მოგეხსენებათ, აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჰააგაში იმყოფება და მონაწილეობას იღებს კავკასიის კონფლიქტების საერთაშორისო კონფერენციაში. სანამ თამაზ ნადარეიშვილი აფხაზეთში
ქართველთა გენოციდის შესახებ მსჯელობს, ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ხვდებიან და დიალოგს აგრძელებენ. მე ვესაუბრე ჩრდილოეთ ირლანდიიდან ახლახან დაბრუნებულ სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას, რომელმაც ბელფასტში გამართულ სახალხო დიპლომატთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
"ქართულ-აფხაზური დიალოგი" - სახალხო დიპლომატთა შეხვედრა, რომელიც სისტემატურად იმართება მსოფლიოში, ამჯერად ერაყის ომს დაემთხვა. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ ერაყის ომის აჩრდილი ამ შეხვედრას განუწყვეტლივ დასტრიალებდა.
[ემზარ ჯგერენაიას ხმა]: " ჩემგან გაიჟღერა ერთმა ფრაზამ, რომ ქართველებს იმედი აქვთ ამერიკელების... ქართველები ფიქრობენ, რომ ერაყის შემდეგ აფხაზეთის პრობლემა გადაწყდება ამერიკის დახმარებით. აფხაზების განწყობა იყო საპირისპირო, რადგან აფხაზები რუსებისგან მოელიან მათი პრობლემების გადაჭრას. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ამერიკელები ერაყში დამარცხდებიან, რუსები გადაჭრიან მათ პრობლემებს."
არც ერთი საზოგადოება - არც ქართული და არც აფხაზური - არ ცდილობს თავისი პრობლემის გადაჭრას, როგორც ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, "საკუთარ თავშივე", ანუ ისევ დიდი სახელმწიფოების იმედით ცხოვრობს. თუმცა ჩვენი რესპონდენტი არ უარყოფს, რომ ეთნიკური თუ რელიგიური კონფლიქტების სუბიექტები, როგორც წესი, არსად და არასდროს არ აღიარებენ ხოლმე საკუთარ შეცდომებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო, რომ არასამთავრობოთა მორიგი ქართულ-აფხაზური დიალოგი ამჯერად ბელფასტში გაიმართა. ემზარ ჯგერენაიას თქმით:
[ემზარ ჯგერენაიას ხმა] "ისევე როგორც აფხაზური მხარე, ქართული მხარეც აღნიშნავდა, რომ იმ პირობებში, რომელშიც ბელფასტის საზოგადოება ცხოვრობს, ჯობია იყო დამოუკიდებელი და არანაირი კონტაქტი არ გქონდეს... რომ აქამდე არ უნდა მიდიოდეს ჩვენი საზოგადოება... ვნახეთ სახლები, რომლებიც გალავნებითაა გარშემორტყმული, თემები, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლირებულია - ბავშვები სხვადასხვა სკოლებში დადიან... არც აფხაზებს და არც ქართველებს არ გვსურს, რომ ჩვენ ასეთი საზოგადოება გვქონდეს, ასეთ საზოგადოებაში ვიცხოვროთ ერთად."
ემზარ ჯგერენაიას აზრით, ბელფასტი თავისებური ფსიქოლოგიური სტრესი იყო, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. ორივე მხარემ აღიარა, რომ ჩვენი კონფლიქტი არ არის ასეთი ძველი და საქმე ასეთ მდგომარეობამდე არ მივა. თუმცა ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა უფრო მეტად ქართულ მხარეზეა დამოკიდებული:
[ემზარ ჯგერენაიას ხმა] "შევძლებთ თუ არა ჩვენ ისეთი საზოგადოების აშენებას, რომელიც მიმზიდველი გახდება აფხაზებისთვის? კორუფციის მაღალი დონე, დამნაშავეობის მაღალი ხარისხი, გაჩანაგებული ეკონომიკა - ამ პირობებში აფხაზებს არ სურთ კომპრომისებზე წასვლა."
ჩვენს კითხვაზე, აქვთ თუ არა გაცნობიერებული აფხაზებს, რომ ყველაფერი ეს -"კორუფციის მაღალი დონე, დამნაშავეობის ზრდა" - რუსეთსაც ახასიათებს, ემზარ ჯგერენაიამ გვიპასუხა, რომ რუსეთი წარმატებით ახერხებს თავისი კულტურით აფხაზების "მოწამვლას":
[ემზარ ჯგერენაიას ხმა]: "აფხაზი ინტელიგენტი, ფაქტობრივად, არის რუსი ინტელიგენტი... საკუთარი კარიერა ამ ადამიანებს წარმოდგენილი აქვთ რუსულ სივრცეში... აფხაზმა საკუთარი ინდივიდუალური და პიროვნული განვითარების შესაძლებლობები უნდა ნახოს აქ. უნდა წარმოიდგინოის თავისი ცხოვრება ამ საზოგადოების შიგნით... ეს უკან მობრუნება ძალიან ძნელია აფხაზებისთვის."
"უკან მობრუნება" მხოლოდ ქართულ მხარეს სურს. ხვალინდელ დღეზე, ე.ი. "წინ სვლაზე", და არა "უკან დაბრუნებაზე" ჯერჯერობით მხოლოდ სახალხო დიპლომატები საუბრობენ.