საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ხელისუფლების დაყოფას სამ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად; ამავდროულად, ითვალისწინებს ძალაუფლების
გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის, მათ ურთიერთკონტროლსა და წონასწორობას. მაგრამ კონსტიტუციის მოქმედების შვიდწლიანმა პერიოდმა წარმოაჩინა არსებითი შეუსაბამობა, რომელიც არღვევს ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის.
1995 და 1999 წლებში საპარლამენტო არჩევნები მოიგო მოქალაქეთა კავშირმა, პარტიამ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობასაც და მთავრობასაც ერთი და იგივე პირი მართავდა - ედუარდ შევარდნაძე. ამ ვითარების დადებითი მხარე ის იყო, რომ პრეზიდენტს არსებითი მხარდაჭერა ჰქონდა როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში. კანონების მიღება თუ ხელშეკრულებების რატიფიკაცია, ბიუჯეტის დამტკიცება თუ მთავრობის წევრების დანიშვნა მთლიანად ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ ნებას ექვემდებარებოდა. არ არსებობდა ძალა, რომელიც პრეზიდენტს ხელს შეუშლიდა თავისი პოლიტიკის განხორციელებაში.
ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრა ქვეყნისთვის საშიში და მიუღებელია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა დაუპირისპირდებოდა პრეზიდენტს, კონსტიტუციის ფარგლებში ვითარების განმუხტვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვდა, ხოლო პარლამენტი პრეზიდენტს ვერ გადააყენებდა. შესაბამისად, მათი დაპირისპირების შემთხვევაში, სამართლის ძალა გაუქმდებოდა და მოქმედებას დაიწყებდა ძალის სამართალი.
მეორე მხრივ, ის რეალობა, რომ პრეზიდენტი ერთდროულად იყო საპარლამენტო უმრავლესობის პარტიული ლიდერი და მთავრობის თავმჯდომარე, მთლიანად აუქმებდა ხელისუფლების შტოთა შორის კონტროლისა და წონასწორობის პრინციპს. პარლამენტი ვეღარ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელ ფუნქციას და მთავრობის წევრებიც თავს ანგარიშვალდებულად მხოლოდ პრეზიდენტის წინაშე გრძნობდნენ. ამით პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად კნინდებოდა. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში, პარლამენტი გადაიქცა პრეზიდენტის დამხმარე ორგანოდ და დაკარგა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს ფუნქცია.
საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ იმ კონფლიქტის გამო დაიშალა, რაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა წარმოქმნილიყო პრეზიდენტის გაფართოებულ უფლებებსა და პარლამენტის შეზღუდულ უფლებებს შორის. პოლიტიკური ლოგიკა სწორედ ამაზე მიუთითებდა და ასეც მოხდა. ოღონდ პრეზიდენტის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტმა მაინც ვერ შეძლო დამოუკიდებელი როლის შესრულება ხელისუფლებაში, რადგან მეტისმეტად დაქუცმაცდა და საერთოდ დაკარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. შესაბამისად, პრეზიდენტმა თავისი შეუზღუდავი ძალაუფლება ახალ პოლიტიკურ რეალობაშიც შეინარჩუნა.
მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ ედუარდ შევარდნაძე დიდ სახელისუფლო ბლოკს ქმნის და მას სათავეში უდგება. თუ ეს ბლოკი არჩევნებს მოიგებს, საქართველოს ხელისუფლებაში ხელახლა შეიქმნება ვითარება, როდესაც პრეზიდენტი იქნება საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერიც და მთავრობის თავმჯდომარეც. ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტი მომავალი წლების განმავლობაშიც ვერ შეასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას, კონტროლისა და წონასწორობის მექანიზმი ისევ აუმოქმედებელი დარჩება, გადაწყვეტილებებს კი ედუარდ შევარდნაძე ერთპიროვნულად მიიღებს.
მეორე მხრივ, თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს და საპარლამენტო უმრავლესობას შექმნის, პრეზიდენტისა და ოპოზიციის დაპირისპირებამ, შესაძლოა, ქვეყანა ძალადობამდე მიიყვანოს. ეს საფრთხე სრულიად რეალურია, ისევ და ისევ კონსტიტუციური წესრიგიდან გამომდინარე: პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს, პარლამენტი პრეზიდენტს ვერ გადააყენებს, გადაწყვეტილებების მიღება კი მათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ.
ასე რომ, საპარლამენტო უმრავლესობას სახელისუფლო ბლოკი შექმნის თუ გაერთიანებული ოპოზიცია, ქვეყანა ორივე შემთხვევაში წაგებული დარჩება. კონსტიტუციური წყობისა და წესრიგის შეცვლა კი, მოგეხსენებათ, ახლო მომავალში არ იგეგმება.