შეერთებულმა შტატებმა გასცა უფლება ჩაიტანონ იემენში "სკადის" ტიპის რაკეტები,

რომლებიც ამ ქვეყანას ჩრდილოეთი კორეიდან გაეგზავნა. ეს რაკეტები იმყოფებოდა გემზე, რომელიც ესპანეთმა და აშშ-მა დააკავა არაბეთის ზღვაში, რადგან გემს არ სურდა თავიდან დანებება. ხომალდს კარგა ხანს უთვალთვალებდა შეერთებული შტატების დაზვერვა. დაკავება იემენმა მკაცრად გააპროტესტა და განაცხადა, რომ მას ვერავინ უკრძალავს თავდაცვის მიზნით შეძენილი რაკეტების ტრანსპორტირებას. ამასთან, იემენის თანახმად, ის არ აპირებს ამ იარაღის მესამე პირისთვის გადაცემას. ვაშინგტონმა ეს განმარტება მიიღო და გემი განთავისუფლდა. უფრო ადრე, ვიცე პრეზიდენტმა ჩეინიმ იემენის პრეზიდენტს შეატყობინა, რომ გემზე იარაღის ქონა კანონიერია.