ჯორჯ ბუშის ულტიმატუმის უარყოფით სადამ ჰუსეინმა მხოლოდ დაადასტურა ექსპერტთა ვარაუდი, რომ ერაყის ლიდერი არ მიიღებდა ვაშინგტონის წინადადებას, მშვიდობის შენარჩუნების სანაცვლოდ ქვეყანა დაეტოვებინა.
ახლა მიმომხილველები იმაზე მსჯელობენ, როგორი სცენარით განვითარდება ომი, თავდაცვის რა გზას აირჩევს ერაყის ლიდერი. ამ თემაზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა", რომლის კორესპონდენტები კარლა ენ რობინსი და გრეგ ჯეფი რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
პირველი შესაძლო ვარიანტი ასეთია: თუ ერაყის პრეზიდენტმა ირწმუნა, რომ ამერიკელებს ყველაზე მეტად საკუთარ რიგებში დანაკარგები აშინებთ, იგი სწორედ ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვას შეეცდება და, შესაძლოა, ერაყში მათი შეჭრისთანავე - ან უფრო ადრეც - მიმართოს ქიმიურსა თუ ბიოლოგიურ იარაღს; მთავარი ბრძოლა კი მოგვიანებით, უკვე ბაღდადის გარშემო გაუმართოს მტერს.
მეორე სცენარის მიხედვით, ერაყის გარშემო დასავლელ მოკავშირეთა ბანაკში წარმოშობილი უთანხმოებიდან სადამ ჰუსეინი შესაბამის დასკვნებს გამოიტანს და ამერიკელთა დიპლომატიურ იზოლაციას შეეცდება. ასეთ შემთხვევაში, ძირითად აქცენტს იგი ბაღდადის დაცვაზე გადაიტანს და ამერიკელებს იძულებულს გახდის, დედაქალაქი ალყაში მოაქციოს. კომუნიკაციის საშუალებათა თანამედროვე შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ბაღდადელთა გაჭირვებას მთელი მსოფლიო პირდაპირი ტელეეთერით მიადევნებს თვალს, რითაც კიდევ უფრო გაძლიერდება ანტიამერიკული განწყობილება. თუ სადამმა ეს სცენარი აირჩია, მან წესით თავი უნდა შეიკავოს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისგან.
"უოლ სტრიტ ჯორნალის" მიმომხილველები არც იმ ვარიანტს გამორიცხავენ, რომ სადამ ჰუსეინმა ხელი ჩაიქნიოს ყველაფერზე - პირველ რიგში კი საკუთარ სიცოცხლეზე - და მის განკარგულებაში მყოფი მთელი იარაღი - ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა - ამერიკელი დამპყრობლების ან ისრაელის წინააღმდეგ მიმართოს და თანამემამულეების თვალში წამებულად მოკვდეს.
კარლა ენ რობინსი და გრეგ ჯეფი ცალ-ცალკე განიხილავენ ჩამოთვლილ სამ ვარიანტს.
ვარიანტი პირველი, ანუ ამერიკელთა შორის დანაკარგის მაქსიმალიზების ცდა. თუ ერაყის ლიდერმა ამ გზას მიმართა, იგი შეეცდება, თავისი ჯარი პატარ-პატარა რაზმებად დააქუცმაცოს და ამერიკის თვითმფრინავებს მათი მიკვლევა გაურთულოს. პენტაგონის ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, პატრიკ ლენგის აზრით, სადამ ჰუსეინის დარწმუნებულია, რომ ამერიკელები საკუთარ თავს ცოცხალი ძალის დაკარგვის უფლებას ვერ მისცემენ. "მას ჰგონია, რომ თუ მაგრად შემოგვიტია და ხალხი მოგვიკლა, ომს შევწყვეტთო", უთხრა ლენგმა "უოლ სტრიტ ჯორნალის" კორესპონდენტებს.
იმის საჩვენებლად, რომ სამხრეთ ერაყს უბრძოლველად არ დათმობს, ჰუსეინმა გასულ კვირაში ამ რეგიონის დაცვის საქმე თავის ბიძაშვილს, ალი ჰასან ალ-მაჯიდს ჩააბარა. ეს ის ალ-მაჯიდია, რომელმაც 1988 წელს მომწამლავი გაზით დახოცა ერაყელი ქურთები და მას შემდეგ მეტსახელად "ქიმიური ალი" შერჩა. 1991 წელს, ქუვეითის ოკუპაციის თვეებში, სადამმა ალ-მაჯიდი იქ გუბერნატორად დანიშნა.
სამხრეთში ბრძოლა შეიძლება იმ მომენტში დაიწყოს, როცა აშშ-ის სამხედრო შენაერთები ქალაქ ბასრას მიუახლოვდებიან და მდინარე ევფრატს გადალახავენ. ერაყის ძალები ძირითადად შედგენილი იქნება რეგულარული არმიის შენაერთებისგან, რომლებიც ამჟამად ბასრის, კარბალისა და სხვა ქალაქების გარშემო არიან განთავსებული.
უკეთ შეიარაღებული და უკეთ გაწვრთნილი რესპუბლიკური გვარდიის უდიდესი ნაწილი ჰუსეინმა ბაღდადისა და თავისი მშობლიური ქალაქის - ტიკრიტის გარშემო შეკრიბა; თუმცა, ამ გვარდიის თითო ათიათასკაციანი შენაერთი ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც დატოვა.
