რუსეთის კოსმოსურმა ხომალდმა "სოიუზმა" დღეს

რუსეთის კოსმოსურმა ხომალდმა "სოიუზმა" დღეს მიწაზე ჩამოიყვანა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი.
რუსეთის კოსმოსურმა ხომალდმა "სოიუზმა" დღეს მიწაზე ჩამოიყვანა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი.
აპარატი ყაზახეთში დაეშვა - თუმცა, დაგეგმილი წერტილიდან 400 კილომეტრზე მეტის დაშორებით. კაფსულის დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასთან რადიოკავშირი დაიკარგა და ხომალდის დაშვების ადგილის დადგენას რამდენიმე საათი დასჭირდა. ამის შემდეგ რუსი კოსმონავტი ნიკოლაი ბუდარინი და ამერიკელი ასტრონავტები კენეთ ბაუერსოქსი და დონალდ პეტიტი ბაიკონურის კოსმოდრომზე გადააფრინეს. მიღებული ცნობების თანახმად, ბუდარინი და ბაუერსოქსი თავს ნორმალურად გრძნობენ, მაგრამ პეტიტი სუსტად არის და დამოუკიდებლად სიარული უჭირს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ამ სამეულმა დაგეგმილზე ორი თვით მეტი დაჰყო, რადგან აშშ-ის კოსმოსურ ხომალდ "კოლამბიის" კატასტროფის შემდეგ მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების ფრენა დროებით შეწყვეტილ იქნა. ახლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ახალი ეკიპაჟი იმყოფება: რუსი იური მალენჩენკო და ამერიკელი ედვარდ ლუ.