ანდრო ეული, პრაღა
ხუთ მაისს ერთდღიან შეხვედრაზე პარიზში, მსოფლიოს 8 მაღალგანვითარებული ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება რომელშიც ნათქვამია,
რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგნიზაცია "ალ-ყაიდა" კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ "ალ-ყაიდის" ბაზების უმრავლესობა ავღანეთში, განადგურებულია. განცხადებაში აღნიშნულია ამასთანავე, რომ აუცილებელია გამოინახოს ამ საფრთხის უვნებელყოფის გზები მით უმეტეს, როცა ტერორისტებს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლიათ.
ამ ერთდღიან თათბირზე პარიზში, მინისტრებმა თადარიგი დაიჭირეს მსოფლიოს 8 მაღალგანვითარებული ქვეყნის ლიდერთა შეხვედრისთვის უმაღლეს დონეზე, რომელიც ივნისის დასაწყისში საფრანგეთის ქალაქ ევიანში გაიხსნება.
პარიზში ორშაბათს დამთავრებული შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ავღანეთში თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული "ალ-ყაიდის" ბაზები, ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებში არსებული თავისი ბაზები აამოქმედა.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დევიდ ბლანკეტმა განაცხადა, რომ ერაყში ომის წარმატებით დამთავრებამ და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ უვნებელყო ერთი, სახელდობრ, ერაყიდან მომდინარე მუქარა და თან "მორალური დარტყმა მიაყენა იმათ, ვინც სადამ ჰუსეინის რეჟიმისგან ღებულობდა მხარდაჭერას". დევიდ ბლანკეტი დაეთანხმა თავის კოლეგებს იმაში, რომ ტერორიზმი, კვლავაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ შეხვედრაზე პარიზში მიღწეულია შეთანხმება, რომ 8 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის გაფართოვდეს თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და უფრო ინტენსიურად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი დომინიკ პერბენი თავის ამერიკელ კოლეგას ჯონ ეშკროფტს უნდა შეხვედროდა პარიზში ორშაბათს გამართული ერთდღიანი თათბირის დამთავრების შემდეგ დანიშნულ პრესკონფერენციაზე. პერბენს აინტერესებდა იმ 6 ფრანგი მოქალაქის ბედი, რომლებიც ავღანეთში ომის დამთავრების შემდეგ დააკავეს და ამჟამად კუბაში, ამერიკის ბაზა გვანტანამოზე მოწყობილ ციხეში არიან დაპატიმრებულები. საფრანგეთი ამ მოქალაქეთა გათავისუფლებას მოითხოვს. მაგრამ ჯონ ეშკროფტი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მართალია ერაყის ომმა განხეთქილება გამოიწვია ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობაში, თუმცა თანამშრომლობა საფრანგეთსა და აშშ-ს შორის არასოდეს შეწყვეტილა, "ვინაიდან საქმე ჩვენი მოქალაქეების უშიშროებას ეხებაო", დასძინა სარკოზიმ.
სარკოზიმ განაცხადა აგრეთვე, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ჩეჩნეთსა და საქართველოში არსებული ბაზების გამოყენება დაიწყეს.
ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ ორშაბათს დამთავრებულ შეხვედრაზე პარიზში, მინისტრები შეთანხმდნენ საგანგებო ზომები მიიღონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში; სახელდობრ წამოყენებულია წინადადება, რომ ამიერიდან, სამოგზაურო დოკუმენტებში თითების ანაბეჭდი და თვალის ფერადი გარსის სკანირება იყოს შეტანილი.