ცნობილია, რომ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა. საქართველოს მოსახლეობისთვის კი პოლიტიკური პროცესი მწარე რეალობისა და ტკბილი ილუზიების ჯაჭვად ჩამოყალიბდა.
ამ ჯაჭვში რეალური პოლიტიკის, თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების განხორციელების ადგილი თითქმის აღარ დარჩა.
საბჭოთა პერიოდში, დანარჩენი რესპუბლიკების სარკმლიდან, საქართველო აყვავებულ ბაღნარად და სამოთხედ მოჩანდა. საქართველოში იყო ყველაფერი, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება: მზიანი დღეები, ზამთრის და ზაფხულის კურორტები, სამკურნალო წყლები, კეთილდღეობა, გულითადი ურთიერთობები. არა მხოლოდ "მოძმე რესპუბლიკების" მოქალაქეებს, თავად ქართველებსაც სჯეროდათ, რომ სამოთხეში ცხოვრობდნენ, რომ ღვთისმშობელმა კალთა დააბერტყა მათ სამშობლოს. ამ თემაზე ჯერ ლეგენდები შეიქმნა, შემდეგ კი - ლეგენდების მიხედვით - ლექსებიც დაიწერა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ქართველები მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდნენ: გაღატაკდნენ, სამუშაოსა და ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ, გაითოშნენ, გაბოროტდნენ და ერთმანეთის სისხლიც დაღვარეს.
მაგრამ მრავალწლიან კატაკლიზმებში არ დაკარგულა ერთი სხივი, რომელსაც იმედით ეჭიდებოდა ქართველების ხან ერთი და ხან მეორე ნაწილი - ეს იყო პოლიტიკური ილუზიები.
პირველი ილუზია ბედნიერი მომავლის შესახებ ეროვნულ მოძრაობას, შემდეგ კი - ეროვნულ ხელისუფლებას დაუკავშირდა. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ზვიად გამსახურდია იქცა იმ გმირად, რომელიც ქვეყანას შეუნარჩუნებდა მზიან დღეებს, ზამთრის და ზაფხულის კურორტებს, სამკურნალო წყლებს, კეთილდღეობას, გულითად ურთიერთობებს და ამას დაუმატებდა ახდენილ ოცნებას - ქვეყნის დამოუკიდებლობას. ის სულისკვეთება, რომ "ოღონდაც გავთავისუფლდეთ და ბალახს მოვძოვთ", - მორიგი პოლიტიკური ილუზია აღმოჩნდა. გამსახურდიას ხელისუფლების განდევნის პერიოდში საქართველო უკვე მოცული იყო უმძიმესი სოციალური პრობლემებით, გახვეული იყო სამოქალაქო ომში და მოქცეული იყო ახალი პოლიტიკური ილუზიის ტყვეობაში.
ეს ახალი ილუზია ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებას დაუკავშირდა. ალბათ, ბევრს მოუსმენია ნაცნობ-მეგობრების იმედიანი მსჯელობა: რაკი შევარდნაძე ჩამოვიდა, ხალხი შიმშილით აღარ დაიხოცება, მოიტანს, გააჩენს ყველაფერს; უცხოეთში პატივს სცემენ, დამსახურება აქვს და დაეხმარებიან.
როდესაც ადამიანები ამგვარად მსჯელობდნენ, ისინი არ გულისხმობდნენ ხორბალს, რომლის ნაწილიც, მართლაც, საჩუქრად შემოვიდა საქართველოში; არ გულისხმობდნენ შეღავათიან კრედიტებს, რომლებსაც მოსახლეობამდე არ მიუღწევია; არ გულისხმობდნენ გრანტებს, რომლებზეც ხელი დღემდე საზოგადოების მხოლოდ ერთ ჯგუფს მიუწვდება. ადამიანები გულისხმობდნენ, რომ შევარდნაძე საქართველოს სრულად აღუდგენდა წინა წლების დანაკარგს და კიდევ მეტ კეთილდღეობას მოუტანდა ქვეყანას, ვიდრე ქართველების მეხსიერებას შემორჩენილი ჰქონდა საბჭოთა პერიოდიდან.
ეს პოლიტიკური ილუზიაც მალე განქარდა, რასაც ვერ ვიტყვით ედუარდ შევარდნაძის ქარიზმაზე. ის აზრი, რომ საქარველოში საფუძველი ეყრება ახალ, თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს და მისი დამფუძნებელი ედუარდ შევარდნაძეა - ყველაზე ხანგრძლივი და სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ილუზია აღმოჩნდა. ამ ილუზიამ ქვეყნის მოსახლეობა თითქმის ათი წლით მოიცვა.
დღეისათვის შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურა ისეთივე განძარცულია, როგორიც ზვიად გამსახურიდია აღმოჩნდა თავისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში. ამიტომ საზოგადოება მორიგ პოლიტიკურ ილუზიას ქმნის: ბევრი დარწმუნებულია, რომ როგორც კი შევარდნაძის პრეზიდენტობის ხანა ამოიწურება და "ქვეყანას ახალი პატრონი გაუჩნდება", - საშველიც მაშინ დადგება.
სინამდვილეში, დიდი იმედების დამყარება პრეზიდენტის შეცვლაზე ნამდვილად არ ღირს. ჯერ ერთი, საქართველოს ყველანაირი რესურსი იმდენი წლის განმავლობაში ნადგურდებოდა, რომ ამ დანაკარგის ანაზღაურება ბევრ დროს, სწორ პოლიტიკურ სისტემას და განუწყვეტელ მუშაკობას მოითხოვს. მეორეც - დღეს პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ძალები მთლიანად არიან კონცენტრირებული ძალაუფლების მოპოვებაზე, კონკურენციის პირობებში უპირატესი პოზიციის დაკავებაზე, პოლიტიკური მეტოქეების ღია ან ფარულ დისკრედიტაციაზე. პოლიტიკური პროცესის ამგვარი ეგოისტური მიმართულება შეუძლებელს ხდის, სისტემურად იქნას აღწერილი და გააზრებული სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა და მწყობრად ჩამოყალიბდეს მისი გამოსწორების გზები.
ვიდრე ძალაუფლების ცვლა ავტომატურ რეჟიმში არ მოექცევა და კანონმდებლობის ჩარჩოს არ დაექვემდებარება; ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვა ის, ვისაც ხალხი აირჩევს და ხელისუფლებიდან არ წავა ის, ვისაც ხალხი აღარ აირჩევს; ვიდრე აშკარა ეგოისტური აქცენტები პოლიტიკის სამარცხვინო მიმართულებად არ შეფასდება - მანამდე ზოგადი ვითარების გაუმჯობესების იმედად ყოფნა მორიგი რგოლია მწარე სიმართლისა და ტკბილი ილუზიების უწყვეტ ჯაჭვში.