21 აპრილს სომხეთში 25 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კამპანია დაიწყო. სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და ბლოკი და

500 პირი დაარეგისტრირა, რომლებიც 131 სადეპუტატო მანდატისთვის იბრძოლებენ. ახლანდელი პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა სომხეთის პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მხარდამჭერები არიან. ქოჩარიანი და მისი მომხრეები მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც უმრავლესობის მოპოვებას გეგმავენ. ყველაზე პოპულარული ოპოზიციური დაჯგუფება სომხეთში ახლახან ჩამოყალიბებული სამართლიანობის ალიანსია, რომელსაც სათავეში სტეპან დემირჭიანი - 5 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოჩარიანის მთავარი კონკურენტი უდგას. ევროსაბჭო აფრთხილებს სომხეთს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსი სერიოზული დარღვევების საპარლამენტო არჩევნებზე გამეორების შემთხვევაში სათუოს გახდის სომხეთის ევროსაბჭოში ყოფნას.