პოლიტიკოსებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყდება, რა გზით ივლის ქვეყანა, სულ მცირე, შემდგომი ათი წლის განმავლობაში.
პოლიტიკურ ასპარეზზე კი ისევ ის სახეებია, რომლებსაც საზოგადოება გასული ათი წლის განმავლობაში ხედავდა. რას გვპირდებიან ძველი სახეები სამომავლოდ?
ედუარდ შევარდნაძე საქართველოს იმ ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა, როდესაც ქვეყანა თან საბჭოთა წესებით იმართებოდა, თან დემოკრატიის ნორჩ ყვავილებს ახარებდა. გარდამავალი პერიოდისთვის ნიშანდობლივი იყო ორი ტენდენცია: ძველის შენარჩუნება და ახლის დამკვიდრება. მრავალი წლის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძე საკუთარ ძალაუფლებას და ქვეყნის სტაბილურობას ამ ორი ტენდენციის შეჯერებით ინარჩუნებდა. ერთი მხრივ, ქვეყანას მართავდა ნომენკლატურა, მეორე მხრივ, პოლიტიკაში გამოჩნდნენ ახალი სახეები, ახალი იდეებით. როდესაც დაბალანსების პოლიტიკამ საკუთარი თავი ამოწურა, ორივე ბანაკმა პრეზიდენტისგან მოითხოვა საბოლოო განაჩენი და გამარჯვებულის გამოცხადება. ედუარდ შევარდნაძემ სხვა გზა აირჩია - თავისი უახლოესი გარემოცვიდან მოიცილა როგორც ერთი, ისე მეორე ბანაკის ძლიერი ფიგურები. პრეზიდენტის ირგვლივ სივრცე შეავსეს სუსტმა ლიდერებმა, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
ედუარდ შევარდნაძის ამჟამინდელი გარემოცვა კმაყოფილია არსებული ვითარებით და რაიმეს შეცვლაზე არ ფიქრობს. ამ ნიშნით, ნამდვილად "ძველების" ბანაკმა მოიგო. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ბანაკში გარდამავალი პერიოდის მიწურულს იმდენად სუსტი ფიგურები აღმოჩნდნენ, რომ ძნელი წარმოსადგენია, მათ განსაზღვრონ საქართველოს სახე მომავალ ათწლეულში. ხელისუფლებიდან განდევნილი "ახლები" კი ენერგიულად გამოიყურებიან, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმაც დაადასტურა. ასე რომ, არავინ იცის, ვინ დარჩება მოგებული.
გარდამავალი პერიოდის შეფასებისთვის კიდევ ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმდენად განსაკუთრებული, რომ ჯორჯ ბუში შევარდნაძისთვის გამოგზავნილ ბოლო წერილში ქართული ენერგეტიკის პრობლემებზე საუბრობს, თითქოს, ამერიკის პრეზიდენტს ამჟამად სხვა საზრუნავი არ ჰქონდეს. მაგრამ სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ამერიკელებმა ქართულ კორუფციასთან ვერაფერი გააწყვეს. გადაუჭრელია აფხაზეთის პრობლემა, რუსეთის სამხედრო ბაზების პრობლემა და ყველა სხვა პრობლემაც. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამერიკელი სამხედროები საქართველოში არიან, შესაძლოა, საბოლოოდ სერიოზული ფაქტორი აღმოჩნდეს გარდამავალი პერიოდის შესაფასებლად.
ყველაზე მეტად სამწუხარო ისაა, რომ ამდენ ბრძოლასა და ურთიერთდაპირისპირებაში, ტენდენციების ჭიდილსა და კომპრომატების ომში, არავინ იცის, როგორ, რა გზით უნდა განვითარდეს ქვეყანა. არ არსებობს არც ერთი პარტია, ჯგუფი ან ინსტიტუტი, რომელიც სისტემურად იკვლევდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიას: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, კორუფციის აღმოფხვრას, ეკონომიკის გაჯანსაღებას, მეცნიერების და კულტურის აღორძინებას, ხალხის დასაქმებას. ეს გარდამავალი პერიოდის ერთადერთი რეალური შედეგია. ყველაფერი დანარჩენი - პოლიტიკური ილუზიების სფეროა.