იმის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციას ერაყში, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი მიესალმა ედუარდ
შევარდნაძის გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილი კი დაუპირისპირდა მას. ამ კამათმა და პოზიციათა დაპირისპირებამ ქართველების ცნობიერებაში აქტუალობა შესძინა ქართული სახელმწიფოს მთავარ პრობლემას: დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
ვინ დაგვიბრუნებს აფხაზეთს? ამ შეკითხვას, დღევანდელი მსოფლიო მოვლენების ფონზე, გაცილებით ხშირად მოისმენთ, ვიდრე თუნდაც ორიოდე თვის წინ.
მართლაცდა, ვინ დაგვიბრუნებს აფხაზეთს? საქართველოს ხელისუფლება მზად არის, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ერაყელი ხალხის გათავისუფლებაში დიქტატურისგან. ედუარდ შევარდნაძე თავის ხალხს ჰპირდება, რომ, სანაცვლოდ, ამერიკა მეგობარი საქრთველოს პრობლემების გადაჭრისთვისაც მოიცლის. თუმცა თავის ბოლო წერილში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შევარდნაძეს მკაფიოდ უთითებს, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაჭრაზე საქართველო, ამერიკა და რუსეთი ერთად იმუშავებენ.
ერაყში ომის მომხრე და მოწინააღმდეგე ქართველები დღეს ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქართული სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი თავისივე გასაჭირია და არა ერაყული დიქტატურა. ახლა ხშირად იხსენებენ აფხაზეთის ომს და გულდაწყვეტით ამბობენ, რომ ქვეყნის გამთლიანება შეუძლებელია. სულ უფრო მეტი გულისტკივილი გამოითქმის იმის გამო, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავში ვერ მოძებნა რესურსი თავისივე უმთავრესი პრობლემის გადასაჭრელად.
1991 წლის ოც თებერვალს, დიდმარხვის პირველ კვირაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ ქართული ეკლესიის მრევლს მიმართა ცხინვალში გაჩაღებულ სისხლისღვრასთან დაკავშირებით. მის მიმართვაში ასეთი სიტყვებია: "ღმერთმა ჩვენ მიწა გვიბოძა. და ღვთის წინაშევე უნდა განვმარტოთ, როგორ გამოვიყენეთ ჩვენთვის ბოძებული ტალანტი. რას ვეტყვით უფალს: "აი, უფალო, ჩვენ გვიყვარდა ეს მიწა, ვცხოვრობდით მასზე და შენ გადიდებდით. ვენახს ვაშენებდით და ხორბალი მოგვყავდა, ხოლო ღვინო და პური შენს საკურთხეველში მოგვქონდა, რათა მათი მეშვეობით ჩვენში შემობრძანებულიყავი". ან იქნებ სხვაგვარად ავუხსნით უფალს ჩვენს სიმართლეს? მაგალითად, ამგვარად: "აი, უფალო, ჩვენ ისე გვიყვარდა ეს მიწა, რომ ვხოცავდით და ვდევნიდით ყველას, ვინც, ჩვენს გარდა, გაბედავდა, რომ მისთვის საკუთარი მიწა ეწოდებინა"...
ამ მიმართვიდან თორმეტი წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო კიდევ მეტად უსუსური და ხეიბარია. და ამგვარი იქნება მანამ, სანამ არ გაამთლიანებს მიწას, რომელიც ღმერთმა ქართველებს და ამ მიწაზე მცხოვრებ სხვა ერებს მოსავლელად უბოძა. დღეს, როდესაც საქართველოს, ნებსით თუ უნებლიეთ, შესაძლოა, სხვის ომში მოუხდეს ჩაბმა, საკუთარი მიწის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სასიცოცხლო ამოცანად გამოიყურება. შესაძლოა, სწორედ ამ თვალსაზრისით აღმოჩნდეს აქტუალური ამერიკა-ერაყის კონფლიქტი ჩვენი ქვეყნისთვის.