მიუნხენის კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე - ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან

შაბათს, 8 თებერვალს, მიუნხენში მუშაობას შეუდგება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
კონფერენცია მეტად წარმომადგენლობითია. მასზე ჩასულ 250-ზე მეტ დელეგატს შორის არიან აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი, ფორუმის მასპინძელი ქვეყნის - გერმანიის - სამხედრო და საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები. საქართველოს მიუნხენის კონფერენციაზე წარმოადგენენ თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, პარლამენტის წევრები გია ბარამიძე და გივი შუღაროვი, აგრეთვე ორი ელჩი: გერმანიაში - კოტე გაბაშვილი და ნატოში - დავით დონდუა. ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დავით კაკაბაძე ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს დელეგაციის კიდევ ერთ წევრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძეს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.

იხ. აუდიოვერსია