დავით პაიჭაძე, თბილისი
რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი იუშენკოვის მკვლელობა შეგვახსენებს, რომ პოლიტიკური ძალადობა ისევ განწონის ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ნაწილს, სადაც არასრულფასოვანი დემოკრატია
და ავტორიტარული რეჟიმი მოქმედებს. პოლიტიკური ან ეკონომიკური მოტივით პოლიტიკოსთა თუ სხვა პირთა მკვლელობა იშვიათად, მაგრამ გამუდმებით ხდება. ბოლო დროს საქართველოში ხშირად ლაპარაკობენ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე, რომელსაც, დიდწილად, პოლიტიკურ ორგანიზაციებთან არსებულ შეიარაღებულ ფორმირებებს უკავშირებენ. რამდენად რეალურია პოლიტიკის ნიადაგზე, სისხლისღვრის თუ არა, მკვლელობათა მოლოდინი მაინც?
საქართველოში უკანასკნელი პოლიტიკური მკვლელობა 1995 წლის ივნისში მოხდა: მაშინ საკუთარ სახლთან მოკლეს შევარდნაძის ფონდის პრეზიდენტი სოლიკო ხაბეიშვილი. ამის შემდეგ პოლიტიკურ მკვლელობათა ცდებს მხოლოდ უმაღლესი სამიზნე ჰქონდა: სახელმწიფოს მეთაური. ედუარდ შევარდნაძე ორჯერ გადაურჩა ტერაქტს. სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოკლეს საქართველოს პარლამენტის წევრი მახალდიანი, მაგრამ ეს მკვლელობა არავის მიუჩნევია პოლიტიკურად.
რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა შეიარაღებულ ფორმირებებს, ისინი, ჩანს, მართლაც, "საარჩევნო რესურსს" წარმოადგენენ, რადგან არ ჩნდებიან "მშვიდობიან", არასაარჩევნო პერიოდებში. ძალადობა შარშან ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავში, როცა შეიარაღებული პირები ტრასაზე თავს დაესხნენ მანქანას და გაიტაცეს საარჩევნო ბიულეტენები, ამის ნიმუშია. ინციდენტის მიფუჩეჩება, თითქოსდა უტყუარად დადგენილი ეჭვმიტანილის გათავისუფლება სასამართლოს მიერ თავისებურ სანქციას წარმოადგენს ძალადობის შემდგომი წახალისებისათვის. ბიულეტენების გატაცება მაშინ რწმუნებულ ლევან მამალაძის სახელსა და ინტერესს დაუკავშირდა.
პოლიტიკურ ნიადაგზე ძალადობის არაერთი ფაქტი და მსხვერპლი შეიძლება გავიხსენოთ: "ნაციონალური მოძრაობის" თანამგრძნობის, ვინმე მეტრეველის მიერ იარაღის ტრიალი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმავე მამალაძის ხალხის მხრივ საარჩევნო კომისიის შენობის ბლოკირება, რუსთავის არჩევნებზე შანტაჟისა და დაშინების შემდეგ ინფარქტის შედეგად გარდაცვლილი 37 წლის ქალბატონი - სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი, საპარლამენტო არჩევნებზე მღელვარებისა და შეხლა-შემოხლის დროს გარდაცვლილი ადამიანები... პოლიტიკურ ვნებებს საქართველოში უბრალო მოქალაქეები ეწირებიან.
პოლიტიკური მკვლელობა უკიდურესი ზომაა ოპონენტების გასანეიტრალებლად. ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ასეთი გზით მოცილებას შეეცდებიან, ჯერ ადრეა თუნდაც იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ძალთა დისპოზიცია საბოლოო არ არის და უცნობია, რა ძალა აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რა საფრთხის მომტანია ის კონკურენტებისათვის. რაგინდ რადიკალურიც უნდა იყოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პოზიცია, ახლა ვერ იტყვი, რეალურად დაემუქრება თუ არა ის საქართველოს მმართველი ოჯახების ეკონომიკურ ინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლამდე საამისო ძალა არავის შესწევს. შეკვეთილ მკვლელობებს, საქართველოში, როგორც წესი, ეკონომიკური საფანელი აქვს. არავის შეპარვია ეჭვი, რომ, მაგალითად, კახი ასათიანის გაუხსნელი მკვლელობა სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა. პოლიტიკოსთა დაპირისპირება კი ჯერ ასე ტრაგიკული არ არის. ყველაზე მეტი, ის პარლამენტში ცემა-ტყეპით შემოიფარგლოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.