გადიოდა ზღვარი მაშინ და სად გადის ახლა?
როდესაც 1999 წლის არჩევნებში ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ ორივე ბანაკი უარყო და მესამე გზა აირჩია, აკაკი ასათიანმა განაცხადა: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პარლამენტში ვერ მოხვდება, რადგან აქლემების ჭიდილში კოზაკი იჭყლიტებაო.
აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველთა ხმების უდიდესი ნაწილი, მართლაც, მოქალაქეთა კავშირსა და აღორძინების კავშირზე გადანაწილდა. მოგებული დარჩა ის ორი ბანაკი, რომელმაც საპირწონედ ერთმანეთი დაასახელა და საარჩევნო კამპანიაც ერთმანეთთან ჭიდილზე ააგო. როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებში მეტად ხელსაყრელია დიდი ბანაკის ჩამოყალიბება და ასეთივე მასშტაბური მეტოქის გამოძებნა. როგორც პრაქტიკა ადასტურებს, პარლამენტის ძირითად ნაწილს სწორედ ორი ყოფილი საფრთხობელა აკომპლექტებს, დანარჩენი პარტიები კი ბარიერს მიღმა რჩებიან.
წინა არჩევნების მსგავსად, მომავალ არჩევნებშიც აუცილებლად იქნება ორი ბანაკი, იმის მიუხედავად, გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიცური პარტიები ერთ ბლოკად. საფრთხობელების შექმნა უკვე დაწყებულია, ბრალდებების ძირითადი მიმართულებები ცნობილია, დარჩენილია მხოლოდ კომპრომატების გამოქვეყნება, რაც შემოდგომამდე მოსალოდნელი არც არის.
წინა არჩევნებში მთავარ წყალგამყოფად იქცა ქვეყნის საგარეო ორიენტაცია. სახელისუფლო ბანაკი აცხადებდა, რომ თავად დასავლური ორიენტაციის ბურჯი და გარანტია, "აღორძინება" კი რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნების მოსურნე ძალაა. ამ სახელისუფლო "მესიჯს", "შეტყობინებას" მოსახლეობა უფრო მეტად ენდო, ვიდრე ოპოზიციას. "აღორძინება" ორიენტაციაზე საერთოდ არ საუბრობდა, თუმცა, მოქალაქეთა კავშირს ქვეყნის დამანგრევლად აცხადებდა, საკუთარ თავს კი ალტერნატივად სთავაზობდა.
როგორი შინაარსის იქნება მთავარი "შეტყობინებები" მომავალ არჩევნებში და ვის მიენდობა მოსახლეობა? ბანაკების შიდასტრუქტურიდან გამომდინარე, ამჯერად, სავარაუდოდ, განმსაზღვრელი გახდება მომავლის მიმართ დამოკიდებულება. სახელისუფლო ბანაკში თავს იყრიან თანამდებობის პირები და პარტიული ლიდერები, რომლებსაც არჩევნების წაგება აკარგვინებს ყველაფერს, რაც კი წლების განმავლობაში მოუპოვებიათ: თანამდებობას, გავლენას, კეთილდღეობას. შესაბამისად, ამ ადამიანებს არსებულის შენარჩუნება სამკვდრო-სასიცოცხლოდ სჭირდებათ. საფიქრებელია, რომ ოპოზიციური ბლოკი სწორედ სამომავლო პერსპექტივაზე გაამახვილებს ამომრჩევლის ყურადღებას: მუდმივად გაიმეორებს, რომ სახელისუფლო ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და არსებული სიტუაცია ხანგრძლივად შენარჩუნდება. ამ შინაარსის განცხადებები ოპოზიციის ლიდერებმა უკვე გააკეთეს.
სახელისუფლო ბლოკისთვის ამგვარი "მესიჯი" სრულიად მისაღებია, ოღონდ, საკუთარი ინტერპრეტაციით: ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა აირევა, რაც გვაქვს, იმასაც დავკარგავთ და, შესაძლოა, რევოლუციაც დაიწყოს. შევარდნაძის ბლოკი კი არავის ემუქრება და ამომრჩეველს მოუწოდებს, ყველამ ერთად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მშვიდი ცხოვრება. დანარჩენიც ნელ-ნელა ერთად მოვაგვაროთ.
გასულ არჩევნებში ძნელი არ იყო გამარჯვებულის წინასწარ გამოცნობა, რადგან საქართველო მიელტვის დასავლეთს და ეს ლტოლვა ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. სულ სხვაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები. რომელი ბანაკი გაიმარჯვებს? ის, რომელიც ქვეყანას ცვლილებებს ჰპირდება თუ ის, რომელიც მოსახლეობას არსებულის შენარჩუნებისკენ, დაცვისკენ მოუწოდებს და ამ საქმეში დახმარებას სთავაზობს? იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება არაპოპულარულია, მისმა პროპაგანდამ, შესაძლოა, მოსახლეობას, მართლაც, ჩაუნერგოს ოპოზიციის და, ესე იგი, ცვლილებების შიში.
მომავალი არჩევნები უაღრესად საინტერესო არჩევნები იქნება.