მცირეხნიანი პაუზის შემდეგ პანკისის ხეობამ რუსეთის პრესაში კვლავ წამყვანი ადგილი დაიკავა. 17 დეკემბერს რუსული წყაროები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას ცნობილი ჩეჩენი მებრძოლის რუსლან
გელაევის და მისი რაზმის მოსალოდნელი მარშრუტების შესახებ. ერთი მხრივ, გელაევისა და მისი რაზმის პანკისის ხეობიდან რუსეთში შეჭრის შესაძლებლობას აღნიშნავდნენ, მეორე მხრივ, გამოზამთრების მიზნით, ამ დაჯგუფების საქართველოში დაბრუნებას წინასწარმეტყველებდნენ. საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ორივე ვერსიას უსაფუძვლოს უწოდებენ.
როგორც უკვე ვთქვით, რუსეთის პრესა გელაევის რაზმის სავარაუდო მარშრუტზე ალაპარაკდა და, გაურკვეველ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური პანკისის ხეობიდან რუსეთის ტერიტორიაზე მორიგ იერიშს გეგმავს; მანამდე რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი გელაევის თანამებრძოლები გამოსაზამთრებლად საქართველოში მობრუნებას ცდილობენ, რისთვისაც საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე თბილ ტანსაცმელს და სათანადო სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობენ. სააგენტო “ინტერფაქსის” მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ჩეჩენი მებრძოლების საქართველოში გადმოყვანის ოპერაციას თავად გელაევი და მისი 40 კაციანი ჯგუფი პანკისის ხეობიდან ხელმძღვანელობს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ ეს ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებს, რათა საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიის ტყეებს შეხიზნულ თანამებრძოლებს საქართველოსკენ გზის გაკვალვაში დაეხმაროს. ყოველივე ამასთან დაკავშირებით საქართველოს უშიშროების სამსახურში განმარტებები ორი მიმართულებით გააკეთეს.
პირველი [ნიკა ლალიაშვილის ხმა]: “არანაირად არ დასტურდება ჩვენ მიერ ის ფაქტი, რომ გელაევის რაზმი აპირებს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას, იმ მარტივი ამბის გამო, რომ გელაევის რაზმი, რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფება.”[სტილი დაცულია]
მეორე, როგორც უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, თუ გელაევის რაზმის საქართველოში დაბრუნების გეგმა რეალურია და ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს სარწმუნო და სანდო წყაროებიდან აქვთ ინფორმაცია მიღებული, გაუგებარია, რუსეთის სათანადო სამსახურებმა რატომ არ მოაწოდეს საქართველოს მხარეს ეს ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის თაობაზე საქართველო და რუსეთი შეთანხმებულები არიან და, რაკი გელაევის რაზმის საქართველოში დაბრუნების საშიშროებასთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური შეტყობინება არ მოსულა, ლალიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა და, უბრალოდ, საქართველოს წინააღმდეგ ახალი საინფორმაციო ტალღის აგორებას ისახავს მიზნად. ასევე ფიქრობენ საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში. მათი მონაცემებით, საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარი ორივე მხრიდან საიმედოდ კონტროლდება. საცალფეხო უღელტეხილები კი თოვლით ისეა დაცული, რომ გადაადგილებისთვის მათი გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია. მაგრამ დავუბრუნდეთ პანკისის ხეობას, სადაც ისევ გელაევი და მისი რაზმი ელანდებათ. ნიკა ლალიაშვილი აცხადებს:
[ნიკა ლალიაშვილის ხმა] “გადაჭრით ვამბობ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გელაევი არ იმყოფება. ხეობაში დარჩენილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან კანონთან, რომლებიც ჩარჩნენ იქ, მაგრამ ეს არის უმნიშვნელო ჯგუფი და მას ქვეყნისთვის არავითარი საფრთხის შექმნა არ შეუძლია. “
უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ პანკისის ხეობაში ჩარჩენილების მიმართ ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება და ყველაფერი კეთდება ხეობაზე სრული კონტროლის მისაღწევად.