ედუარდ შევარდნაძის ურთიერთობა ინტელიგენციასთან და ბიზნესმენებთან დღეს მკვეთრად განსხვავებულია, ვიდრე გასული საუკუნის 70 - 80-იან წლებში, როდესაც იგი საქართველოს საბჭოთა
სოციალისტურ რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა. თანამედროვე სამკუთხედში: შევარდნაძე - ინტელიგენცია - ბიზნესმენები აქცენტები და ფუნქციები შეცვლილია, თანაც, ზუსტად ძველის საპირისპიროდ.
გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდიდან ქართულ კულტურაში აღმავლობის ხანა დადგა. ამ პროცესს სერიოზული საფუძველი შეუქმნა ხრუშჩოვის ახალმა პოლიტიკამ, ეგრეთ წოდებულმა "დათბობამ", რაც, თავის მხრივ, სტალინის გარდაცვალებამ განაპირობა. ამ ფაქტმა კულტურას არტახები ერთბაშად მოხსნა, მაგრამ აღმავლობის პროცესმა შედეგი მოგვიანებით გამოიღო: 70-იან წლებში. ამ პერიოდიდან საქართველოში ბევრი რამ ღირებული შეიქმნა სწორედ სულიერ სფეროში. ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ქვეყნის ოფიციალურ ლიდერს, სხვა ლიდერებზე მეტად შესტკიოდა გული თავის ქვეყანაზე და მის კულტურაზე. აღმავლობის პროცესი დრომ მოიტანა, შევარდნაძემ კი გონივრულად ისარგებლა დროის ნაყოფით.
70-80-იანი წლების საქართველოში შემოქმედებითი ინტელიგენცია საზოგადოების ყველაზე ძლიერ და გავლენიან ფენად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძემ ინტელიგენციის პრივილეგირებული ნაწილი საკუთარ "მეგობრად" და ძალაუფლების ერთ-ერთ საყრდენად აქცია.
სწორედ მეგობარი-ინტელიგენტები შედიოდნენ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ათასგვარი საჯარო თხოვნა-პეტიციით. შევარდნაძეც ყოველთვის ითვალისწინებდა ავტორიტეტული ადამიანების აზრს თუ თხოვნას და მათ სურვილებს აკმაყოფილებდა, რითიც მათ სტატუსს კიდევ მეტად ამყარებდა. სამაგიეროდ, როდესაც ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი არაპოპულარულ ნაბიჯებს დგამდა, მას ყოველთვის მხარს უმშვენებდა მისივე მეგობარი ინტელიგენცია, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, შევარდნაძის იმიჯს ლაქებისაგან "ასუფთავებდა".
ხელისუფლების მეთაურმა ინტელიგენცია წარმატებით გამოიყენა ბიზნესმენთა მცირერიცხოვან ფენასთან დაპირისპირებისას. პროცესი, რომელსაც "ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა" დაერქვა და რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სინამდვილეში, მხოლოდ ზრდიდა ქრთამის ტარიფს და მეტად არაპოპულარული იყო. მაგრამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ედუარდ შევარდნაძემ გაიმარჯვა, თანაც, ნეგატიური მოვლენების დაუმარცხებლად. მაგრამ მან პირწმინდად გაანადგურა კონკრეტული ადამიანები, ასევე კონკრეტული ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც მის გვერდით იდგნენ და მის ყოველ ნაბიჯს ხოტბას ასხამდნენ.
დღეს ედუარდ შევარდნაძე იმ სახელმწიფოს პრეზიდენტია, რომელშიც საბაზრო ეკონომიკა მკვიდრდება. ეს რთული პერიოდი აძლიერებს ბიზნესმენებს და, იმავდროულად, ასუსტებს შემოქმედებით ინტელიგენციას. შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძე უკვე ბიზნესმენებთან მეგობრობს, ინტელიგენციიდან კი სულ ორიოდე გულშემატკივარი შემოიტოვა. მართალია, მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების, მეცნიერების ოფიციალური დევნა არ დაწყებულა, მაგრამ მათ სასიცოცხლო პირობები არ გააჩნიათ. ამიტომ არცთუ იშვიათად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესა თუ ის ღირსეული, საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა. აშკარაა, რომ ინტელიგენციის მომავალი შევარდნაძეს ნაკლებად აწუხებს.
სამაგიეროდ, პრეზიდენტი ბიზნესმენებს უქმნის შესანიშნავ პირობებს და მათგან ზოგიერთს სულ მეტად და მეტად აძლიერებს. ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, ბიზნესმენთა ერთ ნაწილს არაოფიციალური, მაგრამ საგანგებო სტატუსი აქვს: შევარნდაძის მეგობარი ან შევარდნაძის ოჯახის წევრი. სამაგიეროდ, არჩევნებში და სხვა გაჭირვებაში ისინი საკუთარი მფარველის გვერდით არიან და მას აძლიერებენ, არჩევნებიდან არჩევნებამდე კი თავად ძლიერდებიან.
ასე შეიცვალა აქცენტები სამკუთხედში: შევარდნაძე - ინტელიგენცია - ბიზნესმენები. ედუარდ შევარდნაძე სუსტს ასუსტებს და ძლიერს აძლიერებს - ეს ძალაუფლების მისეული ტექნოლოგიაა.