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჰუსეინმა სამხრეთ ერაყში გადაიტანა "ხმელეთი-ხმელეთის" ტიპის რაკეტებისა და მსხვილი საარტილერიო დანადგარების გარკვეული რაოდენობა. ამ იარაღით შესაძლებელია ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ქიმიური ან ბიოლოგიური შეტევის განხორციელება, თუმცა, სამხედრო ექსპერტთა ვარაუდით, საარტილერიო ჭურვებით გასროლილი ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების მოქმედება დიდად ეფექტიანი ვერ იქნება. მაგრამ ისიც ეჭვგარეშეა, რომ ამგვარი იერიში უთუოდ შეაფერხებდა ამერიკელი ჯარისკაცების წინსვლას.
ასეთი ტაქტიკის მიზანი იქნებოდა არა ტერიტორიის, არამედ - როგორც გადამდგარი გენერალი რობერტ სკეილსი ამბობს - "საათის გაკონტროლება". ანუ, თუ სადამი ამ გზას აირჩევს, ამოცანად იგი ომის გაჭიანურებას და მსხვერპლის მასშტაბის გაზრდას დაისახავს.
სკეილსი არც იმას გამორიცხავს, რომ ამერიკელი ჯარისკაცების წინსვლის შესაფერხებლად სადამმა კაშხლები ააფეთქოს და სამხრეთი ერაყის ზოგიერთი რაიონი წყლით დატბოროს; ან ნავთობის ჭაბურღილები ააფეთქოს და ცეცხლი წაუკიდოს ნავთობრეზერვუარებს, რითაც ხმელეთზე განთავსებული ობიექტების მოძიებას გაურთულებს მტრის ავიაციას.
სადამ ჰუსეინს უთუოდ იმის იმედიც აქვს, რომ ომის გაჭიანურება ხელს შეუწყობს მოსახლეობაში მისი პოპულარობის ზრდას. "როცა ქვეყანას ბომბების წვიმა აწვიმს, ხალხი ყველაზე სასტიკი დიქტატორის გარშემოც კი ერთიანდებაო", უთხრა "უოლ სტრიტ ჯორნალის" კორესპონდენტებს გადამდგარმა პოლკოვნიკმა ჩარლზ ბორკინიმ, რომლის ფუნქციაში საბრძოლო ოპერაციების ფსიქოლოგიური მომზადება შედიოდა.
ვარიანტი მეორე, ანუ ბაღდადის დაცვა. სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკის, გარი ანდერსონის აზრით, სადამ ჰუსეინის ჯარს არ შესწევს უნარი, შეაჩეროს ამერიკელების სვლა ბაღდადისკენ. ამიტომ, როგორც ანდერსონი და სხვა გამოცდილი სტრატეგები ფიქრობენ, ჰუსეინი მთელს გულისყურს დედაქალაქის დაცვაზე გადაიტანს. იქ ამერიკელთა ტექნოლოგიურ უპირატესობას ნაწილობრივ მაინც გააბათილებს ქუჩის ბრძოლების სპეციფიკა. ვაშინგტონის ბრუკინგზის ინსტიტუტის თანამშრომლის, კენეთ პოლაკის ვარაუდით, სადამ ჰუსეინი, რომელიც საკუთარი ხალხის გაწირვას არ მოერიდება, შეეცდება, ბაღდადი "მესოპოტამიის სტალინგრადად" აქციოს. იგი ყოველ ღონეს იხმარს, რათა ტანჯვისა თუ ნგრევის სასტიკი სურათები მთელმა მსოფლიომ იხილოს და საერთაშორისო თანამეგობრობისა თუ თვით ამერიკელთა საზოგადოებრივი აზრი ომის საწინააღმდეგოდ მიმართოს.
ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მცირერიცხოვან რაზმებად დაყოფილი ერაყელი ჯარისკაცები შენობებში გამაგრდებიან და თავდამსხმელებს დაახლოებით ისეთივე ბრძოლას გაუმართავენ, როგორიც თავის დროზე ჩეჩნებმა გროზნოში გაუმართეს რუსებს.
ვარიანტი მესამე, ანუ წამებულის ხატის შექმნა. ერაყის სამთავრობო ჯარის მიერ, ჰალაბჯაში, გაზით დახოცილი ქურთებისა თუ ცეცხლწაკიდებული ნავთობრეზერვუარების სურათები ადასტურებს, რომ სადამ ჰუსეინი, თუ დასჭირდა, ხოცვასა და ნგრევას არ მოერიდება. ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ერაყის ლიდერი, რა წუთშიც თავისი მარცხის გარდუვალობაში დარწმუნდება, გაქცევას ეცდება, მეორე ნაწილის აზრით კი იგი მტერს ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას და შეეცდება, მას რაც შეიძლება მეტი დანაკარგი განაცდევინოს. ამისთვის გამორიცხული არ არის, სადამი ბაღდადში ამერიკელთა ძალების თავმოყრას დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი, რასაც - მტერთან ერთად, თავად ერაყელებს შორისაც დიდძალი მსხვერპლი მოჰყვებოდა.