სარაევოში ინტერპოლის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა

სარაევოში ინტერპოლის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინტერპოლი და ბოსნიის პოლიცია ეძებენ სერბიის პრემიერ-მინისტრის ზორან ჯინჯიჩის
სარაევოში ინტერპოლის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინტერპოლი და ბოსნიის პოლიცია ეძებენ სერბიის პრემიერ-მინისტრის ზორან ჯინჯიჩის
მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს, რომელიც შეიძლებოდა სერბიიდან მეზობელ ბოსნიაში გადასულიყო. სერბიის პოლიციამ თავის ბოსნიელ კოლეგებს აცნობა, რომ ეჭვმიტანილი ბოსნიის დედაქალაქის - სარაევოს აეროპორტში უნდა ყოფილიყო. ამ დრომდე დაკავებულია ჯინჯიჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 56 პირი, მათ შორის - იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ყოფილი სახელმწიფო დაცვის უფროსი და მისი მოადგილე. 14 მარტს სერბიის პოლიციამ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობის ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილის დუშან სპასოევიჩის კუთვნილი შენობები გაანადგურა.