უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებში მთავარ სალაპარაკო თემად ერაყის ომი რჩება. გარდა იმისა, რომ ერაყში მივლინებული კორესპონდენტები დაწვრილებით აღწერენ საომარ მოქმედებათა მსვლელობას,
პრესაში გრძელდება დისკუსია იმის გარშემო, რამდენად გამართლებულია სადამ ჰუსეინის რეჟიმის ძალით დამხობის ცდა. პრესის დღევანდელ მიმოხილვაში ყურადღებას გავამახვილებთ ორ ინტერვიუზე, რომლებშიც მიმდინარე ომის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული.
საფრანგეთის ყოველკვირეული "პარი მაჩი" ბეჭდავს ჰენრი კისინჯერის ინტერვიუს. მასში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღშფოთებას გამოთქვამს ევროპის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული კარიკატურების გამო, რომლებზეც პრეზიდენტი ბუში საომარ მოქმედებებს მოწყურებული კოვბოის როლში წარმოგვიდგება.
"ამერიკის ადმინისტრაციისთვის ერაყის ომი ტერორიზმთან ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. ის ავღანეთში დაწყებული ოპერაციის მეორე ეტაპია. ჩვენს ევროპელ კრიტიკოსებს ამ ორ ასპექტს შორის კავშირის დანახვა არ სურთ. ფრანგებსა და გერმანელებს უნდათ, ამ აქციაში დაინახონ სუვერენული ქვეყნის მიმართ განხორციელებული ინტერვენცია, რომელიც გეოპოლიტიკურ მიზნებს ისახავს."
კისინჯერმა მძაფრად გააკრიტიკა გერმანიისა და საფრანგეთის პოზიცია და თქვა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ პარიზის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერთი ქვეყნიდან მეორეში სიარულს დაიწყებდა და შეეცდებოდა, თანამოსაუბრენი შეერთებული შტატების წინააღმდეგ აემხედრებინაო. შეკითხვაზე, რაში მდგომარეობს ძირითადი უთანხმოება ევროპელებსა და ამერიკელებს შორის, ჰენრი კისინჯერმა უპასუხა:
"დებატების მთავარი თემა პრევენციულობის თეზისია. როცა ტერორიზმის წინააღმდეგ ომს წარმართავ, იმის იმედად ვერ იქნები, რომ ტერორისტები თვითონ განიარაღდებიან. ამ შემთხვევაში შეკავების მეთოდი ისევე მოქმედებს, როგორც ცივი ომის დროს მოქმედებდა. მასობრივი განადგურების იარაღის შემთხვევაში ტერორისტი არც რაიმე ტერიტორიას იკავებს და არც კონკრეტული ადგილსამყოფელი აქვს. ამ შემთხვევაში, მისი განიარაღების მიზნით, აუცილებელია პრევენციულად მოქმედება."
მოკავშირეთა საბოლოო გამარჯვებაში ჰენრი კისინჯერს ეჭვი არ ეპარება, თუმცა ყოფილი სახელმწიფო მდივანი იმასაც აღიარებს, რომ ერაყში დემოკრატიის დამყარების პროცესი კარგა ხანს გაგრძელდება.
კისინჯერისგან განსხვავებით, მისი თანამემამულე სკოტ რიტერი - განიარაღების ყოფილი ინსპექტორი და სპარსეთის ყურის ომის ვეტერანი - დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები ომს წააგებს. მექსიკის გაზეთ "ლა ხორნადისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიტერი ამბობს:
"ამერიკელთა სამხედრო ძლიერებამ, შესაძლოა, გაჭყლიტოს კიდეც ერაყის არმია, მაგრამ ერაყელი ხალხი არასოდეს დანებდება. მოგვესჯება ოკუპაცია ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნისა, რომლის მებრძოლი მოსახლეობა ყველაფერს იღონებს ჩვენს გასაძევებლად. ერაყში პროამერიკული მთავრობის შექმნაზე საუბარიც ზედმეტია. საბოლოოდ ამ ქვეყნიდან გაგვაგდებენ, და ჩვენ მას დავტოვებთ, ისევე შეგუებულნი მარცხს, როგორც ეს ავღანეთში რუსებს დაემართათ."
შეგახსენებთ, რომ ამ სიტყვების ავტორი, სკოტ რიტერი, ერაყის განიარაღების საკითხებზე მომუშავე გაეროს კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და ამ თანამდებობიდან 1998 წელს გადადგა, თანაც - საკმაოდ სკანდალურ ვითარებაში. გადადგომის მიზეზად რიტერმა ის დაასახელა, რომ შეერთებული შტატები და გაერო ცდილობენ, ხელი შეუშალონ ინსპექციების ჩატარებას და, საერთოდ, ინსპექციების პროცესის ჩაშლა სურთ.