ასლან აბაშიძის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა და აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის საჯარო დაპირისპირებამ სასამართლოში გადაინაცვლა.
ჯერჯერობით სრულფასოვანი პროცესის გამართვა ვერ მოხერხდა. სასამართლოში ორივე მხარე მხოლოდ ახლახან გამოცხადდა და მოსამართლეებს ურთიერთბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები გადასცა. რა ბრალდებებსა და მოთხოვნებს უყენებენ ერთმანეთს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიათა წარმომადგენლები?
მომჩივან მხარეს აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი წარმოადგენს. მის მიმართ ათასგვარი ბრალდებები აქამდეც არაერთხელ გამოთქმულა, თუმცა მათი უმრავლესობა პასუხგაუცემელი რჩებოდა.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] „მე მაინც ბოლო პერიოდში ჩავთვალე, რომ ასე მთლად ყველაფერზე წაყრუება არ იქნებოდა სწორი და ვიფიქრე, თუკი ვინმე რამე ბრალდებებს მიყენებს, ის ბრალდებები მან უნდა დაამტკიცოს. ამ შემთხვევაში ეს მოუწევს ბაღათურიას, რომელიც ძალიან გააქტიურდა პოლიტიკური დაკვეთით.“
ბათუმური პოლიტიკური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ჯონდი ბაღათურიას საჯარო განცხადებების გამო ნადარეიშვილმა თავისი ღირსება და პატივი შელახულად მიიჩნია და საოლქო სასამართლოში ბაღათურიასაგან ბოდიშის მოხდა და 600 ათასი ლარი მოითხოვა. იურიდიულად ბაღათურიას პასუხი მოეთხოვება პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო. მოპასუხის განცხადებით:
[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „არა ცნობების გავრცელებას აქვს ადგილი, არამედ მე გავაკეთე ჩემეული შეფასება ჩემს ხელთ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით. ანუ მე ვაფასებ ბატონი ნადარეიშვილის მოღვაწეობას, როგორც კორუმპირებულს, როგორც ანტისახელმწიფოებრივ ელემენტს, მე ვეყრდნობი ოფიციალურ დოკუმენტურ მასალებს.“[სტილი დაცულია]
ოფიციალურ დოკუმენტებს შორის არის ნადარეიშვილის ქონებრივი დეკლარაცია. მასში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერის წლიური შემოსავალი, მეუღლის შემოსავალთან ერთად, 15 ათასი ლარია.
მას დევნილობაში ყოფნისას, 9 წლის მანძილზე, ეს თანხა მთლიანად რომ დაეზოგა, 135 ათასი ლარი შეგროვდებოდა. თუმცა, იმავე დეკლარაციის მიხედვით, ნადარეიშვილს თბილისში აქვს 150 ათას ლარად შეფასებული სახლი და 20 ათას ლარიანი ავტომანქანა. ნადარეიშვილი ყველაფერს უარყოფს:
[ნადარეიშვილის ხმა] „არავითარი კავშირი არა მაქვს ამ სახლებთან და სასახლეებთან, იმიტომ რომ მე თბილისში არავითარი სახლები და სასახლეები არა მაქვს.“
მეორე უფრო მძიმე პოლიტიკური ბრალდება აფხაზეთის კონფლიქტის მიმართ დევნილი ხელისუფლების ლიდერის დამოკიდებულებას შეეხება. ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ ნადარეიშვილი აფხაზეთის კონფლიქტის შენარჩუნებითაა დაინტერესებული. იგი ამის დასამტკიცებლად კორუფციის ფაქტებს ასახელებს. მაგალითად, ნადარეიშვილის დადგენილებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომისიის წევრისგან შესყიდულია ავტომობილი, რომელიც ისევ ამ პირს გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. ამ ოპერაციით, ბიუჯეტის კუთვნილი 30 ათასი ლარი კერძო პირს გადაეცა.
ტელეარხ „რუსთავი ორის“ გადაცემა „60 წუთის“ ჟურნალისტი ბესო კურტანიძე ინფორმაციას სხვა კორუფციულ ოპერაციებზეც ფლობს. საქმე ეხება ლტოლვილთა თანხების განაწილებას. თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ:
[ნადარეიშვილის ხმა] „სასამართლოში წარმოვადგინე ცნობა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას დევნილთა შემწეობის თანხებთან არასდროს არავითარი კავშირი არ ჰქონდა.“
ბესო კურტანიძე კი სულ საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი განმარტებით, შემწეობის მიმღებ ლტოლვილთა თანხები დევნილი ხელისუფლების ინფორმაციის საფუძველზე გამოიყოფა.
[ბესო კურტანიძის ხმა] „იტყვიან, რომ სოფელში 500-ის ნაცლად ცხოვრობს 700 კაცი და ამ 200 კაცის ფულს ვიღაც იჯიბავს, უბრალო ლტოლვილი ამას ვერ ახერხებს. ამაში წლების მანძილზე ჩართული იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და, გარკვეულწილად, პროკურატურაც.“
არის სხვა ფაქტებიც, რომელთა ერთობლიობა ჯონდი ბაღათურიას ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს აძლევს:
[ბაღათურიას ხმა] „ნადარეიშვილი შეგნებულად ხელს უშლის აფხაზეთში ქართული იურისდიქციის აღდგენას, იმიტომ რომ შემდგომში მას ამის კეთების საშუალება არ ექნება. ყველასთვის ცხადია, თუ აფხაზეთში აღდგა ქართული იურისდიქცია, არც არძინბას და არც ნადარეიშვილს იქ აღარ დაედგომებათ. ხელმძღვანელობაში აუცილებლად მოვა ვიღაც მესამე.“
დამოუკიდებელ ჟურნალისტ ბესო კურტანიძეს მიაჩნია, რომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების კორუფციული ქმედებები შესაბამისი ფაქტების აღმოჩენისას იოლი დასამტკიცებელი იყო, სამართალდამცველებს რომ სათანადო ინტერესი გამოეჩინათ. ახლა, საქმეთა ხანდაზმულობის გამო, მათი დამტკიცება სულ უფრო გაჭირდება. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი ვითარება აძლევს თამაზ ნადარეიშვილს გამარჯვების იმედს.
[ნადარეიშვილის ხმა] „ერთ-ერთ ბრალდებაში ბაღათურია მე მიყენებს, რომ ნადარეიშვილმა დაშალა პარტიზანული მოძრაობა, როდესაც პარტიზანულ მოძრაობას თუ ვინმე ეხმარება, ეს არის თამაზ ნადარეიშვილი. ამიტომ იმ თანხას, რომელსაც ჩვენ სასამართლოში მოვიგებთ, მთლიანად გადავრიცხავთ პარტიზანულ მოძრაობაში.“[სტილი დაცულია]
სასამართლო პროცესი, რომელზეც მხარეთა პოზიციების საფუძვლიანი მოსმენა გაიმართება, 25 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.