ერაყში მასობრივი საფლავების აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სადამ ჰუსეინი სასტიკად უსწორდებოდა თავისი რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. მაგრამ ექსპერტები და ადამიანის უფლებათა
დამცველები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საფლავების უკონტროლო გათხრამ და ერაყელთა ბუნებრივმა სურვილმა, ახლობლებისა და ნათესავების ნეშტები მოიძიონ, შეიძლება მთლიანად გაანადგუროს მნიშვნელოვანი სამართლებრივი მტკიცებულებანი. არადა, სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ განხორციელებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მასშტაბი საგრძნობლად აღემატება ბოსნიაში ან კოსოვოში ჩადენილი ბარბაროსობისას.
ეს რომ ასეა, აღარავის ეპარება ეჭვი მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ მაჰავილთან. სპეციალისტების ვარაუდით, იქ დასაფლავებულია 3000-ზე მეტი შიიტი მაჰმადიანი, რომელიც სადამ ჰუსეინმა მოაკვლევინა 1991 წელს - სპარსეთის ყურის ომის დამთავრებისთანავე, შიიტების მიერ მოწყობილი წარუმატებელი ამბოხის შემდეგ.
მაჰავილის აღმოჩენა დამხობილი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების ყველაზე აშკარა დასტურია. მაგრამ, როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი პეტერ ბოუკერტი ამბობს, იურიდიული სამხილის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მანამდე განადგურდეს, სანამ სასამართლო მედიცინის ექსპერტებს საშუალება მიეცემათ, ექსჰუმირებული გვამების შესწავლის გზით ზუსტად დაადგინონ დასაფლავებულთა სიკვდილის დრო და მიზეზი.
ბოუკერტი მეტად უკმაყოფილოა იმით, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყელებს საშუალებას აძლევენ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ინდივიდუალურად ეძებონ თავიანთი დაკარგული ნათესავები თუ ოჯახის წევრები.
[პიტერ ბოუკერტის ხმა] "მასობრივი საფლავებს ახლა მთელს ქვეყანაში პოულობენ, ზოგიერთ მათგანში ათასობით გვამია. ნათესავებისა და ახლობლების ძიებაში ხალხი ამ საფლავებს აწყდება. ნამდვილი ქაოსია. ამ ადამიანებს არავინ ეხმარება პროფესიული ექსპერტიზის თვალსაზრისით. მაგალითად დღეს, მაჰავილში, ხალხმა მიწის ამოსათხრელად ბულდოზერი მოიყვანა, რის შედეგადაც გვამები სერიოზულად დაზიანდა, განადგურდა არაერთი მნიშვნელოვანი სამხილი."
ბევრ ცხედარზე აღმოჩენილ იქნა პირადობის დამადასტურებელი საბუთები და სხვა ნივთები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა, მაგრამ, როგორც პეტერ ბოუკერტი ამბობს, რაც უფრო მეტ ხალხს ეძლევა მასობრივ საფლავებზე დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, მით უფრო მცირდება შანსი, მომხდარი ბარბაროსობის ობიექტური სურათი შეიქმნას.
[პიტერ ბოუკერტის ხმა] "ხალხი სასოწარკვეთილი ცდილობს, დაკარგულ ნათესავებს მიაგნოს და ზოგჯერ მათ არასწორად ამოიცნობს ხოლმე. დღეს ერთი კაცი შემხვდა, რომელიც თავის ძმას ეძებდა. მან ძმის ნეშტად მიიჩნია გვამი, რომელსაც შარვლის ჯიბეში იმავე მარკის სიგარეტი აღმოაჩნდა, მისი ძმა რომ ეწეოდა. დარწმუნებული ვარ, ამ სიგარეტის მოყვარული საფლავში სხვაც ბევრი იქნებოდა, მაგრამ სასოწარკვეთილი ხალხი სწორედ ასე იქცევა და ამის მოწმენი ყოველდღე ვხდებით."
ბოუკერტის თქმით, ერაყის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასობრივი საფლავები აშკარად მიგვანიშნებს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანთა ხოცვა-ჟლეტას უზარმაზარი მასშტაბი ჰქონდა. მაგრამ, როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი აღნიშნავს, კვალიფიციური სასამართლო ექსპერტიზის გარეშე უაღრესად გართულდება დამნაშავეთა დასჯა.