ბოლო დღეების განმავლობაში საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიიპყრო დაუდასტურებელმა ცნობამ ხელისუფლების წიაღში ჩაფიქრებული "შეთქმულების" შესახებ.
იმის გამო, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ფაქტს ვერავინ ადასტურებს, დღეს მხოლოდ ვითარების ზოგადი ანალიზი და ვარაუდების გამოთქმა შეიძლება.
არის თუ არა მოსალოდნელი ედუარდ შევარდნაძისა და ავთანდილ ჯორბენაძის დაპირისპირება?
როდესაც ავთანდილ ჯორბენაძე სახელმწიფო მინისტრად შეირჩა, საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილი იყო, ხოლო პარლამენტს სუსტი და ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა - ნინო ბურჯანაძე უძღვებოდა. ამ პირობებში სახელმწიფო მინისტრის პოსტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ნებისმიერ ძლიერ ფიგურას, ფაქტობრივად, უპირატესი პოზიცია ენიჭებოდა პრეზიდენტის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში. ამას სამი ფაქტორი განაპირობებდა. პირველი: პარლამენტის უსუსურობის გამო, ძალაუფლების ცენტრი სახელმწიფო კანცელარიაში ინაცვლებდა. მეორე: სახელმწიფო მინისტრი რჩებოდა ერთადერთ ფიგურად, რომელსაც ეძლეოდა რეალური საქმის კეთების ასპარეზი. მესამე: კონსტიტუციური იერარქიის მეორე პირი - პარლამენტის თავმჯდომარე არ ამჟღავნებდა საპრეზიდენტო ამბიციას და ამით სახელმწიფო მინისტრს ნებაყოფლობით უთავისუფლებდა გზას პრეზიდენტის სავარძლიკენ.
ამ ვითარებას პოლიტიკოსები მკაფიოდ აცნობიერებდნენ და ძალიან ფრთხილობდნენ, ვიდრე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე რომელიმე კანდიდატურას მხარს დაუჭერდნენ. მაშინდელი პარლამენტი იმდენად დაქუცმაცებული იყო, რომ პრეზიდენტის ნება კანდიდატის გასაყვანად აღარ კმაროდა. აი, ამ რეალობაში შეირჩა ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა სუსტი პოლიტიკური იმიჯის გამო. მოგვიანებით ეს იმიჯი კიდევ მეტად დაასუსტა პრეზიდენტმა, რომელმაც ჯორბენაძეს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეობა დაავალა.
ავთანდილ ჯორბენაძე გრძნობდა თავისი მდგომარეობის როგორც სუსტ, ისე ძლიერ მხარეებს. ერთი მხრივ, იგი აღმოჩნდა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში, მეორე მხრივ - მას მიეცა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. თუ ჯორბენაძე მთლიანად მიენდობოდა პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მისი კარიერა 2003 წლის არჩევნების შემდეგ დასრულდებოდა. ხოლო თუ თავად იზრუნებდა საკუთარ მომავალზე, ამ შემთხვევაში მოუხდებოდა პრეზიდენტთან შეუთანხმებლად და მისგან ფარულად მოქმედება. ნიშანდობლივია, რომ ჯორბენაძის ღია ინიციატივები თბილისის მერის და ძალოვანი მინისტრების წინააღმდეგ შევარდნაძემ თავიდანვე ჩაახშო. მანვე დაიწუნა კანცელარიის რეორგანიზაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მინისტრის ფუნქციები არსებითად ფართოვდებოდა.
ამის შემდეგ ავთანდილ ჯორბენაძე პოზიტიური გზით წავიდა: შექმნა საკუთარი უმრავლესობა პარლამენტში, დაიწყო დიალოგი არასამთავრობო სექტორთან, შეეცადა საკუთარ მოკავშირედ გაეხადა ასლან აბაშიძე. მაგრამ, საფიქრებელია, რომ პრეზიდენტისთვის ამ სამი ინიციატივიდან მისაღები არც ერთი არ იყო.
მზადდებოდა თუ არა ხელისუფლების წიაღში შეთქმულება პრეზიდენტის წინააღმდეგ, საზოგადოება, ალბათ, ვერასოდეს შეიტყობს. თუმცა ამ ცნობის გავრცელებით ავთანდილ ჯორბენაძის პირადი ინიციატივები რომ კარგა ხნით (და, შესაძლოა, სამუდამოდაც) შეიზღუდა, უეჭველია.