მიმდინარე კვირაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ზედიზედ რამდენიმეჯერ იქცა ოფიციალურ პირთა შეშფოთებული განცხადებების საგნად. არადა, თებერვალში,
რვაწლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა, უნდა დაიწყოს ამ 1730-კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა, რისთვისაც ფოთის პორტში, ამ ათიოდე დღის წინათ, უკვე ჩაიტანეს კიდეც უზარმაზარი მილების პირველი პარტია. მაინც, რა იწვევს სპეციალისტთა თუ პოლიტიკოსთა შეშფოთებას?
სპეციალიზებულმა პერიოდულმა გამოცემამ "ოილ ენდ გაზ ჯორნალმა" ამ რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, საფარ აბიევის განცხადება, რომელშიც საუბარია სომხეთის "აგრესიულ პოლიტიკაზე" ბაქოს მიმართ. აბიევის თქმით, ერევნის მიერ იარაღისა და სამხედრო ძალის კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის სტაბილურობას, არამედ უშუალოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებასაც.
აზერბაიჯანელი მინისტრის ამ განცხადებაზე სომხეთს არაფერი უპასუხია, თუმცა ამ ქვეყნის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა გასულ კვირაში ერთხელ კიდევ გამოთქვა მოწოდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.
19 იანვარს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ ასევე შეშფოთებით ისაუბრა ბაქო-სუფსის მილსადენზე მომხდარი საბოტაჟის შესახებ, როცა თბილისიდან სამოციოდე კილომეტრით დაშორებულ სოფელ სვენეთთან 150 ტონამდე ნავთობი დაიღვარა.
საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას, ჭანტურიამ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედთა ერთადერთი მიზანი იყო, შეეფერხებინათ ბაქო-სუფსის მილსადენის ნორმალური მუშაობა, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას მოახდენდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაზე. კერძოდ, ინვესტორებს ეტყოდნენ, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე მდებარე ამა თუ იმ ობიექტის უსაფრთხოება და რომ მომავალი ნავთობსადენი მუდმივი ხიფათის ქვეშ იქნება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის უსაფრთხოების საკითხს საგანგებო კომენტარი მიუძღვნა რადიო "თავისუფლების" ბოსტონელმა მიმომხილველმა, მაიკლ ლელიველდმა, რომლის აზრით არც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადება და არც ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე მომხდარი ინციდენტი არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, თითქოს "საუკუნის პროექტად" წოდებულ მშენებლობას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს. მაგრამ, ლელიველდის შეფასებით, ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს პროექტის იმ ნაწილის სრულყოფაზე, რომელიც სწორედ უსაფრთხოების ასპექტს უკავშირდება.
ჩვენი მიმომხილველი ამის დასტურად მიიჩნევს "ბრიტიშ პეტროლეუმის" პოლიტიკური მრჩევლის, ჯონ გერსონის ამასწინანდელ სტუმრობას თბილისში, აგრეთვე, საქართველოს გეგმას, მილსადენის დასაცავად გაამწესოს აშშ-ის "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული საგანგებო შენაერთები. გარდა ამისა, მაიკლ ლელიველდის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიმართა აშშ-ის კორპორაცია "ნორთროპ გრუმანს", რომელმაც, როგორც ჩანს, ელექტრონული სათვალთვალო სისტემით უნდა აღჭურვოს მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 235-კილომეტრიანი მონაკვეთი.
თუმცა, დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ვერავითარი სათვალთვალო სისტემა და ვერავითარი საგანგებო შენაერთები ვერ უზრუნველყოფს მილსადენის უსაფრთხოებას, ვიდრე რეგიონში არ მოგვარდება უმწვავესი პრობლემები - მთიანი ყარაბაღის, ჩეჩნეთის, აფხაზეთისა თუ სამხრეთი ოსეთის კონფლიქტები.