დღეს ირანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება

დღეს ირანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტი მოჰამად ხათამი აღჭურვოს უფლებამოსილებით,
დღეს ირანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტი მოჰამად ხათამი აღჭურვოს უფლებამოსილებით,
ჩაატაროს რეფერენდუმი თავის კონსერვატორ ოპონენტებთან გამკლავების მიზნით. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილება ახლა უნდა დაამტკიცოს ირანის 12-წევრიანმა "გუშაგთა საბჭომ", რომელიც სწორედ კონსერვატორებისგან შედგება. ახალი ცვლილების თანახმად, პრეზიდენტს ან პარლამენტის 100 დეპუტატს უფლება ეძლევა, რეფერენდუმი ჩაატარონ.