რუს იმიგრანტს არკადი პანჩერნიკოვს

რუს იმიგრანტს არკადი პანჩერნიკოვს,
რუს იმიგრანტს არკადი პანჩერნიკოვს,
რომელიც შავი ხიზილალის მთავარი მიმწოდებელი იყო შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის სასამართლომ 21 თვით მიუსაჯა პატიმრობა და 400 ათასი დოლარით დააჯარიმა. ნიუ-იორკის ბარის, "კავიარ რუსის" მფლობელი პანჩერნიკოვი, სასამართლომ, შავი ხიზილალის კონტრაბანდაში სცნო დამნაშავედ. პანჩერნოკოვმა თავდაპირველად სცნო თავი დამნაშავედ, ხოლო სასამართლოზე განაცხადა, რომ მის საქმეს "პოლიტიკური სარჩული" უდევს.