ასობით ადამიანი შეუერთდა დღეს მოსკოვში

ასობით ადამიანი შეუერთდა დღეს მოსკოვში დემონსტრაციას, რომლის მონაწილენი პროტესტს გამოთქვამდნენ ჩეჩნეთში
ასობით ადამიანი შეუერთდა დღეს მოსკოვში დემონსტრაციას, რომლის მონაწილენი პროტესტს გამოთქვამდნენ ჩეჩნეთში
მიმდინარე ომის გამო და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდებდნენ - მოლაპარაკება დაიწყოს ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერებთან. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 1000-დე ადამიანი მონაწილეობდა პუშკინის მოედანზე გამართულ დემონსტრაციაში, მაშინ როცა პოლიცია აცხადებს, რომ ხუთასამდე ადამიანი დაესწრო ამ მანიფესტაციას. დემონსტრანტებმა მოითხოვეს ამასთანავე, რომ რუსეთის მთავრობამ გააუქმოს ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუციის თაობაზე 23 მარტისათვის დანიშნული რეფერენდუმი.