დღეს ათენში, სადაც მუშაობას შეუდგა

დღეს ათენში, სადაც მუშაობას შეუდგა ევროპის კავშირის ორდღიანი სამიტი, კავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ათმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ამ გაერთიანების წევრობის ხელშეკრულებას.
დღეს ათენში, სადაც მუშაობას შეუდგა ევროპის კავშირის ორდღიანი სამიტი, კავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ათმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ამ გაერთიანების წევრობის ხელშეკრულებას.
ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი. კავშირში ამ ქვეყნების ოფიციალური გაწევრიანება 2004 წლის მაისში მოხდება. ხელმოწერის ცერემონია ათენის ცენტრში, სახელგანთქმული აკროპოლისის ძირში გაიმართა. ევროპის ლიდერებისადმი გაგზავნილ მიმართვაში ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა აღნიშნა, რომ გაფართოებული კავშირი მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის გარანტიაა. ახლა ხელშეკრულება ცალ-ცალკე უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის წევრმა 15-ვე სახელმწიფომ. გარდა ამისა, მომავალმა წევრებმა კავშირში შესვლის საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმები უნდა მოაწყონ. ათიდან სამმა ქვეყანამ - მალტამ, სლოვენიამ და უნგრეთმა - რეფერენდუმები უკვე ჩაატარა და დადებითი პასუხი მიიღო.